გუშინ რუსეთისა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკას შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ე.წ. შეთანხმებას მოეწერა ხელი. შეთანხმებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოაწერეს. როგორც შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთი აფხაზეთისთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებას გააორმაგებს."იტარ-ტასის" ცნობით, შეთანხმება 10 წლის ვადით გაფორმდა მისი ხუთწლიანი გახანგრძლივების პერსპექტივით.
ფაქტთან დაკავშირებით Guardian-მა აფხაზეთის თემას გალერეა მიუძღვნა, რომელშიც ფოტოგრაფ ეიმოს ჩეპლის გადაღებული სურათებია გამოყენებული.
იხილეთ გალერეა