Faceამბები
საზოგადოება

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­სა და ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს შო­რის "მო­კავ­ში­რე­ო­ბი­სა და სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ" ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს ანექ­სი­ის­კენ გა­ად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი.

ამის შე­სა­ხებ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც აფხა­ზე­თის დე–ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან რუ­სე­თის მიერ ე.წ. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ხელ­მო­წე­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, ეს ნა­ბი­ჯი სირ­თუ­ლეს უქ­მნის სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბას და ჩიხ­ში შეჰ­ყავს ის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არ­სე­ბობ­და რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ნორ­მა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში.

"ეს ნა­ბი­ჯი ახალ გა­მოწ­ვე­ვებს უქ­მნის სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვენ პარტნი­ო­რებს რო­გორც ევ­რო­პა­ში, ასე­ვე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით", - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი აფხა­ზეთს ფაქ­ტობ­რი­ვად რუ­სე­თის ნა­წი­ლად აქ­ცევს.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა უხე­შად არ­ღვევს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მებს და გა­მოწ­ვე­ვას უქ­მნის რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას.

"ჩვენ უნდა გა­ვი­ზა­როთ ის, რომ ამ სა­კი­თხზე ადეკ­ვა­ტუ­რი პა­სუ­ხის მი­ღე­ბის გა­რე­შე რუ­სე­თის ექ­სპან­სი­ო­ნის­ტურ და ანექ­სის­ტურ პო­ლი­ტი­კას ექ­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი. ამ პო­ლი­ტი­კას უნდა ჰქონ­დეს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას, ან­ტი­ა­ნექ­სის­ტუ­რი პო­ლი­ტი­კის ირ­გვლივ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ. მნიშ­ვნე­ლო­ვანდ მიგ­ვაჩ­ნია სა­ერ­თა­ში­რი­სო ფო­რუ­მებ­ზე მას­შტა­ბუ­რი გან­ხილ­ვა არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის. დღეს ჩვენ გვჭირ­დე­ბა ერ­თობ­ლი­ო­ბა, სიმ­ტკი­ცე და გო­ნი­ე­რე­ბა.

მე, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს, მი­მაჩ­ნია, რომ არ­სე­ბობს რე­სურ­სი ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რომ­ლი­თაც ჩვენ შევ­ძლებთ გა­ვერ­თი­ან­დეთ და გა­დავ­დგათ შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პირ­ველ რიგ­ში მას მი­აჩ­ნია, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია მოწ­ვე­ულ იქ­ნას გა­ე­რო-ს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო, ასე­ვე ეუთო-ს, ევ­რო­საბ­ჭოს, ნატო-ს და სხვა ფო­რუ­მებ­ზე წა­მო­წე­უ­ლი უნდა იყოს ეს სა­კი­თხი.

"მო­ვუ­წო­დებ ამ მიზ­ნით გა­ერ­თი­ან­დე­ნენ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, კვლე­ვი­თი ცენ­ტრე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ერ­თი­ა­ნად გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა პლატ­ფორ­მა, რომ­ლი­თაც შევ­ძლებთ, რაც შე­იძ­ლე­ბა უფრო ხმა­მაღ­ლა ვი­სა­უბ­როთ ამ თე­მის შე­სა­ხებ და მსოფ­ლიო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას გა­ვა­გო­ნოთ ეს პრობ­ლე­მა. მე მინ­და ხაზი გა­ვუს­ვა, რომ საფრ­თხე ექ­მნე­ბა თა­ვად აფხა­ზო­ბას, მის იდენ­ტო­ბას, კულ­ტუ­რულ მო­მა­ვალს", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­სენ­სუ­სის შე­დე­გად, გან­სა­კუთ­რე­ბით დევ­ნილ მო­სახ­ლე­ო­ბას­თან დის­კუ­სი­ის შე­დე­გად, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გა­ვი­აზ­როთ და ვი­ლა­პა­რა­კოთ იმ პრობ­ლე­მა­ზე, რა­საც წარ­მო­ად­გენს აფხა­ზე­თი და ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულება არის საქართველოს ანექსიისკენ გაადგმული ნაბიჯი.

ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან რუსეთის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი სირთულეს უქმნის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას და ჩიხში შეჰყავს ის მოლაპარაკებები, რომელიც არსებობდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.

"ეს ნაბიჯი ახალ გამოწვევებს უქმნის საქართველოს, ჩვენ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს დოკუმენტი აფხაზეთს ფაქტობრივად რუსეთის ნაწილად აქცევს.

პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და გამოწვევას უქმნის როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას.

"ჩვენ უნდა გავიზაროთ ის, რომ ამ საკითხზე ადეკვატური პასუხის მიღების გარეშე რუსეთის ექსპანსიონისტურ და ანექსისტურ პოლიტიკას ექნება მომავალი. ამ პოლიტიკას უნდა ჰქონდეს წინააღმდეგობა. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას, ანტიანექსისტური პოლიტიკის ირგვლივ გაერთიანებისკენ. მნიშვნელოვანდ მიგვაჩნია საერთაშირისო ფორუმებზე მასშტაბური განხილვა არსებული პრობლემების. დღეს ჩვენ გვჭირდება ერთობლიობა, სიმტკიცე და გონიერება.

მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი ჩვენს საზოგადოებაში, რომლითაც ჩვენ შევძლებთ გავერთიანდეთ და გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პირველ რიგში მას მიაჩნია, რომ აუცილებელია მოწვეულ იქნას გაერო-ს უშიშროების საბჭო, ასევე ეუთო-ს, ევროსაბჭოს, ნატო-ს და სხვა ფორუმებზე წამოწეული უნდა იყოს ეს საკითხი.

"მოვუწოდებ ამ მიზნით გაერთიანდენენ პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება, კვლევითი ცენტრები, პოლიტიკური ორგანიზაციები და ერთიანად გამოვიყენოთ ყველა პლატფორმა, რომლითაც შევძლებთ, რაც შეიძლება უფრო ხმამაღლა ვისაუბროთ ამ თემის შესახებ და მსოფლიო თანამეგობრობას გავაგონოთ ეს პრობლემა. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ საფრთხე ექმნება თავად აფხაზობას, მის იდენტობას, კულტურულ მომავალს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკური ძალების და საზოგადოების კონსენსუსის შედეგად, განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობასთან დისკუსიის შედეგად, შესაძლებელი იქნება გავიაზროთ და ვილაპარაკოთ იმ პრობლემაზე, რასაც წარმოადგენს აფხაზეთი და ოკუპირებული ტერიტორიები.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა