კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული პიარის გარეშე და შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან - ვინ დაეხმარება ანორექსიით დაავადებულ მარიკას
ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული პიარის გარეშე და შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან - ვინ დაეხმარება ანორექსიით დაავადებულ მარიკას

გუ­შინ "იმე­დის კვი­რა­ში" 29 წლის მა­რი­კას შე­სა­ხებ გა­ვი­და სი­უ­ჟე­ტი, რო­მე­ლიც მძი­მე და­ა­ვა­დე­ბის გამო უკვე წლე­ბია ში­ნი­დან ვერ გა­დის. მას 15 წლის ასაკ­ში გლან­დე­ბის ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს და გარ­თუ­ლე­ბე­ბი ამის შემ­დეგ და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გო­გო­ნას ბუ­ლე­მია-ანო­რექ­სი­ის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს და ახლა ის მხო­ლოდ 22 კგ-ს იწო­ნის. ოჯა­ხი უკვე წლე­ბია ებ­რძვის მის და­ა­ვა­დე­ბას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ.

გა­და­ცე­მას სა­ზო­გა­დო­ე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც გა­და­ცე­მა­ში ტე­ლე­წამ­ყვან­მა ინგა გრი­გო­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, სტუ­დი­ა­ში ერ­თმა ადა­მი­ან­მა და­რე­კა, რო­მე­ლიც მა­რი­კას მკურ­ნა­ლო­ბას სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სებს და მას ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა. მა­რი­კას სურს, ქარ­თულ ცეკ­ვას და­უბ­რუნ­დეს, რი­თიც ბავ­შვო­ბა­ში იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

რო­გორც ინგა გრი­გო­ლია სო­ცი­ა­ლურ ქესლში წერს, გა­და­ცე­მის შემ­დეგ მრა­ვა­ლი ადა­მი­ა­ნი და­ინ­ტე­რეს­და, თუ ვინ არის პი­როვ­ნე­ბა, ვინც მა­რი­კას მკურ­ნა­ლო­ბას და­ა­ფი­ნან­სებს.

"გა­და­იწ­ვა ჩემი ინ­ბოქ­სი და ტე­ლე­ფო­ნი ერთი შე­კი­თხვით - და­ვა­სა­ხე­ლო, ვი­ნაა ის უმაგ­რე­სი ადა­მი­ა­ნი, ვინც ანო­რექ­სი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მა­რი­კას და­ფი­ნან­სე­ბა გა­და­წყვი­ტა... მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ რად­გან მან ინ­კოგ­ნი­ტოდ დარ­ჩე­ნა მთხო­ვა და მე პი­რო­ბა მი­ვე­ცი, ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ... ერთს ვი­ტყვი, ისაა ამ ქვეყ­ნის უმაგ­რე­სი მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც ბევ­რი სი­კე­თე აქამ­დეც აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი პი­ა­რის გა­რე­შე და ვინ­მემ რომ არ ეძე­ბოს, რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ქვე­ტექ­სტი, ვი­ტყვი რომ მას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არას­დროს ჰქო­ნია პო­ლი­ტი­კას­თან.... ა-რა-ნა-ი-რი­ი­ი­ი­იი!!!!!! არას­დროს!!!!!! უბ­რა­ლოდ, უმაგ­რე­სი კა­ცია", - წერს გრი­გო­ლია.

ანო­რექ­სია კვე­ბი­თი აშ­ლი­ლო­ბა, რო­მე­ლიც აღ­წერს კვე­ბის დარ­ღვე­ვას, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი წო­ნა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად იკ­ლებს, მაგ­რამ თა­ვის თავს მსუქ­ნად თვლის და ცდი­ლობს წო­ნა­ში დაკ­ლე­ბას.

ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ში­ნაც კი აგ­რძე­ლე­ბენ კვე­ბა­ში შე­ზღუდ­ვას, რო­დე­საც ისი­ნი არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბის გამო გა­მო­ფი­ტულ­ნი არი­ან. თუმ­ცა ბუ­ლი­მი­ის­გან გან­სხა­ვე­ბით ნერ­ვუ­ლი ანო­რექ­სია ვლინ­დე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში მათი არა­ბუ­ნებ­რი­ვი სი­გამხთ­რით.

