ვახტანგ რჩეულიშვილმა პატარა მარიტას ორიგინალური დაბადების დღე აჩუქა. ამის შესახებ პოლიტიკოსი "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს და იუბილეს ამსახველ ფოტოებს ავრცელებს. მარიტა რუსუდან კერვალიშვილის ქალიშვილის, ნინო დარასელის შვილია. რუსუდან კერვალიშვილი, როგორც ცნობილია, ვახტანგ რჩეულიშვილის მეუღლის, მაიას დაა.
"მარიტა 6 წლის გახდა. დღეს მე მოვიტაცე: მე, კატომ და მარიტამ დაბადების დღე კინო "ამირანის" კაფეში ავღნიშნეთ. სახლში რომ მივიდა, ნინოს უთხრა, რომ ვახომ ძალიან მაგარი დაბადების დღე გადამიხადაო - სინათლე ჩააქრეს, სანთლებიანი ტორტი შემომიტანეს და სიმღერა დამიკრესო! რა უნდა ბავშვის გაბედნიერებას - რა მნიშვნელობა აქვს, რომ ტორტის მაგივრად ნამცხვარი იყო, სიმღერა კი მე უმღერე! გული გულობდეს და... მიყვარხართ კატო და მარიტა!", - წერს ვახტანგ რჩეულიშვილი.