მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოსმეტიკა, რომელიც გვკლავს - აუცილებლად საკითხავი ქალებისათვის
კოსმეტიკა, რომელიც გვკლავს - აუცილებლად საკითხავი ქალებისათვის

ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა ყო­ველ­დღი­უ­რად ათამ­დე კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბას იყე­ნებს. თუმ­ცა, ღირს კი სი­ლა­მა­ზე ასეთ მსხვერ­პლად?

1997 წელს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრე­სის ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა 125 კოს­მე­ტი­კუ­რი ინ­გრე­დი­ენ­ტი, რომ­ლე­ბიც ხელს უწყო­ბენ კი­ბო­სა და სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

სტი­ვენ და ჯინა ენ­ჩა­კე­ბის კვლე­ვა­ში "კოს­მე­ტი­კა შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე" ნათ­ქვა­მია, რომ კოს­მეტ­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7000 ინ­გრე­დი­ეტს იყე­ნე­ბენ, რო­მელ­თა შო­რის 1000 არო­მა­ტუ­ლი და პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბია. მათი უმე­ტე­სი წილი (700) გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ხი­ფა­თოა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერთ მათ­განს:

Alpha Hydrax Acids - ალფა ჰიდ­რო­ქ­სი­დუ­ლი მჟა­ვე­ბი, კა­ნის მოვ­ლის სფე­რო­ში ნამ­დვილ სენ­სა­ცი­ად იქცა. AHA-ს მთა­ვა­რი "და­ნიშ­ნუ­ლე­ბა" კან­ზე არ­სე­ბუ­ლი მკვდა­რი უჯრე­დე­ბის მო­ცი­ლე­ბაა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც კა­ნის ზე­და­პირ­ზე მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა უჯრე­დე­ბი რჩე­ბა. ასე­თი წმენ­დის შემ­დეგ, ბუ­ნებ­რი­ვია კანი უფრო ახალ­გაზ­რდუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. თუმ­ცა, მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, მკვდა­რი უჯრე­დე­ბის მო­ცი­ლე­ბის დროს, ზი­ა­ნი ად­გე­ბა კა­ნის ზე­და­პირს, რო­მე­ლიც მას მავ­ნე ბაქ­ტე­რი­ე­ბის შე­მოჭ­რის­გან იცავს. ამი­ტომ ასე­თი მჟა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­დეგ, გა­რე­სამ­ყა­როს მავ­ნე ფაქ­ტო­რე­ბი უფრო მარ­ტი­ვად და უფრო ღრმად ახერ­ხე­ბენ კა­ნის უჯრე­დებ­ში შეჭ­რას. შე­დე­გად, კანი დრო­ზე ადრე ბერ­დე­ბა.

CI 14700 (FD&C Red №4), (E 124, Ponceau SX, FD&C Red #4), CI 17200, (D&C Red #31, Acid Red 33), CI 19140 (FD&C Yellow №4) (E102, Tartrazine, FD&C Yellow #5), ყვე­ლა ეს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი პრო­დუქ­ცია შე­ი­ცავს სინ­თე­ტი­კურ აზო­ტის სა­ღე­ბავს, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბაც სა­ხი­ფა­თოა.

Isopropyl Palmitate - სინ­თე­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი. ან­ტის­ტა­ტი­კი, რო­მელ­საც კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გა­მოწ­ვე­ვა და ფო­რე­ბის შევ­სე­ბა ახა­სი­ა­თებს.

SLS (SLES) - ნატ­რი­უ­მის სულ­ფა­ტი

#1 ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლებ­საც შამ­პუ­ნე­ბის და საპ­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა შე­ი­ცავს. მა­რი­ლის და­მა­ტე­ბი­სას წარ­მოქ­მნის ბევრ ქაფს და ქმნის იმის ულუ­ზი­ას, რომ შე­ი­ცავს ქა­ფის წარ­მომ­ქმნელ პრე­პა­რატს, რო­მე­ლიც სი­ნამ­დვი­ლე­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია. ამ ინ­გრე­დი­ენტს ქო­ქო­სის კაკ­ლის ქერ­ქის­გან ღე­ბუ­ლო­ბენ. ინ­დუსტრი­ა­ში იგი ხში­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ია­ტა­კე­ბის და მან­ქა­ნე­ბის რე­ცხვის­თვის. მას ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლია ზე­და­პი­რი­დან ცხი­მე­ბის მო­შო­რე­ბა.

SLS (SLЕS) - ეს ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო ინ­გრე­დი­ენ­ტია, რო­მელ­საც კა­ნი­სა და თმის მოვ­ლის­თვის იყე­ნე­ბენ. მის ინ­სტრუქ­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ თვალ­ში მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია თვა­ლის წყლით ჩა­მო­ბან­ვა, ხოლო კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლია ექიმ­თან ვი­ზი­ტი. სწო­რედ ამ ნივ­თი­ე­რე­ბით ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ბანთ კან­სა და თმას.

LANOLIN- წყალს, რო­მელ­შიც ცხვრის მა­ტყლს რე­ცხავ­დნენ, ასუფ­თა­ვე­ბენ ცენ­ტრი­ფუ­გის მეშ­ვე­ო­ბით. გა­მოშ­რო­ბის, ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ის და სხვა რთუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შემ­დეგ, ლა­ნო­ლი­ნი მზა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის. იგი შე­ი­ცავს ცვი­ლის­მაგ­ვარ ნივ­თი­ე­რე­ბებს, ცხი­მის მჟა­ვებს და ქო­ლეს­ტე­რინს. კოს­მე­ტი­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში იგი შე­დის, რო­გორც კა­ნის და­მარ­ბი­ლე­ბე­ლი, სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის გა­მა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა. თუმ­ცა, სა­კუ­თა­რი ცხო­ვე­ლუ­რი ცხი­მე­ბის გამო, ლა­ნო­ლინს ალერ­გი­ის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

კო­ლა­გე­ნი - ჩვე­უ­ლებ­რივ კოს­მე­ტი­კურ სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი კო­ლე­გენს ძა­ლი­ან დიდი მო­ლე­კუ­ლუ­რი წონა აქვს, რის გა­მოც, არ შე­უძ­ლია კა­ნის უჯრე­დებ­ში შეღ­წე­ვა. გარ­და ამი­სა, კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა­ში ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის კო­ლა­გე­ნი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის კან­თან შე­უ­სა­ბა­მო­ბა­ში მო­დის. პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ში კო­ლა­გე­ნის ინექ­ცი­ე­ბი ნა­ო­ჭე­ბის გას­წო­რე­ბის მიზ­ნით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და კა­ნის ამოვ­სე­ბის ეფექ­ტის დახ­მა­რე­ბით აღ­წევს "სა­სურ­ველ" შე­დეგს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ორ­გა­ნიზ­მი კო­ლა­გენს, რო­გორც უცხო სხე­ულს იღებს, რის გა­მოც, მას ორ­გა­ნიზ­მი­დან დევ­ნის, კო­ლა­გე­ნის­გან სრულ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ერთ წელს ან­დო­მებს.

ТYROSINE - ამი­ნომ­ჟა­ვა, რო­მე­ლიც ხელს უწყობს ღრმა რუ­ჯის მი­ღე­ბას. თუმ­ცა, მე­ლა­ნი­ზა­ცია, სი­ნამ­დვი­ლე­ში ში­ნა­გა­ნი პრო­ცე­სია და მისი კან­ზე წას­მა არა­ნა­ი­რად არ უწყობს ხელს ამ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბას. ეს იგი­ვეა, რომ ადა­მი­ა­ნის და­ნაყ­რე­ბა ტან­ზე წას­მუ­ლი საკ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხდე­ბო­დეს.

Disodium EDTA — ან cheladrate, chelaplex III, chelaton III, complexon III, disodium dihydrogen ethylenediaminetetraacetic acid, disodium EDTA, disodium edetate, disodium edathamil, disodium versene, EDTA disodium salt, kiresuto B, komplexon III, metaquest B, perma kleer 50 crystals disodium salt, perma kleer di crystals, selekton B2, sequestrene sodium 2, titriplex III, trilon B, trilon BD, triplex III. სინ­თე­ტი­კუ­რი კომ­პო­ნენ­ტი. ჟე­ლა­ტი­ნის აგენ­ტი, სიბ­ლან­ტის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი. სა­ხი­ა­თოა ამ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის პირ­ში მოხ­ვედ­რა, შე­სუნ­თქვა ან კან­ში შეღ­წე­ვა. იწ­ვევს სა­სუნ­თქი ტრაქ­ტი­სა და კა­ნის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას.

სიის გაგ­რძე­ლე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ მო­დით გა­მო­ვი­ტა­ნოთ ლო­გი­კუ­რი დას­კვნე­ბი: აუ­ცი­ლე­ბე­ლია კოს­მე­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­ცვე­ლო­ბის ყუ­რა­დღე­ბით წა­კი­თხვა, სხვა­დას­ხვა ნიღ­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბა, იმ ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის­გან, რომ­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა­შიც არ გე­პა­რე­ბათ ეჭვი და რაც მთა­ვა­რია, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის დაც­ვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კოსმეტიკა, რომელიც გვკლავს - აუცილებლად საკითხავი ქალებისათვის

კოსმეტიკა, რომელიც გვკლავს - აუცილებლად საკითხავი ქალებისათვის

ქალების უმეტესობა ყოველდღიურად ათამდე კოსმეტიკურ საშუალებას იყენებს. თუმცა, ღირს კი სილამაზე ასეთ მსხვერპლად?

1997 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა 125 კოსმეტიკური ინგრედიენტი, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოსა და სხვა დაავადებების განვითარებას.

სტივენ და ჯინა ენჩაკების კვლევაში "კოსმეტიკა შელამაზების გარეშე" ნათქვამია, რომ კოსმეტკურ საშუალებებში დაახლოებით 7000 ინგრედიეტს იყენებენ, რომელთა შორის 1000 არომატული და პარფიუმერული ქიმიური საშუალებებია. მათი უმეტესი წილი (700) განსაკუთრებით სახიფათოა ადამიანის ორგანიზმისთვის.

გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს:

Alpha Hydrax Acids - ალფა ჰიდროქსიდული მჟავები, კანის მოვლის სფეროში ნამდვილ სენსაციად იქცა. AHA-ს მთავარი "დანიშნულება" კანზე არსებული მკვდარი უჯრედების მოცილებაა, რომლის მეშვეობითაც კანის ზედაპირზე მხოლოდ ახალგაზრდა უჯრედები რჩება. ასეთი წმენდის შემდეგ, ბუნებრივია კანი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. თუმცა, მეცნიერების თქმით, მკვდარი უჯრედების მოცილების დროს, ზიანი ადგება კანის ზედაპირს, რომელიც მას მავნე ბაქტერიების შემოჭრისგან იცავს. ამიტომ ასეთი მჟავების გამოყენების შემდეგ, გარესამყაროს მავნე ფაქტორები უფრო მარტივად და უფრო ღრმად ახერხებენ კანის უჯრედებში შეჭრას. შედეგად, კანი დროზე ადრე ბერდება.

CI 14700 (FD&C Red №4), (E 124, Ponceau SX, FD&C Red #4), CI 17200, (D&C Red #31, Acid Red 33), CI 19140 (FD&C Yellow №4) (E102, Tartrazine, FD&C Yellow #5), ყველა ეს ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქცია შეიცავს სინთეტიკურ აზოტის საღებავს, რომლის გამოყენებაც სახიფათოა.

Isopropyl Palmitate - სინთეტიკური კომპონენტი. ანტისტატიკი, რომელსაც კანის გაღიზიანების გამოწვევა და ფორების შევსება ახასიათებს.

SLS (SLES) - ნატრიუმის სულფატი

#1 ნივთიერება, რომლებსაც შამპუნების და საპნების უმეტესობა შეიცავს. მარილის დამატებისას წარმოქმნის ბევრ ქაფს და ქმნის იმის ულუზიას, რომ შეიცავს ქაფის წარმომქმნელ პრეპარატს, რომელიც სინამდვილეში ძვირადღირებული და კონცენტრირებულია. ამ ინგრედიენტს ქოქოსის კაკლის ქერქისგან ღებულობენ. ინდუსტრიაში იგი ხშირად გამოიყენება იატაკების და მანქანების რეცხვისთვის. მას ნამდვილად შეუძლია ზედაპირიდან ცხიმების მოშორება.

SLS (SLЕS) - ეს ყველაზე სახიფათო ინგრედიენტია, რომელსაც კანისა და თმის მოვლისთვის იყენებენ. მის ინსტრუქციაში მითითებულია, რომ თვალში მოხვედრის შემთხვევაში აუცილებელია თვალის წყლით ჩამობანვა, ხოლო კანის გაღიზიანების შემთხვევაში, რეკომენდირებულია ექიმთან ვიზიტი. სწორედ ამ ნივთიერებით ჩვენ ყოველდღიურად ვიბანთ კანსა და თმას.

LANOLIN- წყალს, რომელშიც ცხვრის მატყლს რეცხავდნენ, ასუფთავებენ ცენტრიფუგის მეშვეობით. გამოშრობის, ნეიტრალიზაციის და სხვა რთული ტექნოლოგიების შემდეგ, ლანოლინი მზადაა გამოყენებისთვის. იგი შეიცავს ცვილისმაგვარ ნივთიერებებს, ცხიმის მჟავებს და ქოლესტერინს. კოსმეტიკის შემადგენლობაში იგი შედის, როგორც კანის დამარბილებელი, სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი ნივთიერება. თუმცა, საკუთარი ცხოველური ცხიმების გამო, ლანოლინს ალერგიის გამოწვევა შეუძლია.

კოლაგენი - ჩვეულებრივ კოსმეტიკურ საშუალებებში გამოყენებული კოლეგენს ძალიან დიდი მოლეკულური წონა აქვს, რის გამოც, არ შეუძლია კანის უჯრედებში შეღწევა. გარდა ამისა, კოსმეტიკური საშუალებების უმეტესობაში ცხოველური წარმოშობის კოლაგენი გამოიყენება, რომელიც ადამიანის კანთან შეუსაბამობაში მოდის. პლასტიკურ ქირურგიაში კოლაგენის ინექციები ნაოჭების გასწორების მიზნით გამოიყენება და კანის ამოვსების ეფექტის დახმარებით აღწევს ”სასურველ” შედეგს. სინამდვილეში ორგანიზმი კოლაგენს, როგორც უცხო სხეულს იღებს, რის გამოც, მას ორგანიზმიდან დევნის, კოლაგენისგან სრულ გათავისუფლებას ადამიანის ორგანიზმი ერთ წელს ანდომებს.

ТYROSINE - ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს ღრმა რუჯის მიღებას. თუმცა, მელანიზაცია, სინამდვილეში შინაგანი პროცესია და მისი კანზე წასმა არანაირად არ უწყობს ხელს ამ პროცესის დაჩქარებას. ეს იგივეა, რომ ადამიანის დანაყრება ტანზე წასმული საკვების მეშვეობით ხდებოდეს.

Disodium EDTA — ან cheladrate, chelaplex III, chelaton III, complexon III, disodium dihydrogen ethylenediaminetetraacetic acid, disodium EDTA, disodium edetate, disodium edathamil, disodium versene, EDTA disodium salt, kiresuto B, komplexon III, metaquest B, perma kleer 50 crystals disodium salt, perma kleer di crystals, selekton B2, sequestrene sodium 2, titriplex III, trilon B, trilon BD, triplex III. სინთეტიკური კომპონენტი. ჟელატინის აგენტი, სიბლანტის მარეგულირებელი. სახიათოა ამ ნივთიერებების პირში მოხვედრა, შესუნთქვა ან კანში შეღწევა. იწვევს სასუნთქი ტრაქტისა და კანის გაღიზიანებას.

სიის გაგრძელება დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ მოდით გამოვიტანოთ ლოგიკური დასკვნები: აუცილებელია კოსმეტიკური საშუალებების შემცველობის ყურადღებით წაკითხვა, სხვადასხვა ნიღბების დამზადება, იმ ხილისა და ბოსტნეულისგან, რომლის უსაფრთხოებაშიც არ გეპარებათ ეჭვი და რაც მთავარია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს