1990-იან წლებში პოპულარული ტელესერიალის, "დინასტიის" ვარსკვლავმა, 81 წლის ჯოან ქოლინზმა ჟურნალისტთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ 17 წლის ასაკში, მომავალმა მეუღლემ, ირლანდიელმა მსახიობმა, მაქსველ რიდმა გააუპატიურა, რომელიც 1974 წელს გარდაიცვალა.
მსახიობის თქმით, მომავალმა მეუღლემ მას ჯერ ნარკოტიკები მიაღებინა, ხოლო შემდეგ გააუპატიურა. ჯოანის თქმით, მომხდარში იგი საკუთარ თავს ადანაშაულებდა, რის გამოც, მოძალადეს გაჰყვა ცოლად. ქოლინზის თქმით, ეს მისი პირველი სექსუალური გამოცდილება იყო. მსახიობმა ამ თემაზე პირველად ისაუბრა კამერის წინ.