სტა­ტის­ტი­კუ­რად დად­გე­ნი­ლია, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა ძი­რი­თა­დად ვლინ­დე­ბა გო­გო­ნებ­ში და მხო­ლოდ და­ვა­დე­ბულ­თა 10 პრო­ცენტს შე­ად­გე­ნენ მა­მა­კა­ცე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ: რა არის ბუ­ლი­მია და ანო­რექ­სია - და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მე­ბი და მურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული პიარის გარეშე და შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან - ვინ დაეხმარება ანორექსიით დაავადებულ მარიკას

ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული პიარის გარეშე და შეხება არ ჰქონია პოლიტიკასთან - ვინ დაეხმარება ანორექსიით დაავადებულ მარიკას

გუშინ "იმედის კვირაში" 29 წლის მარიკას შესახებ გავიდა სიუჟეტი, რომელიც მძიმე დაავადების გამო უკვე წლებია შინიდან ვერ გადის. მას 15 წლის ასაკში გლანდების ოპერაცია გაუკეთეს და გართულებები ამის შემდეგ დაიწყო. მოგვიანებით გოგონას ბულემია-ანორექსიის დიაგნოზი დაუსვეს და ახლა ის მხოლოდ 22 კგ-ს იწონის. ოჯახი უკვე წლებია ებრძვის მის დაავადებას, თუმცა უშედეგოდ.

გადაცემას საზოგადოების აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გადაცემაში ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ განაცხადა, სტუდიაში ერთმა ადამიანმა დარეკა, რომელიც მარიკას მკურნალობას სრულად დააფინანსებს და მას ოცნების ასრულებაში დაეხმარება. მარიკას სურს, ქართულ ცეკვას დაუბრუნდეს, რითიც ბავშვობაში იყო დაკავებული.

როგორც ინგა გრიგოლია სოციალურ ქესლში წერს, გადაცემის შემდეგ მრავალი ადამიანი დაინტერესდა, თუ ვინ არის პიროვნება, ვინც მარიკას მკურნალობას დააფინანსებს.

"გადაიწვა ჩემი ინბოქსი და ტელეფონი ერთი შეკითხვით - დავასახელო, ვინაა ის უმაგრესი ადამიანი, ვინც ანორექსიით დაავადებული მარიკას დაფინანსება გადაწყვიტა... მაპატიეთ, მაგრამ რადგან მან ინკოგნიტოდ დარჩენა მთხოვა და მე პირობა მივეცი, ვერ დავასახელებ... ერთს ვიტყვი, ისაა ამ ქვეყნის უმაგრესი მოქალაქე, რომელსაც ბევრი სიკეთე აქამდეც აქვს გაკეთებული ყოველგვარი პიარის გარეშე და ვინმემ რომ არ ეძებოს, რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტი, ვიტყვი რომ მას არანაირი შეხება არასდროს ჰქონია პოლიტიკასთან.... ა-რა-ნა-ი-რიიიიიი!!!!!! არასდროს!!!!!! უბრალოდ, უმაგრესი კაცია", - წერს გრიგოლია.

ანორექსია კვებითი აშლილობა, რომელიც აღწერს კვების დარღვევას, რომლის დროსაც ადამიანი წონაში მნიშვნელოვნად იკლებს, მაგრამ თავის თავს მსუქნად თვლის და ცდილობს წონაში დაკლებას.

ასეთი ადამიანები მაშინაც კი აგრძელებენ კვებაში შეზღუდვას, როდესაც ისინი არასრულფასოვანი კვების გამო გამოფიტულნი არიან. თუმცა ბულიმიისგან განსხავებით ნერვული ანორექსია ვლინდება პაციენტებში მათი არაბუნებრივი სიგამხთრით.

სტატისტიკურად დადგენილია, რომ ეს დაავადება ძირითადად ვლინდება გოგონებში და მხოლოდ დავადებულთა 10 პროცენტს შეადგენენ მამაკაცები.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ: რა არის ბულიმია და ანორექსია - დაავადების სიმპტომები და მურნალობის მეთოდები

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს