მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან - ინფექციონისტის რჩევები
როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან - ინფექციონისტის რჩევები

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ გვი­ა­ნი შე­მოდ­გო­მა­ზე და ზამ­თარ­ში გა­ცი­ე­ბის რის­კი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. გა­ცი­ე­ბას არ­თუ­ლებს სი­ცი­ვე, რაც ხში­რად მძი­მე ფორ­მის ვირუ­სად ყა­ლიბ­დე­ბა, ვირუ­სი თა­ვის­თა­ვად იწ­ვევს ხვე­ლას, მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რას, ყე­ლის ტკი­ვილს, სი­სუს­ტეს. რო­გორ ვებ­რძო­ლოთ ასეთ სიპ­ტო­მებს და და­ვიც­ვათ თავი ვირუ­სე­ბის­გან. კი­თხვებს ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, თი­ნა­თინ ქო­რი­ძე პა­სუ­ხობს.

გა­მოგ­ზავ­ნი­ლი კი­თხვე­ბი

ქეთი:

არ­სე­ბობს თუ არა ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რის­კი?

-ვირუ­სე­ბი არის ცო­ცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რო­ბენ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად. ასე, რომ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი ყო­ველ­თვის არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში. აქ სა­უ­ბა­რია იმა­ზე, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბას ვე­ლო­დე­ბით ამა თუ იმ წელს.

ზამ­თრის სე­ზო­ნის დად­გო­მას­თან ერ­თად მა­ტუ­ლობს სა­სუნ­თქი სის­ტე­მის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბი., რო­გო­რიც არის გრი­პი ადე­ნო­ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია, რი­ნო­ვირუ­სი, რო­მელ­საც ხალ­ხი ხში­რად გა­ცი­ე­ბას ეძა­ხის. ჰგო­ნი­ათ "გავ­ცივ­დი მხო­ლოდ და ვირუ­სი არა მაქვს".

გა­ცი­ე­ბა ისე­თი­ვე ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია არის, რო­გო­რიც გრი­პი და ადე­ნო­ვირუ­სი, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს ზემო სა­სუნ­თქ გზებს.

ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ი­ლია იმა­ზე, ორ­გა­ნიზ­მი მო­ცე­მულ მო­მენ­ტში რამ­დე­ნად არის მზად, რომ დახ­ვდეს და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ოს ვირუსს. ხში­რად შე­საძ­ლე­ბე­ლი არის, რომ ერთი და იგი­ვე ვირუს­მა ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი და­ა­ვა­დოს და ზო­გი­ერ­თე­ბი გა­დარ­ჩნენ ამ და­ა­ვა­დე­ბას. ეს არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ წუ­თას, იმ მო­მენ­ტში კონ­კრე­ტულ დროს ორ­გა­ნიზ­მი რამ­დე­ნად არის მზად, რომ გა­უ­მას­პინ­ძლდეს ამა თუ იმ ვირუსს.

ლიკა:

უკვე 3 თვეა მაქვს ხვე­ლა. რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად, დღე-ღა­მე­ში 8-10-ჯერ სპაზ­მის სა­ხით მე­ორ­დე­ბა. პე­რი­ო­დებს შო­რის არა­ნა­ი­რი ტკი­ვი­ლი ან გა­ცი­ე­ბის ნიშ­ნე­ბი არა მაქვს. ექი­მი ყო­ველ მის­ვლა­ზე მიც­ვლის წამ­ლებს. ხან ამო­სახ­ვე­ლე­ბელ სა­შუ­ა­ლე­ბებს მაძ­ლევს, ხან ალერ­გი­ი­სას მაგ­რამ უშე­დე­გოდ. რო­გორ მო­ვიქ­ცე?

-კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტმა მი­მარ­თოს ალერ­გო­ლოგს, იმი­ტომ, რომ რო­დე­საც სამი თვე გრძელ­დე­ბა ხვე­ლა, მშრა­ლი და არა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, აუ­ცი­ლებ­ლია მი­მარ­თოს ალერ­გო­ლოგს.

მაია:

რო­გორ მო­ვირ­ჩი­ნოთ ეს უსას­რუ­ლო ხვე­ლა. ერთი თვის წინ გავ­ცივ­დი და ახ­ლაც მახ­ვე­ლებს.

-და­სა­ზუს­ტე­ბე­ლია რა ანა­ლი­ზე­ბი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი, ეს ხვე­ლა რა ხა­სი­ათს ატა­რებს. რა მე­დი­კა­მენ­ტებს იღებს. არის თუ არა ის მწე­ვე­ლი. ყვე­ლა­ფე­რი არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. ზე­პი­რად რჩე­ვის მი­ცე­მა ძნე­ლია.

ლალი:

იმუ­ნი­ტე­ტის და და­სუს­ტე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად რას გვირ­ჩევთ?

-გრი­პი, რო­გორც ავღ­ნიშ­ნე, არის ზემო სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია . გრიპს ესა­ჭი­რო­ე­ბა სახ­ლის პი­რო­ბებ­ში მკურ­ნა­ლო­ბა და თუ ის გარ­თულ­დე­ბა და სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბას შე­უქ­მნის ორ­გა­ნიზმს, მა­შინ იქ­მნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა მისი სტა­ცი­ო­ნარ­ში მოხ­ვედ­რის. ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში გრიპს უნდა ვუმ­კურ­ნა­ლოთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. ამის­თვის სა­ჭი­როა სით­ბო, სი­თხის დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის შემ­თხვე­ვა­ში მი­ი­ღოს სი­ცხის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა. თუ პა­რა­ლე­ლუ­რად სხვა ჩი­ვი­ლე­ბი აწუ­ხებს: ხვე­ლა, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, და­ა­ვა­დე­ბა რა ნიშ­ნი­თაც გა­მოვ­ლინ­დე­ბა მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, სიპ­ტო­მუ­რად უნდა მოხ­დეს მისი მკურ­ნა­ლო­ბა, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში. გრი­პი არის ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა, იმი­ტომ, რომ ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლად გრი­პი, ძა­ლი­ან ხში­რად ააქ­ტი­უ­რებს მე­ო­რად ფლო­რას. თუ ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბობს ინ­ფექ­ცი­ურ-ბაქ­ტე­რი­უ­ლი კერა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა ან­ტი­ბი­ო­ტი­კის ჩარ­თვა მკურ­ნა­ლო­ბა­ში. თვი­თონ გრიპს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვმკურ­ნა­ლობთ.

ნანა:

რო­გორ ვუმ­კურ­ნა­ლოთ გრიპს სახ­ლის პი­რო­ბებ­ში?

-იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბა არის ბავ­შვებ­ში ზა­ფხულ­ში და ზამ­თარ­ში მა­ღალმთი­ან კუ­რორ­ტებ­ზე დას­ვე­ნე­ბა. ჩვენ უნდა მო­ვახ­დი­ნოთ ორ­გა­ნიზ­მის ვარ­ჯი­ში, ტრე­ნი­რე­ბა და­ბალ და მა­ღალ ჰა­ერ­თან შე­გუ­ე­ბი­სას, ამ დროს ხდე­ბა ძა­ლი­ან კარ­გი ვარ­ჯი­ში და გა­მოწრთო­ბა იმუ­ნი­ტე­ტის. პა­რა­ლე­ლუ­რად ეს მო­ი­ცავს იმუ­ნი­ტე­ტის გა­მოწრთო­ბას. ასე­ვე სა­ჭი­როა სრულ­ფა­სო­ვა­ნი კვე­ბა, დღის სწო­რი რე­ჟი­მის ორ­გა­ნი­ზე­ბა, დას­ვე­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბის დროს, ძილი ძი­ლის დროს. კვე­ბა დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში, სა­ღა­მოს კვე­ბა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბი და ა.შ. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი- ეს არის იმუ­ნი­ტე­ტის გა­მოწრთო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო წა­მა­ლი.

მარი:

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ბრონ­ქე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ას­თმა, რამ­დე­ნად დი­დია ეს რის­კი და შეგ­ვიძ­ლია თუ არა ამ სიპ­ტო­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა?

-ას­თმა ეს არის ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბა. ას­თმას უნდა მკურ­ნა­ლობ­დეს ალერ­გო­ლო­გი. რო­დე­საც ხელ­ში გვი­ჭი­რავს დი­აგ­ნო­ზი - ას­თმუ­რი ბრონ­ქი­ტი, ეს უკვე იმას ნიშ­ნავს, რომ ბავ­შვი იქ­ნე­ბა ის თუ მოზ­რდი­ლი ადა­მი­ა­ნი, უნდა იმ­ყო­ფე­ბო­დეს მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აქ სა­უ­ბა­რი არის ხშირ გა­ცი­ე­ბა­ზე. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს ბრონ­ხი­ო­ლი­ტის რის­კი, გან­სა­კუთ­რე­ბით მცი­რე­წლო­ვან ბავ­შვებ­ში. ეს არის რისკ ჯგუ­ფი იმი­სა, რომ ბავ­შვს და­ე­წყოს ას­თმუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი და გარ­და ამი­სა გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ას­თმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მემ­კვიდ­რე­ო­ბი­თო­ბას. აქვს თუ არა ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რს ეს და­ა­ვა­დე­ბა - რის­კი მა­ღა­ლია. გარ­და ამი­სა უნდა ავღ­ნიშ­ნოთ, ხომ არ არის ოჯახ­ში მწე­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი, იმი­ტომ, რომ თამ­ბა­ქოს კვამ­ლი ოთახ­ში როცა ტრი­ა­ლებს, ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მა­ღი­ა­ზი­ა­ნე­ბე­ლი ბრონ­ქე­ბი­სათ­ვის. ასეთ ოჯახ­ში მწე­ვე­ლე­ბი ნაკ­ლე­ბად უნდა სტუმ­რობ­დნენ, ან თავი შე­ი­კა­ვონ თამ­ბა­ქოს მო­წე­ვი­სა­გან.

ნანა:

ჩემს 14 წლის შვილს აქვს ას­თმა. გაც­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლი­ან რთულ ფორ­მებ­ში გვი­წევს ამ პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნა. გამ­წვა­ვე­ბის სე­ზო­ნი თუ ახა­სი­ა­თებს ამ და­ა­ვა­დე­ბას, ან, ალერ­გი­ულ ფონ­თან თუ არის რა­ი­მე კავ­შირ­ში?

-მათ უკვე აქვთ დი­აგ­ნო­ზი - ას­თმა. რო­დე­საც არის გა­რე­მოს ტემ­პე­რა­ტუ­რა და­ბა­ლი, ამ დროს ცივი ჰა­ე­რის შე­სუნ­თქვა მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტო­რად ით­ვლე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს გამ­წვა­ვე­ბა კი­დე­ვაც. ამი­ტომ უნდა მო­ვა­რი­დოთ კონ­ტრას­ტურ ტემ­პე­რა­ტუ­რებს. ხში­რად არის რომ ერთ ოთახს ათ­ბო­ბენ მხო­ლოდ სახ­ლში და და­ნარ­ჩენ ოთახ­ში არის საკ­მა­ოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა. ბავ­შვთა ასაკ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო პრობ­ლე­მა, ეს არის ცრუ კრუ­პი. კრუ­პის­თვი­საც მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი არის ტემ­პე­რა­ტუ­რის სხვა­ო­ბა . თბი­ლი ოთა­ხი­დან უცებ გა­რეთ გას­ვლა, აი­ვან­ზე, ეზო­ში ... ეს იწ­ვევს სპაზ­მუ­რი ხევ­ლის და­წყე­ბას.

ლიკა:

რით შე­ვამ­სუ­ბუ­ქოთ გა­ცი­ვე­ბის სიმპტო­მე­ბი?

- მე უკვე ავღ­ნიშ­ნე, რომ გა­ცი­ე­ბა, რო­გორც ასე­თი არ არ­სე­ბობს. ეს არის ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია. ვირუ­სი, რო­მე­ლიც აზი­ა­ნებს ზემო სა­სუნ­თქ გზებს და გა­მოვ­ლინ­დე­ბა ცე­მი­ნე­ბით, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნით და შემ­დეგ იწყე­ბა მშრა­ლი ხვე­ლა, ეს გა­და­დის უხვ პრო­დუქ­ტი­ულ ხვე­ლა­ში, გარ­და ამი­სა გვა­წუ­ხებს თა­ვის, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, სი­სუს­ტე, ამ ყვე­ლაფ­რის შემ­სა­უ­ბუ­ქე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია სახ­ლის პი­რო­ბებ­ში . არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის სა­ბავ­შვო ბაღ­ში გაშ­ვე­ბა , სკო­ლა­ში გაშ­ვე­ბა. სტუ­დენ­ტის ლექ­ცი­ა­ზე წას­ვლა, მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში წას­ვლა, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. ასე­თი სიპ­ტო­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი ით­ვლე­ბა ძა­ლი­ან სა­ში­შად ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით. ასე­ვე მის­თვი­საც არ არის სა­სურ­ვე­ლი. ასე­თი სიპ­ტო­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნი უნდა იყოს სახ­ლში, შეძ­ლე­ბის­და­გა­ვარდ წო­ლი­თი რე­ჟი­მი ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა. მაგ­რამ სახ­ლში იყოს და ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა ჰქონ­დეს, ეს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ შე­იძ­ლე­ბა. ასეთ­მა პა­ცი­ენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით თბი­ლი სი­თხე­ე­ბი. დიდი ვი­ტა­მი­ნი­ზი­რე­ბუ­ლი წვე­ნე­ბი (ჩაი, კომ­პო­ტი), ასე­ვე გაზ­გა­სუ­ლი მი­ნე­რა­ლუ­რი წყა­ლი. სი­თხით უნდა და­იტ­ვირ­თოს და უნდა იყოს სახ­ლში ერთ ად­გი­ლას.

ქეთი:

რა იწ­ვევს სა­სუნ­თქი გზე­ბის გა­ცი­ვე­ბას და რო­გორ და­ვიც­ვათ ბავ­შვე­ბი ვირუ­სუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის­გან?

-რო­დე­საც არის ეპი­დე­მია, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ვურ­ჩევ ყვე­ლას თავი შე­ი­კა­ვონ და ბავ­შვე­ბი არ გა­უშ­ვან ბა­ღებ­ში, სკო­ლებ­ში, თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში. ამ წუ­თას ასე­თი ეპი­დე­მი­უ­რი სი­ტუ­ა­ცია არ არის.

მე ვურ­ჩევ პე­და­გო­გებს და დი­რექ­ტო­რატს, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­აქ­ცი­ონ ყუ­რა­დღე­ბა შემ­დეგს: მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­ნი­ა­ვონ ოთა­ხე­ბი, სვე­ლი წე­სით მოხ­დეს და­ლა­გე­ბა.

მშობ­ლებს კი ვთხოვ, რომ არ გა­უშ­ვან ბაღ­ში ისე­თი ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ ჩი­ვი­ლე­ბი სა­სუნ­თქი გზე­ბის ვირუ­სუ­ლი ინ­ფე­ცი­ე­ბის, მწვა­ვე რეს­პი­რა­ტუ­რუ­ლი ვირუ­სის ინ­ფე­ცი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი, რო­მე­ლიც უკვე ჩა­მოვ­თვა­ლე: ცე­მი­ნე­ბა, ხვე­ლა, ცხვი­რი­დან გა­მო­ნა­დე­ნი, ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე აღარ არის სა­უ­ბა­რი.

სა­ლო­მე:

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვირუ­სე­ბის გამო ბავ­შვი სა­ბავ­შვო ბაღ­ში არ დაგ­ვყავს, ვფიქ­რობთ ამით შეგ­ვიძ­ლია თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ გარ­თუ­ლე­ბე­ბი. თქვენ რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტი ამ კუ­თხით რას გვირ­ჩეთ?

-თუ ასე­თი რამ მოხ­და და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ბავ­შვი გა­ვუშ­ვათ სკო­ლა­ში ან ბაღ­ში, მა­შინ ის უნდა გა­ვუშ­ვათ პირ­ბა­დით, რომ არ გახ­დეს ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო სხვე­ბის­თვის. როცა ოჯა­ხის ერთი წევ­რი არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ვირუ­სით, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა თუ ის იქ­ნე­ბა იზო­ლი­რე­ბუ­ლი. მას­თან შე­დი­ო­დეს მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­უვ­ლის, საკ­ვებს შე­უ­ტანს, რო­მელ­თა­ნაც მას მუდ­მი­ვი კონ­ტაქ­ტი ექ­ნე­ბა და ეს ადა­მი­ა­ნი უნდა იცავ­დეს ზედ­მი­წევ­ნით პი­რად ჰი­გი­ე­ნურ წე­სებს. ხე­ლე­ბი უნდა და­ი­ბა­ნონ აუ­ცი­ლებ­ლად საპ­ნი­ა­ნი წყლით. (ხე­ლის და­ბა­ნა არ ნიშ­ნავს ხე­ლე­ბის წყალ­ში შეშ­ვე­რას). უნდა ეკე­თოს პირ­ბა­დე და ხში­რად უნდა ვუც­ვა­ლოთ ავად­მყოფს თეთ­რე­უ­ლი. ეს თით­ქოს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია და ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ ხში­რად ავი­წყდე­ბათ.

ხში­რად ამ­ბო­ბენ: "ვირუს­მა ყვე­ლას დაგ­ვრია ხელი", "მთე­ლი ოჯა­ხი ჩა­წო­ლი­ლე­ბი ვართ",- ეს იმი­ტომ, რომ არ ხდე­ბა ამ სა­ნი­ტა­რუ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა.

ამას თუ და­ვი­ცავთ ჩვენ და­ცუ­ლე­ბი გვე­ყო­ლე­ბა ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი ვირუ­სის­გან.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან - ინფექციონისტის რჩევები

როგორ დავიცვათ თავი ვირუსებისგან - ინფექციონისტის რჩევები

როგორც მოგეხსენებათ გვიანი შემოდგომაზე და ზამთარში გაციების რისკი ძალიან მაღალია.  გაციებას ართულებს სიცივე, რაც ხშირად მძიმე ფორმის ვირუსად ყალიბდება, ვირუსი თავისთავად  იწვევს ხველას, მაღალ ტემპერატურას, ყელის ტკივილს, სისუსტეს. როგორ ვებრძოლოთ ასეთ სიპტომებს და დავიცვათ თავი ვირუსებისგან. კითხვებს ექიმი-ინფექციონისტი, თინათინ ქორიძე პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები

ქეთი:

არსებობს თუ არა ვირუსული ინფექციების გავრცელების რისკი?

-ვირუსები არის ცოცხალი ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ადამიანებთან ერთად. ასე, რომ ვირუსული ინფექციები ყოველთვის არის გავრცელებული და არსებობს ბუნებაში. აქ საუბარია იმაზე, კონკრეტულად რომელი ვირუსების გავრცელებას ველოდებით ამა თუ იმ წელს.

ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად მატულობს სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექციები., როგორიც არის გრიპი ადენოვირუსული ინფექცია, რინოვირუსი, რომელსაც ხალხი ხშირად გაციებას ეძახის. ჰგონიათ "გავცივდი მხოლოდ და ვირუსი არა მაქვს".

გაციება ისეთივე ვირუსული ინფექცია არის, როგორიც გრიპი და ადენოვირუსი, რომელიც აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს.

ყველაფერი დამოკიდებუილია იმაზე, ორგანიზმი მოცემულ მომენტში რამდენად არის მზად, რომ დახვდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს ვირუსს. ხშირად შესაძლებელი არის, რომ ერთი და იგივე ვირუსმა ოჯახის რამდენიმე წევრი დაავადოს და ზოგიერთები გადარჩნენ ამ დაავადებას. ეს არის დამოკიდებული იმ წუთას, იმ მომენტში კონკრეტულ დროს ორგანიზმი რამდენად არის მზად, რომ გაუმასპინძლდეს ამა თუ იმ ვირუსს.

