მეტრო სადგურ "ღრმაღელეში" ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებში ჩავარდა

მეტრო სადგურ "ღრმაღელეში" ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებში ჩავარდა

მეტრო სადგურ "ღრმაღელეში" ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევა დღეს მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ განუცხადა, ახალგაზრდა გოგონა ლიანდაგებს შორის მაშინ ჩავარდა, როდესაც მატარებელი ბაქანში შედიოდა.

"ძაბვის გათიშვა დროულად მოხერხდა. გოგონას დაზიანებები მიღებული არ აქვს. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც კი არ გახდა საჭირო", - აღნიშნა თამაზ რობაქიძემ.

მისივე ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად რამდენიმე წუთით შეფერხებული იყო მეტროს მუშაობა.

"ინტერპრესნიუსი"

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია