Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული სახელმწიფო სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა ერთისა, ვთხოვოთ რუსეთს სამხედრო დახმარება - იური ღვინჯილია
ქართული სახელმწიფო სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა ერთისა, ვთხოვოთ რუსეთს სამხედრო დახმარება - იური ღვინჯილია

ზუგ­დიდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მეგ­რუ­ლის­თვის რე­გი­ო­ნუ­ლი ენის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას ითხოვს. მათ შო­რის სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბით გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის "კოლ­ხი­დას" ხელ­მძღვა­ნე­ლი იური ღვინ­ჯი­ლია გა­მო­ირ­ჩე­ვა. ღვინ­ჯი­ლია აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­სა და ამ სა­კი­თხის შე­ფერ­ხე­ბის მი­ზე­ზებ­ზე "ლა­ივპ­რეს­თან" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­უბ­რობს.

- რო­გორ უნდა შე­უ­წყოს ხელი ად­გი­ლობ­რივ დო­ნე­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მეგ­რუ­ლი ენის გან­ვი­თა­რე­ბას?

- ად­გი­ლობ­რი­ვი რე­სურ­სით ეს სა­კი­თხი ვერ გა­და­წყდე­ბა. პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა არის ამ ენე­ბის აღი­ა­რე­ბა. სა­უ­ბა­რია ლა­ზურ-მეგ­რულ-სვა­ნურ ენა­ზე. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აი­ღოს იუ­რი­დი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ ენე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა-გან­ვი­თა­რე­ბას და მო­ქა­ლა­ქეს ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, გა­მო­ი­ყე­ნოს ეს ენა შე­ზღუდ­ვის გა­რე­შე, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ და პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში.

-ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა შე­იძ­ლე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში? რა პრო­ექ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა და­ფი­ნანსდეს?

- ჩვე­ნი ამო­ცა­ნა არის ენის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია. რო­გორც ასე­თი, ენის ცოდ­ნის პრობ­ლე­მა შე­იძ­ლე­ბა არ იყოს ასე მწვა­ვედ, მაგ­რამ, პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი რა­მის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მიკ­როპ­რო­ექ­ტე­ბი, აუ­დიო-ვი­დეო პრო­დუქ­ცი­ის სა­ხით. შე­იძ­ლე­ბა ჩვენ კო­მე­დი შოუ გა­ვა­კე­თოთ მეგ­რულ ენა­ზე, შე­იძ­ლე­ბა ფილ­მე­ბის თარ­გმნა, შე­იძ­ლე­ბა პო­ე­ზი­ის აუ­დი­ო­ფა­ი­ლე­ბის გა­კე­თე­ბა, მუ­სი­კა­ლუ­რი კლი­პე­ბის და ასე შემ­დეგ. სა­უ­ბა­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

-უნდა და­ი­ფა­როს სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ო­ნი თუ უფრო დიდ მას­შტა­ბებ­ზეა სა­უ­ბა­რი?

- ჩვენ მეგ­რუ­ლი ენის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა კულ­ტუ­რულ-ენობ­რი­ვი ექ­სპორ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და ლა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თურ­ქეთ­ში. ეს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ახა­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა, რაც არ არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მეგ­რულ ენა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი მეც­ნი­ე­რი მუ­შა­ობს. მა­გა­ლი­თად, ჩვენ ვი­ცით მა­მან­ტი ძა­ძა­მია, ედემ იზო­რია და მრა­ვა­ლი სხვა. ამის პრობ­ლე­მა არ იქ­ნე­ბა, მთა­ვა­რია პო­ლი­ტი­კუ­რი ნება.

-თქვენ ითხოვთ მეგ­რუ­ლი ენის­თვის რე­გი­ო­ნუ­ლი ენის სტა­ტუ­სის მი­ნი­ჭე­ბას. რა არის ამის სა­ფუძ­ვე­ლი? რო­გორ ფიქ­რობთ, რა­ტომ არ კეთ­დე­ბა ეს?

- არ­სე­ბობს ენის სტა­ტუ­სის ორი ფორ­მა. ან სა­ხელ­მწი­ფო ენა უნდა იყოს, ან რე­გი­ო­ნუ­ლი. მეგ­რუ­ლი ენა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სა­მეგ­რე­ლოს რე­გი­ონ­ში, შე­სა­ბა­მი­სად არის რე­გი­ო­ნუ­ლი ენა. სა­უ­ბა­რია იუ­რი­დი­ულ-პო­ლი­ტი­კურ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. სა­ხელ­მწი­ფომ უნდა აღი­ა­როს, რომ მეგ­რუ­ლი ენა არ­სე­ბობს და აი­ღოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. ეს მარ­ტი­ვი ამო­ცა­ნაა.

-ვინ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ამას?

- ამ სა­კი­თხის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბი არი­ან პირ­ველ რიგ­ში, სა­პატ­რი­არ­ქო და მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ნა­ი­რი რე­ფორ­მე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან. არა მარ­ტო ამ სა­კი­თხში, სხვა რე­ფორ­მაც არ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა. დღემ­დე არ არის მა­გა­ლი­თად, მი­ღე­ბუ­ლი ლუსტრა­ცი­ის კა­ნო­ნი, ანუ ჯერ საბ­ჭო­თა მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ზე უარი არ გვით­ქვია.

-პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი ახ­სე­ნეთ სა­პატ­რი­არ­ქოს უკან. ვის გუ­ლის­ხმობთ?

- ნე­ბის­მი­ე­რი, ყვე­ლა. კონ­კრე­ტუ­ლად მათ, ვინც არის ქარ­ტი­ის რა­ტი­ფი­ცი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი.

-არის ბრალ­დე­ბე­ბი, რომ თქვენს უკან დგას რუ­სე­თი. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- ჩემს უკან ჯერ იდგა აფხა­ზე­თი, მერე რუ­სე­თი, თურ­ქე­თი, ამე­რი­კა და არ ვიცი ახლა, ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ძა­ლი­ან დი­დია და ყვე­ლას და­ვა­ლი­ა­ნე­ბა აქვს, ყვე­ლამ შე­მი­წყვი­ტა და­ფი­ნან­სე­ბა.

-თქვენ წერთ, რომ სა­მეგ­რე­ლო და ზუგ­დი­დი მზად არის რე­ვო­ლუ­ცი­ის­თვის და აქ­ცი­ე­ბი უნდა და­ი­წყოს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. რამ­დე­ნად რე­ა­ლუ­რია აქ­ცი­ე­ბის თემა?

- ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში იგ­ნო­რი­რე­ბა იწ­ვევს კონ­ფლიქტს. ხალ­ხთა ლინგვის­ტუ­რი და ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა არის ეთ­ნო­კონ­ფლიქ­ტის წი­ნა­პი­რო­ბა.

-ვინ შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს ეს აქ­ცი­ე­ბი, ვის შე­იძ­ლე­ბა თქვენ და­ეყ­რდნოთ?

-ჩვენ ვთხოვთ ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს, არ გვაქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას, იგ­ნო­რი­რე­ბუ­ლია ეს სა­კი­თხი. ჩემ­ზე ხომ არ არის მარ­ტო სა­უ­ბა­რი. მე მარ­ტო ხომ არ ვი­თხოვ ამას. თქვენ არ ითხოვთ ამას? თქვენ არ გინ­დათ ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა? ენობ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა არის სა­ხელ­მწი­ფოს საქ­მე. ეს არ არის ჩემი საქ­მე. თუ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო უარს ამ­ბობს, არ აღი­ა­რებს ამ ენებს, არ უნდა ამ ენე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, ეს არის კულ­ტუ­რუ­ლი გე­ნო­ცი­დის ერთ-ერთი ფორ­მა. არის მე­ო­რე ვა­რი­ან­ტი. ვთქვათ, ჩვენ ვთხო­ვეთ რუ­სეთს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა. თქვე­ნი აზ­რით, დაგ­ვეხ­მა­რე­ბა თუ არა რუ­სე­თი? ანუ აფხა­ზუ­რი სცე­ნა­რი მე­ორ­დე­ბა. იმის ნაც­ვლად, რომ ჩვენ მო­ვაგ­ვა­როთ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ერთხელ და სა­მუ­და­მოდ, არის მუდ­მი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა. სხვა გზას არ გვი­ტო­ვე­ბენ. ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო სხვა გზას არ გვი­ტო­ვებს გარ­და ერ­თი­სა, ვთხო­ვოთ რუ­სეთს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვიუ ვრცლად

livepress.ge

ქართული სახელმწიფო სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა ერთისა, ვთხოვოთ რუსეთს სამხედრო დახმარება - იური ღვინჯილია

ქართული სახელმწიფო სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა ერთისა, ვთხოვოთ რუსეთს სამხედრო დახმარება - იური ღვინჯილია

ზუგდიდში საზოგადოების ნაწილი მეგრულისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. მათ შორის სოციალურ ქსელებში განსაკუთრებული აქტიურობით განათლების ცენტრის "კოლხიდას" ხელმძღვანელი იური ღვინჯილია გამოირჩევა. ღვინჯილია აღნიშნული მოთხოვნის საფუძველსა და ამ საკითხის შეფერხების მიზეზებზე "ლაივპრესთან" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

- როგორ უნდა შეუწყოს ხელი ადგილობრივ დონეზე ხელისუფლებამ მეგრული ენის განვითარებას?

- ადგილობრივი რესურსით ეს საკითხი ვერ გადაწყდება. პირველი ამოცანა არის ამ ენების აღიარება. საუბარია ლაზურ-მეგრულ-სვანურ ენაზე. სახელმწიფომ უნდა აიღოს იურიდიული ვალდებულება, რომ უზრუნველყოფს ამ ენების შენარჩუნება-განვითარებას და მოქალაქეს ექნება უფლება, გამოიყენოს ეს ენა შეზღუდვის გარეშე, საზოგადოებრივ და პირად ცხოვრებაში.

-ხელისუფლებამ რა შეიძლება გაითვალისწინოს ადგილობრივ ბიუჯეტში? რა პროექტები შეიძლება დაფინანსდეს?

- ჩვენი ამოცანა არის ენის პოპულარიზაცია. როგორც ასეთი, ენის ცოდნის პრობლემა შეიძლება არ იყოს ასე მწვავედ, მაგრამ, პოპულარიზაციისთვის ძალიან მარტივი რამის გაკეთება შეიძლება. ეს შეიძლება იყოს მიკროპროექტები, აუდიო-ვიდეო პროდუქციის სახით. შეიძლება ჩვენ კომედი შოუ გავაკეთოთ მეგრულ ენაზე, შეიძლება ფილმების თარგმნა, შეიძლება პოეზიის აუდიოფაილების გაკეთება, მუსიკალური კლიპების და ასე შემდეგ. საუბარია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

-უნდა დაიფაროს სამეგრელოს რეგიონი თუ უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი?

- ჩვენ მეგრული ენის გამოყენებით შეიძლება კულტურულ-ენობრივი ექსპორტი განვახორციელოთ აფხაზეთის ტერიტორიაზე და ლაზეთის ტერიტორიაზე თურქეთში. ეს კომუნიკაციის ახალი საშუალებაა, რაც არ არის გამოყენებული. მეგრულ ენაზე ძალიან ბევრი მეცნიერი მუშაობს. მაგალითად, ჩვენ ვიცით მამანტი ძაძამია, ედემ იზორია და მრავალი სხვა. ამის პრობლემა არ იქნება, მთავარია პოლიტიკური ნება.

-თქვენ ითხოვთ მეგრული ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭებას. რა არის ამის საფუძველი? როგორ ფიქრობთ, რატომ არ კეთდება ეს?

- არსებობს ენის სტატუსის ორი ფორმა. ან სახელმწიფო ენა უნდა იყოს, ან რეგიონული. მეგრული ენა გამოიყენება სამეგრელოს რეგიონში, შესაბამისად არის რეგიონული ენა. საუბარია იურიდიულ-პოლიტიკურ ვალდებულებაზე სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფომ უნდა აღიაროს, რომ მეგრული ენა არსებობს და აიღოს პასუხისმგებლობა მის განვითარებაზე. ეს მარტივი ამოცანაა.

-ვინ ეწინააღმდეგება ამას?

- ამ საკითხის მოწინააღმდეგეები არიან პირველ რიგში, საპატრიარქო და მის გარშემო არსებული პრორუსული ძალები, რომლებიც ყველანაირი რეფორმების წინააღმდეგ გამოდიან. არა მარტო ამ საკითხში, სხვა რეფორმაც არ განხორციელდება. დღემდე არ არის მაგალითად, მიღებული ლუსტრაციის კანონი, ანუ ჯერ საბჭოთა მემკვიდრეობაზე უარი არ გვითქვია.

-პრორუსული ძალები ახსენეთ საპატრიარქოს უკან. ვის გულისხმობთ?

- ნებისმიერი, ყველა. კონკრეტულად მათ, ვინც არის ქარტიის რატიფიცირების წინააღმდეგი.

-არის ბრალდებები, რომ თქვენს უკან დგას რუსეთი. ამაზე რას გვეტყვით?

- ჩემს უკან ჯერ იდგა აფხაზეთი, მერე რუსეთი, თურქეთი, ამერიკა და არ ვიცი ახლა, ჩამონათვალი ძალიან დიდია და ყველას დავალიანება აქვს, ყველამ შემიწყვიტა დაფინანსება.

-თქვენ წერთ, რომ სამეგრელო და ზუგდიდი მზად არის რევოლუციისთვის და აქციები უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით. რამდენად რეალურია აქციების თემა?

- ნებისმიერ შემთხვევაში იგნორირება იწვევს კონფლიქტს. ხალხთა ლინგვისტური და ისტორიული მეხსიერების შეურაცხყოფა არის ეთნოკონფლიქტის წინაპირობა.

-ვინ შეიძლება დაიწყოს ეს აქციები, ვის შეიძლება თქვენ დაეყრდნოთ?

-ჩვენ ვთხოვთ ქართულ სახელმწიფოს, არ გვაქცევს ყურადღებას, იგნორირებულია ეს საკითხი. ჩემზე ხომ არ არის მარტო საუბარი. მე მარტო ხომ არ ვითხოვ ამას. თქვენ არ ითხოვთ ამას? თქვენ არ გინდათ ენის შენარჩუნება? ენობრივი მემკვიდრეობის შენარჩუნება არის სახელმწიფოს საქმე. ეს არ არის ჩემი საქმე. თუ ქართული სახელმწიფო უარს ამბობს, არ აღიარებს ამ ენებს, არ უნდა ამ ენების შენარჩუნება, ეს არის კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. არის მეორე ვარიანტი. ვთქვათ, ჩვენ ვთხოვეთ რუსეთს სამხედრო დახმარება. თქვენი აზრით, დაგვეხმარება თუ არა რუსეთი? ანუ აფხაზური სცენარი მეორდება. იმის ნაცვლად, რომ ჩვენ მოვაგვაროთ არსებული პრობლემები ერთხელ და სამუდამოდ, არის მუდმივი დაპირისპირება. სხვა გზას არ გვიტოვებენ. ქართული სახელმწიფო სხვა გზას არ გვიტოვებს გარდა ერთისა, ვთხოვოთ რუსეთს სამხედრო დახმარება.

იხილეთ ინტერვიუ ვრცლად

livepress.ge

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"