პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახდენდა ბიზნესის რეკეტს" - გიორგი ზურაბიშვილი ბენდუქიძეზე
"ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახდენდა ბიზნესის რეკეტს" - გიორგი ზურაბიშვილი ბენდუქიძეზე

სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი გი­ორ­გი ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლის, კახა ბენ­დუ­ქი­ძის შე­სა­ხებ სტა­ტუსს აქ­ვეყ­ნებს და მის უარ­ყო­ფით მხა­რე­ებ­ზე სა­უბ­რობს.

"არ ვა­პი­რებ­დი ამ თე­მა­ზე სტა­ტუ­სის და­წე­რას, მაგ­რამ კახა ბენ­დუ­ქი­ძე ლა­მის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძედ შე­რა­ცხეს და მინ­და ჩემი პო­ზი­ცია და­ვა­ფიქ­სი­რო:

კახა ბენ­დუ­ქი­ძე უდა­ვოდ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, თუმ­ცა, ჩემ­თვის ნი­ჭი­ე­რე­ბას, პი­როვ­ნე­ბის და­ხა­სი­ა­თე­ბა­ში, არა­ნა­ი­რი ფასი არ აქვს. ნი­ჭი­ე­რე­ბა ადა­მი­ანს და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე გეძ­ლე­ვა. ღი­რე­ბუ­ლი არის ის, თუ რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნებ ამ ნიჭს, რამ­დე­ნად პა­ტი­ო­სა­ნად იცხოვ­რებ, რამ­დე­ნად მარ­თა­ლი იქ­ნე­ბი შენს თავ­თან და სხვა ადა­მა­ი­ნებ­თან.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბით იზო­მე­ბა. კახა ბენ­დუ­ქი­ძემ ნამ­დვ­ლად გა­ა­კე­თა ერთი კარ­გი საქ­მე, რო­მელ­საც მას ვე­რა­ვინ და­უ­კარ­გავს - მან ქვე­ყა­ნა­ში სა­უ­კე­თე­სო უნი­ვერ­სტე­ტი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა. ეს სა­ხუ­მა­რო საქ­მე არ არის და ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლი საქ­მე­ცაა. თუმ­ცა, პი­რა­დად ჩემ­თვის, ამ ადა­მი­ა­ნის უარ­ყო­ფი­თი მხა­რე გა­ცი­ლე­ბით უფრო დი­დია.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ვბრაზ­დე­ბი, რო­დე­საც კახა ბენ­დუ­ქი­ძეს ლი­ბე­რა­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ლი­ბე­რა­ლიზ­მი გუ­ლის­ხმობს ადა­მი­ა­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას. პირ­ვო­ნუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას და კა­ნო­ნის წი­ნა­შე თა­ნას­წო­რო­ბას. ეკო­ნო­მი­კა­ში კი ლი­ბე­რა­ლიზ­მი გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუ­ფალ ბა­ზარს, ბიზ­ნეს­ში სა­ხელ­მწი­ფოს ჩა­უ­რევ­ლო­ბას, მო­ნო­პო­ლი­ე­ბის და­უშ­ვებ­ლო­ბას, კონ­კუ­რენ­ცი­ის სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას. კახა ბენ­დუ­ქი­ძე იყო იმ ხე­ლისფლე­ბის ერთ-ერთი იდე­ო­ლო­გი, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ახ­დენ­და ბიზ­ნე­სის რე­კეტს, ყო­ველ­დღი­უ­რად არ­ღვევ­და ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს. ათა­სო­ბით ადა­მი­ანს ბიზ­ნე­სი წა­არ­თვეს. ათა­სო­ბით ადა­მა­ი­ნი ჩას­ვეს ჩი­ხე­ში, უბ­რა­ლოდ იმის გამო, რომ მათი ნა­შოვ­ნი ფული სხვის ჯი­ბე­ში უნდა წა­სუ­ლი­ყო. სწო­რედ კახა ბენ­დუ­ქი­ძის უშუ­ა­ლო ჩა­რე­ვით მო­ის­პო ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი და მო­ნო­პო­ლი­ებ­მა შე­ჭა­მა ქვე­ყა­ნა. სა­ხელ­მწი­ფო რე­კეტ­მა შე­ჭა­მა ასი­ა­თა­სო­ბით მე­წარ­მე. თვი­თონ ერთ ლა­რად ყი­დუ­ლობ­და აქ­ცი­ებს, არი­გებ­და ტენ­დერებს და მთავ­რო­ბას­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი აგ­რძე­ლებ­და ბიზ­ნე­სის კე­თე­ბას. სად არის აქ ლი­ბე­რა­ლიზ­მი?!

მოკ­ლედ, იმის თქმა მინ­და, რომ ყვე­ლას თა­ვი­სი აზრი აქვს, მაგ­რამ კახა ბედ­ნუ­ქი­ძე გა­სა­ფე­ტი­შე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად არ იყო. მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ზე კო­მენ­ტარ­საც აღარ გა­ვა­კე­თებ, მა­გა­ზე ალ­ბათ თვი­თო­ნაც სი­ცი­ლით მოკ­ვდე­ბო­და", - წერს ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, კახა ბენ­დუ­ქი­ძე გულ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ, ლონ­დონ­ში 13 ნო­ემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. იგი 22 ნო­ემ­ბერს კუ­კი­ის სა­საფ­ლა­ო­ზე, დე­დის გვერ­დით დაკ­რძა­ლეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

"ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახდენდა ბიზნესის რეკეტს" - გიორგი ზურაბიშვილი ბენდუქიძეზე

"ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახდენდა ბიზნესის რეკეტს" - გიორგი ზურაბიშვილი ბენდუქიძეზე

სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის შესახებ სტატუსს აქვეყნებს და მის უარყოფით მხარეებზე საუბრობს.

"არ ვაპირებდი ამ თემაზე სტატუსის დაწერას, მაგრამ კახა ბენდუქიძე ლამის ილია ჭავჭავაძედ შერაცხეს და მინდა ჩემი პოზიცია დავაფიქსირო:

კახა ბენდუქიძე უდავოდ ნიჭიერი ადამიანი იყო, თუმცა, ჩემთვის ნიჭიერებას, პიროვნების დახასიათებაში, არანაირი ფასი არ აქვს. ნიჭიერება ადამიანს დაბადებისთანავე გეძლევა. ღირებული არის ის, თუ როგორ გამოიყენებ ამ ნიჭს, რამდენად პატიოსანად იცხოვრებ, რამდენად მართალი იქნები შენს თავთან და სხვა ადამაინებთან.

მოგეხსენებათ, ადამიანი თავისი გაკეთებული საქმეებით იზომება. კახა ბენდუქიძემ ნამდვლად გააკეთა ერთი კარგი საქმე, რომელსაც მას ვერავინ დაუკარგავს - მან ქვეყანაში საუკეთესო უნივერსტეტი ჩამოაყალიბა. ეს სახუმარო საქმე არ არის და ძალიან დასაფასებელი საქმეცაა. თუმცა, პირადად ჩემთვის, ამ ადამიანის უარყოფითი მხარე გაცილებით უფრო დიდია.

ყველაზე მეტად ვბრაზდები, როდესაც კახა ბენდუქიძეს ლიბერალად მოიხსენიებენ. ლიბერალიზმი გულისხმობს ადამიანის უზენაესობას. პირვონული თავისუფლების მხარდაჭერას და კანონის წინაშე თანასწორობას. ეკონომიკაში კი ლიბერალიზმი გულისხმობს თავისუფალ ბაზარს, ბიზნესში სახელმწიფოს ჩაურევლობას, მონოპოლიების დაუშვებლობას, კონკურენციის სრულ თავისუფლებას. კახა ბენდუქიძე იყო იმ ხელისფლების ერთ-ერთი იდეოლოგი, რომელიც ყოველდღიურად ახდენდა ბიზნესის რეკეტს, ყოველდღიურად არღვევდა ათასობით ადამიანის უფლებებს. ათასობით ადამიანს ბიზნესი წაართვეს. ათასობით ადამაინი ჩასვეს ჩიხეში, უბრალოდ იმის გამო, რომ მათი ნაშოვნი ფული სხვის ჯიბეში უნდა წასულიყო. სწორედ კახა ბენდუქიძის უშუალო ჩარევით მოისპო ანტიმონოპოლიური სამსახური და მონოპოლიებმა შეჭამა ქვეყანა. სახელმწიფო რეკეტმა შეჭამა ასიათასობით მეწარმე. თვითონ ერთ ლარად ყიდულობდა აქციებს, არიგებდა ტენდერებს და მთავრობასთან ასოცირებული აგრძელებდა ბიზნესის კეთებას. სად არის აქ ლიბერალიზმი?!

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ კახა ბედნუქიძე გასაფეტიშებელი პიროვნება ნამდვილად არ იყო. მთაწმინდის პანთეონზე კომენტარსაც აღარ გავაკეთებ, მაგაზე ალბათ თვითონაც სიცილით მოკვდებოდა", - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, კახა ბენდუქიძე გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, ლონდონში 13 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს