შეიქმნა ბატარეა, რომელიც სმარტფონებს 30 წამში ტენის

შეიქმნა ბატარეა, რომელიც სმარტფონებს 30 წამში ტენის

ებრაულმა სტარტაფმა StoreDot, რომლის ერთ-ერთი ინვესტორი ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩია, გამოიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას აძლევს სმარტფონებს და ელექტრომობილებს, რამდენიმე წამში დაიტენოს.

2014 წელს რომან აბრამოვიჩმა ათი მილიონი დოლარი ჩადო სტარტაფში კომპანია "მილჰაუსის" საშუალებით, რომელიც ბიზნესმენის აქტივებს მართავს.

StoreDot აწარმოებს აკუმულატორებს ბატარეაში ტოქსიკური მეტალების გამოყენების გარეშე. კომპანიაში ირწმუნებიან, რომ საკუთარ პროდუქციას ბიოორგანული მასალებით ქმნიან. კომპანიამ აპრილში უკვე წარმოადგინა დამტენი საშუალება მობილური ტელეფონებისთვის და სამსუნგის სმარტფონებისთვის, რომელიც ოცდაათ წამში მთლიანად ტენის აპარატს. ამასთან, კომპანია მუშაობს ორგანული მასალის ეკრანების შექმნაზე.

თელ-ავივის სტარტაფის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ შექმნეს ბატარეა, რომელიც ბრტყელი ღრუბლის პრინციპით მუშაობს, იწოვს და იძლევა ენერგიას. კომპანია თვლის, რომ 2016 წლისთვის შეძლებს თხელი აკუმულატორის შექმნას.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს