პოლიტიკა
საზოგადოება

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სასამართლო განაჩენის შემდეგ სამმა პატიმარმა ბადრაგი სასტიკად სცემა" - გაუხმაურებელი ინციდენტი ქუთაისში
"სასამართლო განაჩენის შემდეგ სამმა პატიმარმა ბადრაგი სასტიკად სცემა" - გაუხმაურებელი ინციდენტი ქუთაისში

ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, პა­ტი­მარ­მა ცი­ხის ბად­რა­გი სას­ტი­კად სცე­მა. შემ­თხვე­ვა რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოხ­და, მას შემ­დეგ, რაც მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი გ.ს.-ს, მისი ძმის და კი­დევ ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ა­ცხა­და. კერ­ძოდ, ძმებს ჭი­ა­თუ­რა­ში ტაქ­სის მძღო­ლის მკვლე­ლო­ბის­თვის პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ 20-20 წლით, ხოლო ნ.თ.-ს 10 წლით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ კი სწო­რედ გ.ს.-ს და­უკ­ლო სას­ჯე­ლი 4 წლით და 16 წელი და­უ­ტო­ვა. ბრალ­დე­ბუ­ლი ამ სას­ჯე­ლი­თაც უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო და სა­სა­მარ­თლო სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბად­რაგ­ზე იძია შური. ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტიმ­რის და­სა­ო­კებ­ლად სპეც­რაზ­მის ჩა­რე­ვა გახ­და სა­ჭი­რო.

Ambebi.ge-მ ინ­ფორ­მა­ცია ქუ­თა­ი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ა­მოწ­მა, სა­დაც გვი­თხრეს, რომ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ მხო­ლოდ მო­ნა­ყო­ლით იცი­ან, თა­ვად კი არ შეს­წრე­ბი­ან, რად­გან სა­ბად­რა­გო ოთახს სა­სა­მარ­თლო არ აკონ­ტრო­ლებს.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში Ambebi.ge-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ პა­ტიმ­რის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის და გუ­შაგ­ზე თავ­დას­ხმის ბრალ­დე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 378-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სამ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ამას­თან, გი­ორ­გი მღებ­რიშ­ვი­ლის უწყე­ბა­ში უარ­ყვეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ინ­ცი­დენ­ტში სპეც­რაზ­მი ჩა­ერ­თო.

Ambebi.ge მოკ­ლუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლის მე­უღ­ლეს, თამ­რი­კო წე­რე­თელ­საც ესა­უბ­რა, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი დაგ­ვი­დას­ტუ­რა.

თამ­რი­კო წე­რე­თე­ლი: ეს იყო სა­ა­პე­ლა­ციო სხდო­მა, რო­მელ­ზეც არ დავ­დი­ო­დი, იმი­ტომ, რომ მა­გა­თი ატა­ნა აღარ მაქვს. გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ, ბად­რაგს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მი­ყავ­და, რა დრო­საც გ.ს.-მ და­არ­ტყა ბად­რაგს. ამის შემ­დეგ სა­მი­ვე ბრალ­დე­ბულ­მა და­უ­წყო ცემა ბად­რაგს. მი­თხრეს, რომ ვერ და­ა­კა­ვეს, სპეც­რაზ­მი გა­მო­ი­ძა­ხეს, ჩა­ტე­ნეს მან­ქა­ნებ­ში და წა­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­შიო.

სტა­ტი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ Ambebi.ge-ს ერთ-ერთი პა­ტიმ­რის მე­უღ­ლე და­უ­კავ­შირ­და, რო­მე­ლიც პა­ტიმ­რე­ბის მხრი­დან ბად­რაგ­ზე თავ­დას­ხმის ფაქტს უარ­ყოფს და ამ­ბობს, რომ ბად­რაგ­მა სცე­მა პა­ტიმ­რე­ბი მას შემ­დეგ, რაც პა­ტი­მარ­მა ძმებ­მა სხვა­დას­ხვა სა­კან­ში გა­და­ა­ნა­წი­ლე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

"პირ­ველ რიგ­ში ავღ­ნიშ­ნავ, რომ ეს არ მომ­ხდა­რა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ, ეს მოხ­და 4 ნო­ემ­ბერს, გა­ნა­ჩე­ნი კი 5 ნო­ემ­ბერს გა­მო­ვი­და, რო­მელ­ზეც პა­ტიმ­რე­ბი არ გა­მო­ცხად­დნენ. 4 ნო­ემ­ბერს, სა­სა­მარ­თლოს შემ­დეგ პა­ტიმ­რებ­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მშვიდ რე­ჟიმ­ში და­ტო­ვეს პრო­ცე­სი. მშვი­დად, წყნა­რად გა­იყ­ვა­ნეს ისი­ნი ბად­რაგ­მა და რო­დე­საც ჩა­იყ­ვა­ნეს სა­ბად­რა­გო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ნიღ­ბი­ა­ნებ­მა და უნიღ­ბო­ებ­მა - ექ­ვსმა ერთს და­უ­წყო ცემა. ჩემი მაზ­ლი გა­უყ­ვა­ნი­ათ ცალ­კე და იმის­თვის და­უ­წყი­ათ სას­ტი­კად ცემა. მისი ყვი­რი­ლი გა­ი­გო­ნა ჩემ­მა მე­უღ­ლემ და მის­მა მე­გო­ბარ­მა და რომ გა­მო­ე­სარ­ჩლ­ნენ, ამის შემ­დეგ მა­თაც სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ", - ამ­ბობს გ.ს.-ს მე­უღ­ლე Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას. მისი თქმით ნა­ცე­მი პა­ტიმ­რე­ბი მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მაც მო­ი­ნა­ხუ­ლა. პა­ტიმ­რებს ჭრი­ლო­ბე­ბი, ტვი­ნის შერ­ყე­ვა და სა­ხე­ზე ჩა­ლურ­ჯე­ბე­ბი შე­ე­ნიშ­ნე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მკვლე­ლო­ბა ჭი­ა­თუ­რა­ში 2013 წლის 12 აგ­ვის­ტოს მოხ­და. მოკ­ლუ­ლია ტაქ­სის მძღო­ლი ამი­რან თა­ბა­გა­რი. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იგი სამ­მა პირ­მა გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს. შემ­დეგ კი, გარ­დაც­ვლი­ლი სო­ფელ კა­ცხის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტუ­რის­ტებ­მა იპო­ვეს.

ნინო მჭედ­ლი­ძე

Ambebi.ge

კახელო.
0

ჭიჭიკიამ ხია, ბიჭიკიას?

"სასამართლო განაჩენის შემდეგ სამმა პატიმარმა ბადრაგი სასტიკად სცემა" - გაუხმაურებელი ინციდენტი ქუთაისში

"სასამართლო განაჩენის შემდეგ სამმა პატიმარმა ბადრაგი სასტიკად სცემა" - გაუხმაურებელი ინციდენტი ქუთაისში

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, პატიმარმა ციხის ბადრაგი სასტიკად სცემა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, მას შემდეგ, რაც მკვლელობის ბრალდებით გასამართლებული გ.ს.-ს, მისი ძმის და კიდევ ერთი ბრალდებულის მიმართ, სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. კერძოდ, ძმებს ჭიათურაში ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ 20-20 წლით, ხოლო ნ.თ.-ს 10 წლით პატიმრობა შეუფარდა, სააპელაციო სასამართლომ კი სწორედ გ.ს.-ს დაუკლო სასჯელი 4 წლით და 16 წელი დაუტოვა. ბრალდებული ამ სასჯელითაც უკმაყოფილო იყო და სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ, ბადრაგზე იძია შური. ამბობენ, რომ პატიმრის დასაოკებლად სპეცრაზმის ჩარევა გახდა საჭირო.

Ambebi.ge-მ ინფორმაცია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გადაამოწმა, სადაც გვითხრეს, რომ ინციდენტის შესახებ მხოლოდ მონაყოლით იციან, თავად კი არ შესწრებიან, რადგან საბადრაგო ოთახს სასამართლო არ აკონტროლებს.

სასჯელაღსრულების სამინისტროში Ambebi.ge-ს განუცხადეს, რომ პატიმრის დაუმორჩილებლობის და გუშაგზე თავდასხმის ბრალდებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამასთან, გიორგი მღებრიშვილის უწყებაში უარყვეს ინფორმაცია, რომ ინციდენტში სპეცრაზმი ჩაერთო.

Ambebi.ge მოკლული ტაქსის მძღოლის მეუღლეს, თამრიკო წერეთელსაც ესაუბრა, რომელმაც მომხდარი დაგვიდასტურა.

თამრიკო წერეთელი: ეს იყო სააპელაციო სხდომა, რომელზეც არ დავდიოდი, იმიტომ, რომ მაგათი ატანა აღარ მაქვს. განაჩენის შემდეგ, ბადრაგს ბრალდებულები მიყავდა, რა დროსაც გ.ს.-მ დაარტყა ბადრაგს. ამის შემდეგ სამივე ბრალდებულმა დაუწყო ცემა ბადრაგს. მითხრეს, რომ ვერ დააკავეს, სპეცრაზმი გამოიძახეს, ჩატენეს მანქანებში და წაიყვანეს ციხეშიო.

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ Ambebi.ge-ს ერთ-ერთი პატიმრის მეუღლე დაუკავშირდა, რომელიც პატიმრების მხრიდან ბადრაგზე თავდასხმის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ბადრაგმა სცემა პატიმრები მას შემდეგ, რაც პატიმარმა ძმებმა სხვადასხვა საკანში გადაანაწილება გააპროტესტეს.

"პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ეს არ მომხდარა განაჩენის გამოტანის შემდეგ, ეს მოხდა 4 ნოემბერს, განაჩენი კი 5 ნოემბერს გამოვიდა, რომელზეც პატიმრები არ გამოცხადდნენ. 4 ნოემბერს, სასამართლოს შემდეგ პატიმრებმა ჩვეულებრივად, მშვიდ რეჟიმში დატოვეს პროცესი. მშვიდად, წყნარად გაიყვანეს ისინი ბადრაგმა და როდესაც ჩაიყვანეს საბადრაგო განყოფილებაში, ნიღბიანებმა და უნიღბოებმა - ექვსმა ერთს დაუწყო ცემა. ჩემი მაზლი გაუყვანიათ ცალკე და იმისთვის დაუწყიათ სასტიკად ცემა. მისი ყვირილი გაიგონა ჩემმა მეუღლემ და მისმა მეგობარმა და რომ გამოესარჩლნენ, ამის შემდეგ მათაც სასტიკად გაუსწორდნენ", - ამბობს გ.ს.-ს მეუღლე Ambebi.ge-სთან საუბრისას. მისი თქმით ნაცემი პატიმრები მომხდარიდან მეორე დღეს სახალხო დამცველმაც მოინახულა. პატიმრებს ჭრილობები, ტვინის შერყევა და სახეზე ჩალურჯებები შეენიშნებოდა.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ჭიათურაში 2013 წლის 12 აგვისტოს მოხდა. მოკლულია ტაქსის მძღოლი ამირან თაბაგარი. არსებული ინფორმაციით, იგი სამმა პირმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. შემდეგ კი, გარდაცვლილი სოფელ კაცხის ტერიტორიაზე ტურისტებმა იპოვეს.

ნინო მჭედლიძე

Ambebi.ge