ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რომელიც ჰააგაში ალიანსის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობს, მსოფლიო უსაფრთხოებას რეალური საფრთხე ემუქრება. ამის შესახებ "დოიჩე ველე" იუწყება."მშვიდობიან დროს სწორი იყო თავდაცვაზე ხარჯების შემცირება, მაგრამ ახლა ჩვენ არ ვცხოვრობთ მშვიდობიან პერიოდში. უკრაინაში კონფლიქტი, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში არსებული არასტაბილურობა - ეს ყველაფერი ადასტურებს მსოფლიოში გეოპოლიტიკური ვითარების ცვლილებას. საფრთხეები რეალურია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, "ცივი ომის" შემდეგ, ალინსის წევრმა ქვეყნებმა თავდაცვის ხარჯები, სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობა ეტაპობრივად შეამცირეს მაშინ, როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში რუსეთმა თავდაცვის ხარჯები 50 % -ით გაზარდა და ამ მაჩვენებლების კიდევ უფრო გაზრდას აპირებს.