პარტნიორები:

    უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

    უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

    ახალი აბონენტების ქსელზე მიერთების სამუშაოების გამო, 25 ნოემბერს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. კომპანია "თელასის" ინფორმაციით, კრწანისის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის და ფონიჭალის დასახლების 18 აბონენტს.

    გლდანის რაიონში, 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის და მუხიანის IV "ბ" მიკრორაიონის 49 აბონენტს.

    ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასპინძის შესახვევის, ახალი არსენალის II ქუჩის, ასპინძის I, II ქუჩის, პისარევის, პაატა სააკაძის, ძეგამის, გუმათის, ახუთის და ბერიაშვილის ქუჩების 512 აბონენტს.

    დიდგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა დიდების, ბეთანიის და კვესეთის 373 აბონენტს.

    საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის და გოძიაშვილის ქუჩების 231 აბონენტს.

    მთაწმინდის რაიონში, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის შესახვევის და გორგასლის ქუჩის 146 აბონენტს.

    დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის, ფეიქრების და ჩაჩავას ქუჩების 49 აბონენტს.

    კომპანია "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

    ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

    უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

    ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია