მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულებას თბილისმა ისტერიის გარეშე, თუმცა პრინციპულად უნდა უპასუხოს
ზურაბ აბაშიძე - მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულებას თბილისმა ისტერიის გარეშე, თუმცა პრინციპულად უნდა უპასუხოს

რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ზუ­რაბ აბა­ში­ძის გან­ცხა­დე­ბით, მოს­კოვ­სა და სო­ხუმს შო­რის გა­ფორ­მე­ბულ ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას თბი­ლის­მა ის­ტე­რი­ის გა­რე­შე, თუმ­ცა პრინ­ცი­პუ­ლად უნდა უპა­სუ­ხოს. რო­გორც ზუ­რაბ აბა­ში­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რად აა­მოქ­მე­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ბერ­კე­ტებს.

"სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს უკვე აქვს მი­ცე­მუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი და­ვა­ლე­ბე­ბი. ის აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე, სის­ტე­მურ მიდ­გო­მა­ზე, რათა პა­სუ­ხი გა­ე­ცეს ახალ გა­მოწ­ვე­ვას. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ეს ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და­იგმოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან, მი­ე­ცეს მას შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბე­ბი და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად იყ­ვნენ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იმის შე­სა­ხებ, თუ რა ხდე­ბა რე­გი­ონ­ში. ეს არა მხო­ლოდ ერთჯე­რა­დი ნა­ბი­ჯე­ბი, არა­მედ კომ­პლექ­სუ­რი, სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა იქ­ნე­ბა. ეს არის ბერ­კე­ტი, რაც ჩვენ გაგ­ვაჩ­ნია. ამა­ზე მე­ტის გა­კე­თე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. რუ­სე­თი არ არის ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც იო­ლად მო­უვ­ლი. უფრო დიდ ქვეყ­ნებ­საც კი უჭირთ ამის გა­კე­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ე­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთ­სა და აფხა­ზეთს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი, "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და ინ­ტეგ­რა­ცი­ის" შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა აფხა­ზე­თის ანექ­სი­ის­კენ გა­დად­გმუ­ლი კი­დევ ერთი ნა­ბი­ჯია.

"მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ამას ის­ტე­რი­ის გა­რე­შე, მშვი­დად, მაგ­რამ მტკი­ცედ და პრინ­ცი­პუ­ლად უნდა ვუ­პა­სუ­ხოთ", - აღ­ნიშ­ნა აბა­ში­ძემ.

რუ­სე­თი­სა და აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კას შო­რის მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ" ე.წ. შე­თან­ხმე­ბას მო­ე­წე­რა ხელი. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ა­წე­რეს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და აფხა­ზე­თის დე-ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა რაულ ხა­ჯიმ­ბამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ზურაბ აბაშიძე - მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულებას თბილისმა ისტერიის გარეშე, თუმცა პრინციპულად უნდა უპასუხოს

ზურაბ აბაშიძე - მოსკოვსა და სოხუმს შორის ე.წ. ხელშეკრულებას თბილისმა ისტერიის გარეშე, თუმცა პრინციპულად უნდა უპასუხოს

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას თბილისმა ისტერიის გარეშე, თუმცა პრინციპულად უნდა უპასუხოს. როგორც ზურაბ აბაშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად აამოქმედებს საერთაშორისო ბერკეტებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს უკვე აქვს მიცემული შესაბამისი დავალებები. ის აქტიურად მუშაობს სამოქმედო გეგმაზე, სისტემურ მიდგომაზე, რათა პასუხი გაეცეს ახალ გამოწვევას. ჩვენი მიზანია, ეს ე.წ. ხელშეკრულება დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, მიეცეს მას შესაბამისი შეფასებები და ჩვენი პარტნიორები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ხდება რეგიონში. ეს არა მხოლოდ ერთჯერადი ნაბიჯები, არამედ კომპლექსური, სისტემური მიდგომა იქნება. ეს არის ბერკეტი, რაც ჩვენ გაგვაჩნია. ამაზე მეტის გაკეთება წარმოუდგენელია. რუსეთი არ არის ქვეყანა, რომელსაც იოლად მოუვლი. უფრო დიდ ქვეყნებსაც კი უჭირთ ამის გაკეთება", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის შეფასებით, რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული, "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმება აფხაზეთის ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

"მიუხედავად ამისა, ამას ისტერიის გარეშე, მშვიდად, მაგრამ მტკიცედ და პრინციპულად უნდა ვუპასუხოთ", - აღნიშნა აბაშიძემ.

რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი. რუსული მედიის ცნობით, შეთანხმებას ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა