რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ყირიმთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები გათვლილი იყო, ხოლო ამ გადაწყვეტილებების წარმატებები უეჭველია, რადგან სიმართლე რუსეთის მხარეს არის. ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა სააგენტო "ტასს"-თან ინტერვიუში განაცხადა."უნდა შეგეძლოს ყველა მოსალოდნელი შედეგის აწონვა და გადაწყვეტილებების მიღებისას უნდა გაითვალისწინო ყველა მოსალოდენლი შედეგი უსიამოვნებების თავიდან ასარიდებლად. შეცდომების დაშვება არ შეიძლება, მისი ფასი საკმაოდ მაღალია", - აღნიშნა პუტინმა.
კითხვაზე, ყირიმთან დაკავშირებით იყო თუ არა რუსეთის ნაბიჯები გათვლილი, პუტინმა უპასუხა, რომ "დიახ, ეს სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო". მანვე დადებითად უპასუხა კითხვას, დასრულდება, თუ არა ეს ყველაფერი კარგად."უბრალოდ, ჩვენ ყველაზე ძლიერები ვართ, რადგან სიმართლე ჩვენ მხარეს არის. ძალა - სიმართლეშია. როდესაც რუსი ადამიანი სიმართლეს გრძნობს, ის დაუმარცხებელია. ამ სიტუაციაში მე ეჭვი არ გამაჩნია", - აღნიშნა პუტინმა. მისივე თქმით, არასოდეს იღებს ვალუნტარისტულ გადაწყვეტილებებს.