Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია კონტრაქტში, რომელსაც "რუსთავი 2" "ნიჭიერის" მონაწილეებთან აფორმებს
რა წერია კონტრაქტში, რომელსაც "რუსთავი 2" "ნიჭიერის" მონაწილეებთან აფორმებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ზე ტა­ლანტ-შოუ "ნი­ჭი­ე­რის" შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბის ჩვე­ნე­ბა დას­რულ­და. გა­და­ცე­მის მომ­დევ­ნო ეპი­ზოდ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი იხი­ლავს, თუ რო­მელ კონ­კურ­სან­ტებს გა­და­იყ­ვანს ჟი­უ­რი "ლაივ-შო­უ­ებ­ზე", სა­დაც კან­დი­და­ტებს ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე უკვე პირ­და­პირ ეთერ­ში მო­უ­წევთ სა­კუ­თა­რი ნი­ჭი­ე­რე­ბით მა­ყუ­რებ­ლის გა­ო­ცე­ბა.

რო­გორც ირ­კვე­ვა შე­სარ­ჩე­ვი ტუ­რე­ბის ჩვე­ნე­ბი­სას არ­ხმა ქრო­ნო­მეტ­რა­ჟის გამო ვერ მო­ა­ხერ­ხა ყვე­ლა იმ კონ­კურ­სან­ტის წარ­დგე­ნა, რომ­ლებ­მაც ჟი­უ­რის თან­ხმო­ბით შოუს მომ­დევ­ნო ეტაპ­ზე მი­ი­ღეს "საგ­ზუ­რი", რა­მაც ბევ­რი კი­თხვა გა­ა­ჩი­ნა. კი­თხვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, "ნი­ჭი­ე­რის" გვერ­დი "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ვეყ­ნებს კონ­ტრაქ­ტის პი­რო­ბებს, რო­მელ­საც ტე­ლე­ვი­ზია "ნი­ჭი­ე­რის" კონ­კურ­სან­ტებ­თან აფორ­მებს.

"ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან თუ რა­ტომ ვერ მოხ­ვდა ამა თუ იმ კონ­კურ­სან­ტის გა­მოს­ვლა ეთერ­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ აგ­ვეხ­სნა ჩვე­ნი გვერ­დის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის ეს სა­კი­თხი:

რე­ა­ლუ­რად, კას­ტინგზე მო­დის ძა­ლი­ან ბევ­რი კონ­კურ­სან­ტი და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნის გა­მოს­ვლის ჩვე­ნე­ბა, ფი­ზი­კუ­რად არ იქ­ნე­ბო­და შე­საძ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი სა­ე­თე­რო დრო­ის ფარ­გლებ­ში (იმის მი­უ­ხე­და­ვად, გა­და­ვიდ­ნენ ეს კონ­კურ­სან­ტე­ბი შემ­დეგ ეტაპ­ზე თუ არა, და ჟი­უ­რის რამ­დენ­მა წევ­რმა უთხრა "კი"). ამი­ტომ, პრო­ექ­ტის პრო­დი­უ­სე­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ეთერ­ში ხდე­ბა მხო­ლოდ იმის ჩვე­ნე­ბა, რაც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის­თვის. იმის შე­სა­ხებ, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას აქვს გა­და­ღე­ბუ­ლი მა­სა­ლის სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბის (და არ გა­მო­ყე­ნე­ბის) უფ­ლე­ბა, მი­თი­თე­ბუ­ლია კონ­კურ­სან­ტე­ბის კონ­ტრაქ­ტებ­ში - ამ სა­ხით, ეს ინ­ფორ­მა­ცია, მი­ე­წო­დე­ბა ყო­ველ მათ­განს.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ექ­ტის მე­ო­რე , ე.წ. "გა­დარ­ჩე­ვის" ეტაპს, რო­მელ­საც იც­ნობთ წინა სე­ზო­ნე­ბი­დან და რო­მე­ლის ჩა­ნა­წერ­საც იხი­ლავთ მე­ექ­ვსე ეპი­ზოდ­ში:

მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცი­აა, მის­ცეს ჟი­უ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლა, შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­და­სუ­ლი კონ­კურ­სან­ტი­დან, აარ­ჩი­ოს 40 სა­უ­კე­თე­სი მო­ნა­წი­ლე, რო­მე­ლიც მოხ­ვდე­ბა პრო­ექ­ტის ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში. გა­დარ­ჩე­ვის ეტა­პის არ­სე­ბო­ბა ერ­თნა­ირ პი­რო­ბებ­ში აყე­ნებს ყვე­ლა იმ კონ­კურ­სანტს, რო­მელ­საც უთხრეს "კი". ყვე­ლა კონ­კურ­სან­ტის გა­დას­ვლის ან არ გა­დას­ვლის სა­კითხს, ამ ეტაპ­ზე, წყვეტს ჟი­უ­რი. შემ­დგომ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის ნა­წილს იბა­რე­ბენ გა­და­ღე­ბა­ზე, ხოლო ნა­წილს ჟი­უ­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ ატყო­ბი­ნე­ბენ ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით. იქ­ნე­ბა თუ არა მო­ნა­წი­ლე ამ ეტა­პის გა­და­ღე­ბა­ზე, არ არის გა­დამ­წყვე­ტი, და ამი­ტომ რო­მე­ლი­მე კონ­კურ­სან­ტის დას­წრე­ბა ან არ­დას­წრე­ბა არის უბ­რა­ლოდ პრო­ექ­ტის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხი, რო­მელ­საც პრო­დი­უ­სე­რე­ბის გუნ­დი წყვეტს სხვა­დას­ხვა ფაქ­ტო­რის, მათ შო­რის კონ­კურ­სან­ტე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც "ნი­ჭი­ერ­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

რა წერია კონტრაქტში, რომელსაც "რუსთავი 2" "ნიჭიერის" მონაწილეებთან აფორმებს

რა წერია კონტრაქტში, რომელსაც "რუსთავი 2" "ნიჭიერის" მონაწილეებთან აფორმებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ტალანტ-შოუ "ნიჭიერის" შესარჩევი ტურების ჩვენება დასრულდა. გადაცემის მომდევნო ეპიზოდში მაყურებელი იხილავს, თუ რომელ კონკურსანტებს გადაიყვანს ჟიური "ლაივ-შოუებზე", სადაც კანდიდატებს ფილარმონიის სცენაზე უკვე პირდაპირ ეთერში მოუწევთ საკუთარი ნიჭიერებით მაყურებლის გაოცება.

როგორც ირკვევა შესარჩევი ტურების ჩვენებისას არხმა ქრონომეტრაჟის გამო ვერ მოახერხა ყველა იმ კონკურსანტის წარდგენა, რომლებმაც ჟიურის თანხმობით შოუს მომდევნო ეტაპზე მიიღეს "საგზური", რამაც ბევრი კითხვა გააჩინა. კითხვების საპასუხოდ, "ნიჭიერის" გვერდი "ფეისბუქზე" აქვეყნებს კონტრაქტის პირობებს, რომელსაც ტელევიზია "ნიჭიერის" კონკურსანტებთან აფორმებს.

"ხშირად გვეკითხებიან თუ რატომ ვერ მოხვდა ამა თუ იმ კონკურსანტის გამოსვლა ეთერში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ აგვეხსნა ჩვენი გვერდის მომხმარებლებისთვის ეს საკითხი:

რეალურად, კასტინგზე მოდის ძალიან ბევრი კონკურსანტი და ყოველი მათგანის გამოსვლის ჩვენება, ფიზიკურად არ იქნებოდა შესაძლებელი პროექტისათვის გამოყოფილი საეთერო დროის ფარგლებში (იმის მიუხედავად, გადავიდნენ ეს კონკურსანტები შემდეგ ეტაპზე თუ არა, და ჟიურის რამდენმა წევრმა უთხრა "კი"). ამიტომ, პროექტის პროდიუსერების გადაწყვეტილების მიხედვით, ეთერში ხდება მხოლოდ იმის ჩვენება, რაც საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის. იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიას აქვს გადაღებული მასალის სურვილისამებრ გამოყენების (და არ გამოყენების) უფლება, მითითებულია კონკურსანტების კონტრაქტებში - ამ სახით, ეს ინფორმაცია, მიეწოდება ყოველ მათგანს.

რაც შეეხება პროექტის მეორე , ე.წ. "გადარჩევის" ეტაპს, რომელსაც იცნობთ წინა სეზონებიდან და რომელის ჩანაწერსაც იხილავთ მეექვსე ეპიზოდში:

მისი მთავარი ფუნქციაა, მისცეს ჟიურის საშუალება ყველა, შემდეგ ეტაპზე გადასული კონკურსანტიდან, აარჩიოს 40 საუკეთესი მონაწილე, რომელიც მოხვდება პროექტის ნახევარფინალში. გადარჩევის ეტაპის არსებობა ერთნაირ პირობებში აყენებს ყველა იმ კონკურსანტს, რომელსაც უთხრეს "კი". ყველა კონკურსანტის გადასვლის ან არ გადასვლის საკითხს, ამ ეტაპზე, წყვეტს ჟიური. შემდგომში მონაწილეების ნაწილს იბარებენ გადაღებაზე, ხოლო ნაწილს ჟიურის გადაწყვეტილების შესახებ ატყობინებენ ტელეფონის საშუალებით. იქნება თუ არა მონაწილე ამ ეტაპის გადაღებაზე, არ არის გადამწყვეტი, და ამიტომ რომელიმე კონკურსანტის დასწრება ან არდასწრება არის უბრალოდ პროექტის საორგანიზაციო საკითხი, რომელსაც პროდიუსერების გუნდი წყვეტს სხვადასხვა ფაქტორის, მათ შორის კონკურსანტების ინტერესიდან გამომდინარე", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც "ნიჭიერმა" გამოაქვეყნა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები