ინდოეთში გაჩნდნენ სიამის ტყუპები იშვიათი შეზრდის ტიპით, რომელსაც დიცეფალიკ პარაპაგუსი ეწოდება. ეს მდგომარეობა გულისხმობს იმას, რომ ორ სიამის ტყუპს ერთი სხეული აქვს. ასეთი შეზრდის სახეობა სიამის ტყუპების მხოლოდ 5%-ში გვხვდება.
ექიმი, რომელმაც მშობიარობა მიიღო, აღიარებს, რომ საკუთარი 40-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში, მსგავსი არაფერი უნახავს. მისი თქმით, ამ შემთხვევაში მათი დაშორების შესაძლებლობა არ არსებობს.
სიამის ტყუპების მშობლები უბრალო ფერმერები არიან. მათ იმედი აქვთ, რომ ახალშობილები გადარჩებიან, თუმცა ინდოელი სპეციალისტები ცუდ პროგნოზებს აკეთებენ.
"ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ, მათ შორის ჩემი ძვირფასეულობა, რომ საავადმყოფოს ხარჯი გადაგვეხადა და ყველაფერი გაგვეკეთებინა ჩვენი ბიჭებისთვის", - ყვება 21 წლის მშობელი.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.