ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, უკრაინაში არსებული კრიზისი შესაძლოა სისხლისმღვრელ ომში გადაიზარდოს . ამის შესახებ ჰერმან ვან რომპეიმ პარიზში, პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა."უკრაინული კრიზისი ყველაზე სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისია, რომელსაც ევროპაში ცივი ომის დასრულების შემდეგ განვიცდით. რაც ყველაზე უარესია, ამ კრიზისს მივყავართ ომისკენ კონტინენტზე, ომისკენ, რომელიც შესაძლოა ყველაზე სისხლმღვრელ ომად იქცეს ბალკანური ომის შემდეგ", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ჰერმან ვან რომპეის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინის კრიზისიდან გამოსვლის ისეთი ვარიანტი უნდა იპოვოს, რომლის მიხედვითაც უკრაინა დეცენტრალიზებული ან ფედერალური სახელმწიფო იქნება."აუცილებელია უკრაინისთვის კომპლექსური გადაწყვეტილებების მიღება, რათა უკრაინა დეცენტრალიზებული ან ფედერალური სახელმწიფო გახდეს", - აღნიშნა ჰერმა ვან რომპეიმ.