პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს
ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს

ახალ­ქა­ლაქ­ში, ბე­ბი­ი­სა და შვი­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ცი­ხის N12 სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, ფსი­ქი­ატ­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში მკურ­ნა­ლობს. მისი ად­ვო­კა­ტის, რა­მინ პა­პი­ძის გან­ცხა­დე­ბით, მან და­კა­ვე­ბი­დან დღემ­დე, სა­კან­ში მხო­ლოდ ერთი დღე გა­ა­ტა­რა.

"შე­ხე­დეს, რომ შე­უ­რა­ცხა­დი იყო და ამი­ტომ გა­და­იყ­ვა­ნეს ფსი­ქი­ატ­რი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში", - ამ­ბობს პა­პი­ძე.

სამ­ხა­რა­უ­ლის ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, ბრალ­დე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხა­დია, თუმ­ცა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში იგი შე­ზღუ­დუ­ლი შე­რა­ცხა­დი იყო. ანუ მისი ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა მას შემ­დეგ გა­უ­ა­რეს­და, როცა და­ა­კა­ვეს და სა­პყრო­ბი­ლე­ში მოხ­ვდა.

ად­ვო­კა­ტი სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას ნა­ხევ­რად სი­მარ­თლეს უწო­დებს. იგი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი, 2009 წლი­დან, ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ქრო­ნი­კუ­ლი ში­ზოფ­რე­ნი­ის დი­აგ­ნო­ზი­თაა აღ­რი­ცხვა­ზე აყ­ვა­ნი­ლი. მი­სი­ვე თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ ფსი­ქი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ნა­ხევ­რად შე­უ­რა­ცხა­დი ყო­ფი­ლი­ყო. ის რო­გორც ახლა, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­სა­საც შე­უ­რა­ცხა­დი იყო.

"რო­გორ და­ად­გი­ნეს, რომ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ნა­ხევ­რად შე­უ­რა­ცხა­დი იყო? რო­გორ ად­გე­ნენ, რო­დის მის­დის და რო­დის მოს­დის გო­ნე­ბა?! ეს ხომ აბ­სურ­დია. ექ­სპერ­ტი­ზა ჩვენც დავ­ნიშ­ნეთ, მაგ­რამ მი­თხრეს, რომ სტა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის გა­რე­შე ბრალ­დე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბას ვერ და­ად­გენ­დნენ, ანუ ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლად მისი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გან­სა­ზღვრა შე­უძ­ლე­ბე­ლია", - აცხა­დებს პა­პი­ძე.

თუ პირი შე­უ­რა­ცხა­დია, იგი სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, მაგ­რამ შე­ზღუ­დუ­ლი შე­რა­ცხა­დო­ბა ბრალ­დე­ბულს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან არ ათა­ვი­სუფ­ლებს. შე­ზღუ­დუ­ლი შე­რა­ცხა­დო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­სა­მარ­თლო მხო­ლოდ უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­ზე ვერ იმ­სჯე­ლებს, თო­რემ ვა­დი­ან სას­ჯელს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მას ჩვე­უ­ლებ­რივ შე­უ­ფარ­დე­ბენ.

ბრალ­დე­ბუ­ლის ფსი­ქი­ატ­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მელ პო­ზი­ცი­ას გა­ი­ზი­ა­რებს მო­სა­მარ­თლე, ეს მხო­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ბე­ბი­ი­სა და 9 თვის შვი­ლიშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და­ა­კა­ვეს

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს

ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული შესაძლოა სასჯელისგან გათავისუფლდეს

ახალქალაქში, ბებიისა და შვილიშვილის მკვლელობაში ბრალდებული ციხის N12 საავადმყოფოში, ფსიქიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს. მისი ადვოკატის, რამინ პაპიძის განცხადებით, მან დაკავებიდან დღემდე, საკანში მხოლოდ ერთი დღე გაატარა.

"შეხედეს, რომ შეურაცხადი იყო და ამიტომ გადაიყვანეს ფსიქიატრიულ განყოფილებაში", - ამბობს პაპიძე.

სამხარაულის ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ბრალდებული შეურაცხადია, თუმცა, დანაშაულის ჩადენის მომენტში იგი შეზღუდული შერაცხადი იყო. ანუ მისი ფსიქიკური მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, როცა დააკავეს და საპყრობილეში მოხვდა.

ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ნახევრად სიმართლეს უწოდებს. იგი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი, 2009 წლიდან, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ქრონიკული შიზოფრენიის დიაგნოზითაა აღრიცხვაზე აყვანილი. მისივე თქმით, შეუძლებელია, ამ ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ადამიანი ნახევრად შეურაცხადი ყოფილიყო. ის როგორც ახლა, დანაშაულის ჩადენისასაც შეურაცხადი იყო.

"როგორ დაადგინეს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში ნახევრად შეურაცხადი იყო? როგორ ადგენენ, როდის მისდის და როდის მოსდის გონება?! ეს ხომ აბსურდია. ექსპერტიზა ჩვენც დავნიშნეთ, მაგრამ მითხრეს, რომ სტაციონალური ექსპერტიზის გარეშე ბრალდებულის მდგომარეობას ვერ დაადგენდნენ, ანუ ამბულატორიულად მისი ფსიქიატრიული მდგომარეობის განსაზღვრა შეუძლებელია", - აცხადებს პაპიძე.

თუ პირი შეურაცხადია, იგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება, მაგრამ შეზღუდული შერაცხადობა ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს. შეზღუდული შერაცხადობის შემთხვევაში, სასამართლო მხოლოდ უვადო პატიმრობაზე ვერ იმსჯელებს, თორემ ვადიან სასჯელს გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას ჩვეულებრივ შეუფარდებენ.

ბრალდებულის ფსიქიატრიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელ პოზიციას გაიზიარებს მოსამართლე, ეს მხოლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ გახდება ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ: ბებიისა და 9 თვის შვილიშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა