სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საბავშვო ბაღში ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს
საბავშვო ბაღში ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

სა­ბავ­შვო ბაღ "სა­დუნ­ში" ნა­ცე­მი აუ­ტის­ტი ბავ­შვის მშო­ბე­ლი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუსს ითხოვს. 4 წლის გ. ნ.-ს დედა თა­მარ ია­რა­ჯუ­ლი წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში შიმ­ში­ლო­ბის აქ­ცი­ით იმუქ­რე­ბა. იგი მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან მი­ვი­და.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რას­თან ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­მარ ია­რა­ჯულ­მა გა­ნუ­ცხა­და, ცოტა ხნის წინ მან მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას წე­რი­ლით და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის თა­ო­ბა­ზე, თუმ­ცა, ამ დრომ­დე პა­სუ­ხად მი­ი­ღო უარი და პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, რომ მას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი ვერ ექ­ნე­ბა. 4 წილს ბავ­შვის მშო­ბე­ლი აცხა­დებს, რომ იგი მისი შვი­ლი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს სა­ბავ­შვო ბაღ "სა­დუ­ნის" პე­და­გოგ მა­რი­ნე ცინ­ცა­ძეს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სის თხოვ­ნას, მისი თქმით, სწო­რედ სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბის შემ­დეგ ექ­ნე­ბა ად­ვო­კა­ტებს მა­სა­ლე­ბის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და მისი მო­თხოვ­ნა აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. ამას­თან, თა­მარ ია­რა­ჯუ­ლი აცხა­დებს, რომ აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ექ­ცეს და რო­მე­ლი­მე მი­ნის­ტრმა უნდა აი­ღოს სა­კუ­თარ თავ­ზე აღ­ნიშ­ნულ გა­მო­ძი­ე­ბა­ზე მო­ნი­ტო­რინ­გი.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ თა­მარ ია­რა­ჯუ­ლი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­უშ­ვეს.

რო­გორც მას დაც­ვის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა აც­ნო­ბეს, მათ მი­ი­ღებს მო­რი­გე პრო­კუ­რო­რი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საბავშვო ბაღში ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

საბავშვო ბაღში ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს

საბავშვო ბაღ "სადუნში" ნაცემი აუტისტი ბავშვის მშობელი დაზარალებულის სტატუსს ითხოვს. 4 წლის გ. ნ.-ს დედა თამარ იარაჯული წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის აქციით იმუქრება. იგი მთავარ პროკურატურასთან მივიდა.

როგორც პროკურატურასთან ჟურნალისტებს თამარ იარაჯულმა განუცხადა, ცოტა ხნის წინ მან მიმართა პროკურატურას წერილით დაზარალებულის სტატუსის თაობაზე, თუმცა, ამ დრომდე პასუხად მიიღო უარი და პროკურატურიდან აცნობეს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი ვერ ექნება. 4 წილს ბავშვის მშობელი აცხადებს, რომ იგი მისი შვილისადმი უყურადღებობაში ადანაშაულებს საბავშვო ბაღ "სადუნის" პედაგოგ მარინე ცინცაძეს.

რაც შეეხება დაზარალებულის სტატუსის თხოვნას, მისი თქმით, სწორედ სტატუსის მინიჭების შემდეგ ექნება ადვოკატებს მასალების გაცნობის საშუალება და მისი მოთხოვნა აქედან გამომდინარეობს. ამასთან, თამარ იარაჯული აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმეს სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს და რომელიმე მინისტრმა უნდა აიღოს საკუთარ თავზე აღნიშნულ გამოძიებაზე მონიტორინგი.

ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთების შემდეგ თამარ იარაჯული თანმხლებ პირებთან ერთად პროკურატურაში შეუშვეს.

როგორც მას დაცვის თანამშრომლებმა აცნობეს, მათ მიიღებს მორიგე პროკურორი.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