პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე საქართველოსა და რუსეთში
რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე საქართველოსა და რუსეთში

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლე ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძე სა­ზო­გა­დებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში იშ­ვი­ა­თად ჩნდე­ბა. მის გა­მო­ჩე­ნას ყო­ველ­თვის მოჰ­ყვე­ბა გან­ხილ­ვა, აინ­ტე­რე­სებთ რო­მე­ლი დი­ზა­ი­ნე­რის სა­მო­სი აც­ვია და ა.შ. არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძის საქ­მი­ა­ნო­ბის და ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ. Ambebi.ge ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის 2013 წელს შევ­სე­ბუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით შე­ე­ცა­და პა­სუ­ხი გა­ე­ცა იმ კი­თხვებ­ზე რაც ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძის მი­მართ არის დაგ­რო­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძე 1972 წლის 17 აგ­ვის­ტოს და­ი­ბა­და სა­ჩხე­რე­ში. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­ზე იქორ­წი­ნა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­უღ­ლის ქო­ნე­ბა საკ­მა­ოდ შთამ­ბეჭ­და­ვია. ის ფლობს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით უძ­რავ ქო­ნე­ბას რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე, ქვეყ­ნის სა­ზღვრებს გა­რეთ. კერ­ძოდ, მის სა­კუთ­რე­ბა­შია 10732 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი სა­ჩხე­რე­ში, 5500 კვად­რა­ტულ მეტ­რი მიწა სა­გუ­რა­მო­ში და 12107 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მი­წის ნაკ­ვე­თი რუ­სეთ­ში. რო­გორც ივა­ნიშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი, ერთი სახ­ლი თბი­ლის­ში, კრი­ლო­ვის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე­ობს, ხოლო მე­ო­რე მოს­კოვ­ში, სავ­რა­სო­ვის ქ.11-ში, რომ­ლის 50%-ის მფლო­ბე­ლი უტა ივა­ნიშ­ვი­ლია.

ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძეს არა­ერ­თი სა­ბან­კო ან­გა­რი­ში აქვს გახ­სნი­ლი, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ. ოთხი მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რი­ში აქვს "ქარ­თუ ბან­კში", 460 დო­ლა­რი აქვს "პროგ­რეს ბან­კის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე, სს "კბ რა­სი­ას" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 203487 ევრო და 1500121 რუბ­ლი აქვს. 109830 დო­ლა­რი აქვს "რა­სის­კი კრე­დი­ტის" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე, ამა­ვე ბან­კის სა­დე­პო­ზი­ტო ან­გა­რიშ­ზე აქვს 47300 ევრო.

დეკ­ლა­რა­ცი­ის გრა­ფა­ში - თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაღ­დი ფუ­ლა­დი თან­ხა, რომ­ლის ოდე­ნო­ბა აღე­მა­ტე­ბა 4 000 ლარს, მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძე ფლობს 125000 დო­ლარს, 8000 ევ­როს და 25000 ლარს.

რაც შე­ე­ხე­ბა ხვე­დე­ლი­ძის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, დეკ­ლა­რა­ცი­ით ირ­კვე­ვა, რომ ის არის შპს აქ­ცეპ­ტის პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც "მე­ცხრე არ­ხის" მფლო­ბე­ლი იყო. ასე­ვე, საფ­რან­გეთ­ში რეგსტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის "ეს-სი-აი დუ 29 რუე დე ლა პრინ­ცესს"-ის პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც 2001 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს შე­იქ­მნა.

რო­გორც ჩანს, ეკა­ტე­რი­ნა ხვე­დე­ლი­ძე პი­რა­დად არის ჩარ­თუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, 2013 წელს მას მხო­ლოდ ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე 63700 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აქვს გა­ცე­მუ­ლი. 3172 ლარი აქვს და­ხარ­ჯუ­ლი კო­მუ­ნა­ლურ გა­და­სა­ხა­დებ­ში, 13615 ლარი სატ­რან­სპორ­ტო მომ­სა­ხუ­რე­ბა­ში, 18500 ლარი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნა­ში, სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტა­ლის შევ­სე­ბა­ში კი გა­დახ­დი­ლი აქვს 61413200 ლარი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე საქართველოსა და რუსეთში

რა ქონებას ფლობს ბიძინა ივანიშვილის მეუღლე საქართველოსა და რუსეთში

ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინა ხვედელიძე საზოგადებრივი თავშეყრის ადგილებში იშვიათად ჩნდება. მის გამოჩენას ყოველთვის მოჰყვება განხილვა, აინტერესებთ რომელი დიზაინერის სამოსი აცვია და ა.შ. არაფერია ცნობილი ეკატერინა ხვედელიძის საქმიანობის და ქონების შესახებ. Ambebi.ge ბიძინა ივანიშვილის 2013 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით შეეცადა პასუხი გაეცა იმ კითხვებზე რაც ეკატერინა ხვედელიძის მიმართ არის დაგროვილი საზოგადოებაში.

ეკატერინა ხვედელიძე 1972 წლის 17 აგვისტოს დაიბადა საჩხერეში. მოგვიანებით კი ბიძინა ივანიშვილზე იქორწინა.

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ქონება საკმაოდ შთამბეჭდავია. ის ფლობს დიდი რაოდენობით უძრავ ქონებას როგორც საქართველოში ასევე, ქვეყნის საზღვრებს გარეთ. კერძოდ, მის საკუთრებაშია 10732 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საჩხერეში, 5500 კვადრატულ მეტრი მიწა საგურამოში და 12107 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი რუსეთში. როგორც ივანიშვილის დეკლარაციიდან ირკვევა, ეკატერინა ხვედელიძის სახელზე გაფორმებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, ერთი სახლი თბილისში, კრილოვის ქუჩაზე მდებარეობს, ხოლო მეორე მოსკოვში, სავრასოვის ქ.11-ში, რომლის 50%-ის მფლობელი უტა ივანიშვილია.

ეკატერინა ხვედელიძეს არაერთი საბანკო ანგარიში აქვს გახსნილი, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ. ოთხი მიმდინარე ანგარიში აქვს "ქართუ ბანკში", 460 დოლარი აქვს "პროგრეს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე, სს "კბ რასიას" მიმდინარე ანგარიშზე კი 203487 ევრო და 1500121 რუბლი აქვს. 109830 დოლარი აქვს "რასისკი კრედიტის" მიმდინარე ანგარიშზე, ამავე ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე აქვს 47300 ევრო.

დეკლარაციის გრაფაში - თქვენი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხა, რომლის ოდენობა აღემატება 4 000 ლარს, მითითებულია, რომ ეკატერინა ხვედელიძე ფლობს 125000 დოლარს, 8000 ევროს და 25000 ლარს.

რაც შეეხება ხვედელიძის მონაწილეობას სამეწარმეო საქმიანობაში, დეკლარაციით ირკვევა, რომ ის არის შპს აქცეპტის პარტნიორი, რომელიც "მეცხრე არხის" მფლობელი იყო. ასევე, საფრანგეთში რეგსტრირებული კომპანიის "ეს-სი-აი დუ 29 რუე დე ლა პრინცესს"-ის პარტნიორი, რომელიც 2001 წლის 19 ოქტომბერს შეიქმნა.

როგორც ჩანს, ეკატერინა ხვედელიძე პირადად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში, 2013 წელს მას მხოლოდ ფიზიკურ პირებზე 63700 დოლარის ოდენობის ფულადი დახმარება აქვს გაცემული. 3172 ლარი აქვს დახარჯული კომუნალურ გადასახადებში, 13615 ლარი სატრანსპორტო მომსახურებაში, 18500 ლარი უძრავი ქონების შეძენაში, საწესდებო კაპიტალის შევსებაში კი გადახდილი აქვს 61413200 ლარი.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია