დეპუტატ ეკა ბესელიას "ხალხოოო" კარგა ხანია ქართულ და ინგლისურ ენაზე "ქერის უბანიდან" ესმის მაყურებელს. ეს თემა დღეს, პარლამენტში ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების რეგულირების მიზნით, უმრავლესობის წევრების ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის კანონპროექტის განხილვისას გახდა აქტუალური. ვინაიდან აღნიშნული საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა.
სხდომაზე ბესელიასა და უმცირესობის დეპუტატებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, თუმცა "ნაციონალების" საპასუხო რეპლიკას ბესელიამ იუმორი არ დააკლო.
დეპუტატმა მისი და ხათუნა გოგორიშვილის ხმის ტონალობაზე გააკეთა აქცენტი.
"აი, ვინ უნდა იყოს სერიალების გმირები, აქეთა მხარეს უნდა აარჩიოთ." - ამ სიტყვებით ეკა ბესელიამ პარლამენტის ტრიბუნიდან ხელი გაიშვირა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებიკენ.
"სულ ტყუილად მაბრალებენ რომ ძლიერი ხმა მაქვს. როგორც კი ცოტა ავუწევ ხმას, მასინვე მეწყება ჩივილები. თქვენ ნამდვილად უნდა იყოთ, ქალბატონო ხათუუნა, მაგ როლში", - მიმართა ბესელიამ ხათუნა გოგორიშვილის.
ასევე დაგაინტერესებთ: "ხალხოოო!" - როგორ შეიქმნა ეკა ბესელიას ცნობილი პაროდია და რა რეაქცია აქვს მასზე პოლიტიკოსს