პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ქალი, რომელიც ამადეო მოდილიანიმ დახატა - "ალექსანდრა დადიანი" სოთბის აუქციონზე 26 მილიონად გაიყიდა
ქართველი ქალი, რომელიც ამადეო მოდილიანიმ დახატა - "ალექსანდრა დადიანი" სოთბის აუქციონზე 26 მილიონად გაიყიდა

"დიდ­მა მო­დი­ლი­ა­ნიმ ანა ახ­მა­ტო­ვა და ალექ­სან­დრა და­დი­ა­ნი თა­ვის სა­ხე­ლოს­ნო­ში და­პა­ტი­ჟა, თუ შე­იძ­ლე­ბა სა­ხე­ლოს­ნო რქმე­ო­და ერთ-ერთ მან­სარ­დას. ამ სა­ხე­ლოს­ნო­ში და­ხა­ტა მო­დი­ლი­ან­მა ალექ­სან­დრა და­დი­ა­ნი... შემ­დეგ ეს ნა­მუ­შე­ვა­რი სოტ­ბის აუქ­ცი­ონ­ზე 26 მი­ლი­ონ ფუნტ სტერ­ლინ­გად გა­ი­ყი­და"... გვიყ­ვე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე, დოქ­ტო­რი, არ­ტკრი­ტი­კო­სი და­ვით ან­დრი­ა­ძე...

- ჩვენ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­დან მხო­ლოდ ლადო გუ­დი­აშ­ვილ­ზე თუ იცის, რომ ახ­ლოს იც­ნობ­და ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის... ლადო გუ­დი­აშ­ვი­ლი იგო­ნებ­და:" მი­ვუ­ჯე­ქი თა­ვი­სუ­ფალ მა­გი­დას… მო­ვი­პა­ტი­ჟე ამე­დეო მო­დი­ლი­ა­ნი, მინ­დო­და მისი გა­მას­პინ­ძლე­ბა, მაგ­რამ გვერ­დით მან­დი­ლო­სა­ნი ეჯდა, რო­მელ­საც ხა­ტავ­და. მო­ა­თა­ვა თუ - არა, პო­ლო­ნელ ქალ­ბა­ტონს ორი ნა­ხა­ტი შეს­თა­ვა­ზა. რა­ო­დენ დიდი იყო მო­დი­ლი­ა­ნის გაკ­ვირ­ვე­ბა, როცა მან­დი­ლო­სან­მა არ ისურ­ვა ეს ნა­ხა­ტე­ბი არც სა­ჩუქ­რად, არც სას­ყიდ­ლად... ქალ­ბა­ტო­ნი გა­ჯავ­რე­ბით ამ­ბობ­და: – თქვე­ნი ნა­ხა­ტე­ბი არაფ­რით მგვა­ნა­ნო!… აღელ­ვე­ბულ­მა, შე­უ­რა­ცხყო­ფილ­მა ამე­დე­ომ მო­მა­შუ­რა, გა­მო­მი­წო­და ეს ორი შე­დევ­რი და ცრემ­ლმო­რე­ულ­მა აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით მი­თხრა: – "ჩემო მე­გო­ბა­რო ლადო, შენ გქონ­დეს ჩემ­გან ეს პა­ტა­რა სახ­სო­ვა­რი"...

- ვინ იყო ალექ­სან­დრა და­დი­ა­ნი, ქარ­თვე­ლი ქალი, რო­მე­ლიც მო­დი­ლი­ან­მა და­ხა­ტა?

- თა­ვა­დის ქალი, მეგ­რე­ლე­ბის პრინ­ცე­სა ალექ­სან­დრა და­დი­ა­ნი მო­დი­ლი­ან­მა 1911 წელს და­ხა­ტა... ალექ­სან­დრა გერ­მა­ნელ ბო­ტა­ნი­კოს­ზე, კონ­რად როსტზე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ, მათ სიყ­ვა­რულ­ზე წიგ­ნიც კია და­წე­რი­ლი. ალექ­სან­დრა და­დი­ა­ნი ცნო­ბილ­მა რუს­მა პო­ეტ­მა ქალ­მა ანა ახ­მა­ტო­ვამ პე­ტერ­ბურ­გში გა­იც­ნო. ახ­მა­ტო­ვას უკვე ჰქონ­და რო­მა­ნი გაბ­მუ­ლი მო­დი­ლი­ა­ნის­თან, რო­მე­ლიც დიდ ხანს არ გაგ­რძე­ლე­ბუ­ლა...…

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ქალი, რომელიც ამადეო მოდილიანიმ დახატა - "ალექსანდრა დადიანი" სოთბის აუქციონზე 26 მილიონად გაიყიდა

ქართველი ქალი, რომელიც ამადეო მოდილიანიმ დახატა - "ალექსანდრა დადიანი" სოთბის აუქციონზე 26 მილიონად გაიყიდა

"დიდმა მოდილიანიმ ანა ახმატოვა და ალექსანდრა დადიანი თავის სახელოსნოში დაპატიჟა, თუ შეიძლება სახელოსნო რქმეოდა ერთ-ერთ მანსარდას. ამ სახელოსნოში დახატა მოდილიანმა ალექსანდრა დადიანი... შემდეგ ეს ნამუშევარი სოტბის აუქციონზე 26 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა"... გვიყვება ხელოვნებათმცოდნე, დოქტორი, არტკრიტიკოსი დავით ანდრიაძე...

- ჩვენმა საზოგადოებამ ქართველი მხატვრებიდან მხოლოდ ლადო გუდიაშვილზე თუ იცის, რომ ახლოს იცნობდა ამადეო მოდილიანის... ლადო გუდიაშვილი იგონებდა:" მივუჯექი თავისუფალ მაგიდას… მოვიპატიჟე ამედეო მოდილიანი, მინდოდა მისი გამასპინძლება, მაგრამ გვერდით მანდილოსანი ეჯდა, რომელსაც ხატავდა. მოათავა თუ - არა, პოლონელ ქალბატონს ორი ნახატი შესთავაზა. რაოდენ დიდი იყო მოდილიანის გაკვირვება, როცა მანდილოსანმა არ ისურვა ეს ნახატები არც საჩუქრად, არც სასყიდლად... ქალბატონი გაჯავრებით ამბობდა: – თქვენი ნახატები არაფრით მგვანანო!… აღელვებულმა, შეურაცხყოფილმა ამედეომ მომაშურა, გამომიწოდა ეს ორი შედევრი და ცრემლმორეულმა აკანკალებული ხმით მითხრა: – "ჩემო მეგობარო ლადო, შენ გქონდეს ჩემგან ეს პატარა სახსოვარი"...

- ვინ იყო ალექსანდრა დადიანი, ქართველი ქალი, რომელიც მოდილიანმა დახატა?

- თავადის ქალი, მეგრელების პრინცესა ალექსანდრა დადიანი მოდილიანმა 1911 წელს დახატა... ალექსანდრა გერმანელ ბოტანიკოსზე, კონრად როსტზე იყო დაქორწინებული, ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მათ სიყვარულზე წიგნიც კია დაწერილი. ალექსანდრა დადიანი ცნობილმა რუსმა პოეტმა ქალმა ანა ახმატოვამ პეტერბურგში გაიცნო. ახმატოვას უკვე ჰქონდა რომანი გაბმული მოდილიანისთან, რომელიც დიდ ხანს არ გაგრძელებულა...…

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია