სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ივანიშვილს და ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი
მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ივანიშვილს და ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

ას­ტრო­ლო­გი მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი გა­ზეთ "ასა­ვალ-და­სა­ვალ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას ას­ტრო­ლო­გი­ურ ჭრილ­ში აფა­სებს. გთა­ვა­ზობთ ფრაგ­მენტს ინ­ტერ­ვი­უ­დან.

"ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი", "პო­ლი­ტი­კუ­რი ვარ­სკვლავ­თწყო­ბა" (იბეჭ­დე­ბა არას­რუ­ლი ვერ­სია)

***

- რაში მდგო­მა­რე­ობს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მთა­ვა­რი შეც­დო­მა?

- სა­კად­რო პო­ლი­ტი­კა­ში! ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა, მი­უ­ხე­და­ვად მის მი­მართ ჩემი პა­ტი­ვის­ცე­მი­სა (ერ­თა­დერ­თი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ ას­ტრო­ლო­გია დიდი ეზო­თე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბაა), ხმა­მაღ­ლა მინ­და გან­ვა­ცხა­დო - კარ­გია, რომ გა­დად­გა, მაგ­რამ ეს ნა­ბი­ჯი გა­ცი­ლე­ბით ადრე უნდა გა­და­ედ­გა, რო­გორც კი სა­ა­კაშ­ვილ­მა და ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ არ­ჩევ­ნე­ბი წა­ა­გეს! პო­ლი­ტი­კა­ში ივა­ნიშ­ვი­ლი და­ინ­გრე­ვა და იმ ქვე­ყა­ნა­საც და­ან­გრევს, სა­დაც ის ამ სფე­რო­ში იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. რა თქმა უნდა, ნგრე­ვა თა­ვად არ სურს, უბ­რა­ლოდ, ის პო­ლი­ტი­კის­თვის არ არის და­ბა­დე­ბუ­ლი.

- რა გაძ­ლევთ ამის თქმის სა­ფუძ­ველს?

- ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ტი­კა­ში მას შავი მთვა­რე ჰყავს - შავი მთვა­რე კი სა­ტა­ნუ­რი ძა­ლაა! თით­ქოს, პო­ლი­ტი­კურ საქ­მი­ა­ნო­ბას თავი და­ა­ნე­ბა, მაგ­რამ, რე­ა­ლუ­რად, ნაც­რის­ფე­რი კარ­დი­ნა­ლია, მის გა­რე­შე არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. ვურ­ჩევ, თავი და­ა­ნე­ბოს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, სა­ა­კაშ­ვილ­მა თუ უკან დაგ­ვწია თა­ვი­სი უგუ­ნუ­რე­ბი­თა და არ­ნა­ხუ­ლი მის­წრა­ფე­ბით ფუ­ლი­სად­მი, ივა­ნიშ­ვილ­მა უკან დაგ­ვწია არას­წო­რი სა­კად­რო პო­ლი­ტი­კით. რე­ა­ლუ­რად, დღეს ჩვენ ვუ­ყუ­რებთ "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და ფრაქ­ცი­ებს შო­რის ჭი­და­ო­ბას და არ ვი­ცით, კი­დევ რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ეს პრო­ცე­სი. ეკო­ნო­მი­კა ერთ ად­გილ­ზე დგას, სხვა სფე­რო­ე­ბიც ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა რჩე­ბა... ივა­ნიშ­ვი­ლი უნდა ჩა­ე­რი­ოს მხო­ლოდ კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში და არა ყვე­ლა სა­კი­თხში!

- ბა­ტო­ნო მიშა, სულ მალე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, რო­გორც თა­ნა­წამ­ყვა­ნი, სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­შიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას...

- მე­გობ­რუ­ლად ვურ­ჩევ, არ ეწყი­ნოს - მას არა აქვს ქა­რიზ­მა და ვერც შე­იც­ვლე­ბა, ვერც ტემ­ბრს შე­იც­ვლის... მენ­ტო­რუ­ლი ტო­ნით ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვერ და­ე­ლა­პა­რა­კე­ბა (აკი, სწო­რედ ასე­თი ტო­ნით ესა­უბ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებს). მისი კრე­დოა საქ­მის ჩუ­მად კე­თე­ბა და გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ გა­უჩ­ნდა პომ­პე­ზუ­რო­ბის სურ­ვი­ლი?! ვურ­ჩევ, თავი აა­რი­დოს ამ გა­და­ცე­მებს, ის უკვე შე­სუ­ლია ის­ტო­რი­ა­ში, არ და­კარ­გოს ავ­ტო­რი­ტე­ტი და ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს.

- ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­ზე რა შე­გიძ­ლი­ათ თქვათ?

- ირაკ­ლი ჰო­როს­კო­პით კირჩხი­ბია, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა აკ­ლია, მაგ­რამ აქვს ინ­ტუ­ი­ცია, გო­ნე­ბა­მახ­ვი­ლია, ნი­ჭი­ე­რი, მაგ­რამ ამუხ­რუ­ჭებს ის, რომ ჩარ­ჩო­შია მოქ­ცე­უ­ლი, ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­შე ნა­ბიჯს ვერ დგამს, მის წე­სებს ემორ­ჩი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, არ ეძ­ლე­ვა გან­ვი­თა­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა! რე­ა­ლუ­რად, ირაკ­ლის გვერ­დით ჰყავს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კად­რე­ბი და სა­კუ­თა­რის მიყ­ვა­ნის უფ­ლე­ბა არა აქვს. სკა­მებ­ზე სხე­დან პატ­რი­ო­ტიზ­მის პრე­ტენ­ზი­ით, მაგ­რამ, სი­ნამ­დვი­ლე­ში, მა­ღა­ლი ხელ­ფა­სე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი ამოძ­რა­ვებთ. მახ­სოვს, ერთხელ ნუგ­ზარ ერ­გემ­ლი­ძემ გულ­წრფე­ლად თქვა, პარ­ლა­მენ­ტში მო­ვე­დი იმი­ტომ, რომ ოჯახს უჭირ­სო... მოკ­ლედ, უნდა დას­რულ­დეს სა­კუ­თარ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ფიქ­რი და მი­ხე­დონ ქვე­ყა­ნას!

- გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის მო­მა­ვა­ლი რო­გორ გე­სა­ხე­ბათ?

- როცა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, "პლას­ტე­ლი­ნის" კაცი ვარო, გა­მე­ცი­ნა. ქალ­წუ­ლის ზო­დი­ა­ქოს კა­ცია და მამ­ლის წე­ლი­წად­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, ამი­ტომ "პლას­ტე­ლი­ნი" ვერ იქ­ნე­ბა. მა­მა­ლია, უკან არ და­ი­ხევს, მერე რა, რომ ფი­ლო­სო­ფო­სია, საკ­მა­ოდ პრინ­ცი­პუ­ლია, არა­ვის გა­ე­თე­ლი­ნე­ბა. ახლა მთავ­რო­ბა­სა და მას შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბაა და ვისი შეც­დო­მის ბრა­ლია? - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის, კად­რე­ბი არას­წო­რად შე­არ­ჩია. ერთხელ მა­ინც ჰკი­თხონ რჩე­ვა ას­ტრო­ლო­გებს, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს ჰყავ­და პი­რა­დი ას­ტრო­ლო­გი, თა­მარ მე­ფე­საც... თუნ­დაც რო­ნალდ რე­ი­გა­ნი, ფრან­სუა მი­ტე­რა­ნი და პუ­ტი­ნი ავი­ღოთ, მა­თაც!

გა­ზე­თი "ასა­ვალ-და­სა­ვა­ლი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ივანიშვილს და ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება ივანიშვილს და ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ასტროლოგიური პროგნოზი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას ასტროლოგიურ ჭრილში აფასებს. გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან.

"ასავალ-დასავალი", "პოლიტიკური ვარსკვლავთწყობა" (იბეჭდება არასრული ვერსია)

***

- რაში მდგომარეობს ხელისუფლების მთავარი შეცდომა?

- საკადრო პოლიტიკაში! ბიძინა ივანიშვილმა წარმოუდგენელი შეცდომები დაუშვა, მიუხედავად მის მიმართ ჩემი პატივისცემისა (ერთადერთი პრემიერ-მინისტრი იყო, რომელმაც მითხრა, რომ ასტროლოგია დიდი ეზოთერული მეცნიერებაა), ხმამაღლა მინდა განვაცხადო - კარგია, რომ გადადგა, მაგრამ ეს ნაბიჯი გაცილებით ადრე უნდა გადაედგა, როგორც კი სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევნები წააგეს! პოლიტიკაში ივანიშვილი დაინგრევა და იმ ქვეყანასაც დაანგრევს, სადაც ის ამ სფეროში იქნება წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, ნგრევა თავად არ სურს, უბრალოდ, ის პოლიტიკისთვის არ არის დაბადებული.

- რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

- ჰოროსკოპის მიხედვით, პოლიტიკაში მას შავი მთვარე ჰყავს - შავი მთვარე კი სატანური ძალაა! თითქოს, პოლიტიკურ საქმიანობას თავი დაანება, მაგრამ, რეალურად, ნაცრისფერი კარდინალია, მის გარეშე არაფერი კეთდება. ვურჩევ, თავი დაანებოს ირაკლი ღარიბაშვილს, სააკაშვილმა თუ უკან დაგვწია თავისი უგუნურებითა და არნახული მისწრაფებით ფულისადმი, ივანიშვილმა უკან დაგვწია არასწორი საკადრო პოლიტიკით. რეალურად, დღეს ჩვენ ვუყურებთ "ქართულ ოცნებასა" და ფრაქციებს შორის ჭიდაობას და არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პროცესი. ეკონომიკა ერთ ადგილზე დგას, სხვა სფეროებიც ყურადღების მიღმა რჩება... ივანიშვილი უნდა ჩაერიოს მხოლოდ კრიტიკულ სიტუაციებში და არა ყველა საკითხში!

- ბატონო მიშა, სულ მალე ბიძინა ივანიშვილი, როგორც თანაწამყვანი, სატელევიზიო გადაცემაშიც მიიღებს მონაწილეობას...

- მეგობრულად ვურჩევ, არ ეწყინოს - მას არა აქვს ქარიზმა და ვერც შეიცვლება, ვერც ტემბრს შეიცვლის... მენტორული ტონით ის საზოგადოებას ვერ დაელაპარაკება (აკი, სწორედ ასეთი ტონით ესაუბრა ჟურნალისტებს). მისი კრედოა საქმის ჩუმად კეთება და გაუგებარია, რატომ გაუჩნდა პომპეზურობის სურვილი?! ვურჩევ, თავი აარიდოს ამ გადაცემებს, ის უკვე შესულია ისტორიაში, არ დაკარგოს ავტორიტეტი და ხალხის გაღიზიანება არ გამოიწვიოს.

- ირაკლი ღარიბაშვილზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ირაკლი ჰოროსკოპით კირჩხიბია, პოლიტიკური გამოცდილება აკლია, მაგრამ აქვს ინტუიცია, გონებამახვილია, ნიჭიერი, მაგრამ ამუხრუჭებს ის, რომ ჩარჩოშია მოქცეული, ივანიშვილის გარეშე ნაბიჯს ვერ დგამს, მის წესებს ემორჩილება, შესაბამისად, არ ეძლევა განვითარების საშუალება! რეალურად, ირაკლის გვერდით ჰყავს ბიძინა ივანიშვილის კადრები და საკუთარის მიყვანის უფლება არა აქვს. სკამებზე სხედან პატრიოტიზმის პრეტენზიით, მაგრამ, სინამდვილეში, მაღალი ხელფასების მიღების სურვილი ამოძრავებთ. მახსოვს, ერთხელ ნუგზარ ერგემლიძემ გულწრფელად თქვა, პარლამენტში მოვედი იმიტომ, რომ ოჯახს უჭირსო... მოკლედ, უნდა დასრულდეს საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრი და მიხედონ ქვეყანას!

- გიორგი მარგველაშვილის მომავალი როგორ გესახებათ?

- როცა მარგველაშვილმა განაცხადა, "პლასტელინის" კაცი ვარო, გამეცინა. ქალწულის ზოდიაქოს კაცია და მამლის წელიწადშია დაბადებული, ამიტომ "პლასტელინი" ვერ იქნება. მამალია, უკან არ დაიხევს, მერე რა, რომ ფილოსოფოსია, საკმაოდ პრინციპულია, არავის გაეთელინება. ახლა მთავრობასა და მას შორის დაპირისპირებაა და ვისი შეცდომის ბრალია? - ბიძინა ივანიშვილის, კადრები არასწორად შეარჩია. ერთხელ მაინც ჰკითხონ რჩევა ასტროლოგებს, დავით აღმაშენებელს ჰყავდა პირადი ასტროლოგი, თამარ მეფესაც... თუნდაც რონალდ რეიგანი, ფრანსუა მიტერანი და პუტინი ავიღოთ, მათაც!

გაზეთი "ასავალ-დასავალი"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?