კობი-გუდაურის მონაკვეთზე 50-ზე მეტი სატვირთოა ჩარჩენილი, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.
მძღოლების ნაწილი ტელეკომპანიასთან საუბრისას აცხადებს, რომ საჭირო რაოდენობის ტექნიკა არ არის მობილიზებული, რის გამოც გზის გაწმენდა დროულად ვერ ხერხდება და მხოლოდ ერთხელ დაყარეს მარილი.
ჯვრის უღელტეხილზე კვლავ ინტენსიურად თოვს. ადგილობრივი მოსახლეობა ნალექის მატებას ვარაუდობს.