მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თაღლითური სქემა საქართველოში, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 5 მილიონზე მეტი ზარალი მიიღო
თაღლითური სქემა საქართველოში, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 5 მილიონზე მეტი ზარალი მიიღო

ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მას­შტა­ბუ­რი ფი­ნან­სუ­რი აფე­რა გა­შიფ­რა, რომ­ლის შე­დე­გად, რო­გორც სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გან­მარ­ტა­ვენ, სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს 4 მი­ლი­ონ ლარ­ზე მე­ტის ზა­რა­ლი მი­ად­გა.

"კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" ცნო­ბი­ლი გახ­და ის ძი­რი­თა­დი კომ­პა­ნი­ე­ბი, რო­მელ­თა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ამ­ჟა­მად უკვე პა­სუ­ხის­გე­ბა­შია მი­ცე­მუ­ლი, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ამ კომ­პა­ნი­ე­ბის უკან კი­დევ ათო­ბით იუ­რი­დი­უ­ლი პირი დგას, რო­მელ­თა მი­მართ გა­მო­ძი­ე­ბა ამ­ჟა­მა­დაც გრძელ­დე­ბა.

ვის შე­მოჰ­ქონ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. შავი მა­რი­ლი და ცე­მენ­ტი? გა­მო­ძი­ე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ და­ფუძნ­და არა­ერ­თი შპს, რო­მელ­თა სა­ხე­ლით ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შე­მო­ტა­ნი­ლია 22 513 059 ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ხის პრო­დუქ­ცია. "ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა გა­ნიზ­რა­ხეს სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი 5-დღი­ა­ნი სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ო­დის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბა, პრო­დუქ­ცი­ის გან­ბა­ჟე­ბის შემ­დეგ თავი აა­რი­დეს იმ­პორ­ტის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ გა­და­სა­ხა­დებს, რი­თაც სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯეტს მი­ად­გა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის, 5 052 351 ლა­რის ზა­რა­ლი. ამ ეტაპ­ზე, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბუ­ლია ხუთი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლებ­საც 4-დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბათ",- აცხა­დე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი.

გი­ორ­გი გრძე­ლიშ­ვი­ლი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის პრესს­პი­კე­რი: - კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც გა­მო­ავ­ლი­ნა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, ცდი­ლობ­და ბი­უ­ჯე­ტის­თვის და­ე­მა­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის გა­და­სა­ხა­დე­ბი. ისი­ნი ბო­რო­ტად იყე­ნებ­დნენ არ­სე­ბულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ანუ მას შემ­დეგ, რაც ქვე­ყა­ნა­ში შე­მოჰ­ქონ­დათ სა­ქო­ნე­ლი, ხუთ­დღი­ან სა­შე­ღა­ვა­თო პე­რი­ოდ­ში თავს არი­დებ­დნენ გა­და­სა­ხა­დებს. მათ ჰქონ­დათ საკ­მა­ოდ ჩახ­ლარ­თუ­ლი სქე­მა, რომ­ლის მი­ზან­საც წარ­მო­ად­გენ­და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის თავ­გზის აბ­ნე­ვა. გა­მო­იკ­ვე­თა არა­ერ­თი ფირ­მა, იუ­რი­დი­უ­ლი პირი, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთ­თან იყ­ვნენ და­კავ­ში­რე­ბულ­ნი. საქ­მის სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ეს საქ­მე გახ­სნა. სა­უ­ბა­რია 22 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტი ღი­რე­ბუ­ლე­ბის პრო­დუქ­ცი­ა­ზე, აქე­დან ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი თან­ხა - 4 მი­ლი­ო­ნი ლარი, არ იქნა გა­დახ­დი­ლი.

-შე­გიძ­ლია დაგ­ვი­დას­ტუ­რო, რომ სა­უ­ბა­რია ქვე­ყა­ნა­ში შავი მა­რი­ლის და ცე­მენ­ტის შე­მო­ტა­ნა­ზე?

- დიახ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ნამ­დვი­ლად ასეა. ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა რამ­დე­ნი­მე ანა­ლო­გი­უ­რი საქ­მე გახ­სნა, თუმ­ცა არც ერთი ამ მას­შტა­ბის არ ყო­ფი­ლა, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი ზა­რა­ლის, ისე და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე პერ­სო­ნე­ბის სიმ­რავ­ლის კუ­თხით.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

თაღლითური სქემა საქართველოში, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 5 მილიონზე მეტი ზარალი მიიღო

თაღლითური სქემა საქართველოში, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა 5 მილიონზე მეტი ზარალი მიიღო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მასშტაბური ფინანსური აფერა გაშიფრა, რომლის შედეგად, როგორც საგამოძიებო ორგანოში განმარტავენ, სახელმწიფო ბიუჯეტს 4 მილიონ ლარზე მეტის ზარალი მიადგა.

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა ის ძირითადი კომპანიები, რომელთა ხელმძღვანელობა ამჟამად უკვე პასუხისგებაშია მიცემული, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ კომპანიების უკან კიდევ ათობით იურიდიული პირი დგას, რომელთა მიმართ გამოძიება ამჟამადაც გრძელდება.

ვის შემოჰქონდა საქართველოში ე.წ. შავი მარილი და ცემენტი? გამოძიების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ დაფუძნდა არაერთი შპს, რომელთა სახელით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანილია 22 513 059 ლარის ღირებულების სხვადასხვა სახის პროდუქცია. "ბრალდებულებმა განიზრახეს საბაჟო გადასახადისათვის დაწესებული 5-დღიანი საშეღავათო პერიოდის ბოროტად გამოყენება, პროდუქციის განბაჟების შემდეგ თავი აარიდეს იმპორტის დროს გათვალისწინებულ გადასახადებს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა განსაკუთრებით დიდი ოდენობის, 5 052 351 ლარის ზარალი. ამ ეტაპზე, აღნიშნული დანაშაულის ფაქტზე დაკავებულია ხუთი მოქალაქე, რომლებსაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ",- აცხადებენ სამართალდამცავები.

გიორგი გრძელიშვილი, საგამოძიებო სამსახურის პრესსპიკერი: - კონკრეტული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელიც გამოავლინა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ცდილობდა ბიუჯეტისთვის დაემალა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გადასახადები. ისინი ბოროტად იყენებდნენ არსებულ კანონმდებლობას, ანუ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში შემოჰქონდათ საქონელი, ხუთდღიან საშეღავათო პერიოდში თავს არიდებდნენ გადასახადებს. მათ ჰქონდათ საკმაოდ ჩახლართული სქემა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა სამართალდამცავი ორგანოებისთვის თავგზის აბნევა. გამოიკვეთა არაერთი ფირმა, იურიდიული პირი, რომლებიც ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი. საქმის სირთულის მიუხედავად, საგამოძიებო სამსახურმა ეს საქმე გახსნა. საუბარია 22 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციაზე, აქედან ბიუჯეტის კუთვნილი თანხა - 4 მილიონი ლარი, არ იქნა გადახდილი.

-შეგიძლია დაგვიდასტურო, რომ საუბარია ქვეყანაში შავი მარილის და ცემენტის შემოტანაზე?

- დიახ, ამ შემთხვევაში ნამდვილად ასეა. ბოლო პერიოდში საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე ანალოგიური საქმე გახსნა, თუმცა არც ერთი ამ მასშტაბის არ ყოფილა, როგორც ფინანსური ზარალის, ისე დანაშაულში მონაწილე პერსონების სიმრავლის კუთხით.

იხილეთ სტატია სრულად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