ლიკა:

უკვე 3 თვეა მაქვს ხველა. რომელიც პერიოდულად, დღე-ღამეში 8-10-ჯერ სპაზმის სახით მეორდება. პერიოდებს შორის არანაირი ტკივილი ან გაციების ნიშნები არა მაქვს. ექიმი ყოველ მისვლაზე მიცვლის წამლებს. ხან ამოსახველებელ საშუალებებს მაძლევს, ხან ალერგიისას მაგრამ უშედეგოდ. როგორ მოვიქცე?

-კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს ალერგოლოგს, იმიტომ, რომ როდესაც სამი თვე გრძელდება ხველა, მშრალი და არა შემაწუხებელი, აუცილებლია მიმართოს ალერგოლოგს.

მაია:

როგორ მოვირჩინოთ ეს უსასრულო ხველა. ერთი თვის წინ გავცივდი და ახლაც მახველებს.

-დასაზუსტებელია რა ანალიზები აქვს გაკეთებული, ეს ხველა რა ხასიათს ატარებს. რა მედიკამენტებს იღებს. არის თუ არა ის მწეველი. ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. ზეპირად რჩევის მიცემა ძნელია.

ლალი:

იმუნიტეტის და დასუსტებული ორგანიზმის გასაძლიერებლად რას გვირჩევთ?

-გრიპი, როგორც ავღნიშნე, არის ზემო სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია . გრიპს ესაჭიროება სახლის პირობებში მკურნალობა და თუ ის გართულდება და სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას შეუქმნის ორგანიზმს, მაშინ იქმნება აუცილებლობა მისი სტაციონარში მოხვედრის. ყველა შემთხვევაში გრიპს უნდა ვუმკურნალოთ სახლის პირობებში. ამისთვის საჭიროა სითბო, სითხის დიდი რაოდენობა და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში მიიღოს სიცხის დამწევი საშუალება. თუ პარალელურად სხვა ჩივილები აწუხებს: ხველა, ცხვირიდან გამონადენი, დაავადება რა ნიშნითაც გამოვლინდება მის საწინააღმდეგოდ, სიპტომურად უნდა მოხდეს მისი მკურნალობა, სახლის პირობებში. გრიპი არის ვერაგი დაავადება, იმიტომ, რომ ვირუსული დაავადება, კონკრეტულად გრიპი, ძალიან ხშირად ააქტიურებს მეორად ფლორას. თუ ორგანიზმში არსებობს ინფექციურ-ბაქტერიული კერა, ამ შემთხვევაში ხდება ანტიბიოტიკის ჩართვა მკურნალობაში. თვითონ გრიპს სახლის პირობებში ვმკურნალობთ.

ნანა:

როგორ ვუმკურნალოთ გრიპს სახლის პირობებში?

-იმუნიტეტის გასაძლიერებლად საუკეთესო საშუალება არის ბავშვებში ზაფხულში და ზამთარში მაღალმთიან კურორტებზე დასვენება. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ორგანიზმის ვარჯიში, ტრენირება დაბალ და მაღალ ჰაერთან შეგუებისას, ამ დროს ხდება ძალიან კარგი ვარჯიში და გამოწრთობა იმუნიტეტის. პარალელურად ეს მოიცავს იმუნიტეტის გამოწრთობას. ასევე საჭიროა სრულფასოვანი კვება, დღის სწორი რეჟიმის ორგანიზება, დასვენება დასვენების დროს, ძილი ძილის დროს. კვება დღის პირველ ნახევარში, საღამოს კვება რაც შეიძლება ნაკლები და ა.შ. ცხოვრების ჯანსაღი წესი- ეს არის იმუნიტეტის გამოწრთობისთვის ყველაზე საუკეთესო წამალი.

მარი:

შესაძლებელია თუ არა ბრონქების გაღიზიანების შედეგად ჩამოყალიბდეს ასთმა, რამდენად დიდია ეს რისკი და შეგვიძლია თუ არა ამ სიპტომების თავიდან აცილება?

-ასთმა ეს არის ალერგიული დაავადება. ასთმას უნდა მკურნალობდეს ალერგოლოგი. როდესაც ხელში გვიჭირავს დიაგნოზი - ასთმური ბრონქიტი, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ბავშვი იქნება ის თუ მოზრდილი ადამიანი, უნდა იმყოფებოდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. აქედან გამომდინარე აქ საუბარი არის ხშირ გაციებაზე. ასეთ შემთხვევაში არსებობს ბრონხიოლიტის რისკი, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში. ეს არის რისკ ჯგუფი იმისა, რომ ბავშვს დაეწყოს ასთმური მოვლენები და გარდა ამისა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ასთმის ჩამოყალიბებაში მემკვიდრეობითობას. აქვს თუ არა ოჯახის რომელიმე წევრს ეს დაავადება - რისკი მაღალია. გარდა ამისა უნდა ავღნიშნოთ, ხომ არ არის ოჯახში მწეველი ადამიანი, იმიტომ, რომ თამბაქოს კვამლი ოთახში როცა ტრიალებს, ეს არის სერიოზული გამაღიაზიანებელი ბრონქებისათვის. ასეთ ოჯახში მწეველები ნაკლებად უნდა სტუმრობდნენ, ან თავი შეიკავონ თამბაქოს მოწევისაგან.

ნანა:

ჩემს 14 წლის შვილს აქვს ასთმა. გაცვების შემთხვევაში ძალიან რთულ ფორმებში გვიწევს ამ პერიოდის გადატანა. გამწვავების სეზონი თუ ახასიათებს ამ დაავადებას, ან, ალერგიულ ფონთან თუ არის რაიმე კავშირში?

-მათ უკვე აქვთ დიაგნოზი - ასთმა. როდესაც არის გარემოს ტემპერატურა დაბალი, ამ დროს ცივი ჰაერის შესუნთქვა მაპროვოცირებელ ფაქტორად ითვლება და შესაძლებელია მოხდეს გამწვავება კიდევაც. ამიტომ უნდა მოვარიდოთ კონტრასტურ ტემპერატურებს. ხშირად არის რომ ერთ ოთახს ათბობენ მხოლოდ სახლში და დანარჩენ ოთახში არის საკმაოდ განსხვავებული ტემპერატურა. ბავშვთა ასაკში გავრცელებულია არასასიამოვნო პრობლემა, ეს არის ცრუ კრუპი. კრუპისთვისაც მაპროვოცირებელი არის ტემპერატურის სხვაობა . თბილი ოთახიდან უცებ გარეთ გასვლა, აივანზე, ეზოში ... ეს იწვევს სპაზმური ხევლის დაწყებას.

ლიკა:

რით შევამსუბუქოთ გაცივების სიმპტომები?

- მე უკვე ავღნიშნე, რომ გაციება, როგორც ასეთი არ არსებობს. ეს არის ვირუსული ინფექცია. ვირუსი, რომელიც აზიანებს ზემო სასუნთქ გზებს და გამოვლინდება ცემინებით, ცხვირიდან გამონადენით და შემდეგ იწყება მშრალი ხველა, ეს გადადის უხვ პროდუქტიულ ხველაში, გარდა ამისა გვაწუხებს თავის, სახსრების ტკივილი, სისუსტე, ამ ყველაფრის შემსაუბუქება შესაძლებელია სახლის პირობებში . არაფრით არ შეიძლება ბავშვის საბავშვო ბაღში გაშვება , სკოლაში გაშვება. სტუდენტის ლექციაზე წასვლა, მოსამსახურეების სამსახურში წასვლა, ასევე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ასეთი სიპტომების მქონე ადამიანი ითვლება ძალიან საშიშად ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. ასევე მისთვისაც არ არის სასურველი. ასეთი სიპტომების შემთხვევაში ადამიანი უნდა იყოს სახლში, შეძლებისდაგავარდ წოლითი რეჟიმი ძალიან კარგი იქნება. მაგრამ სახლში იყოს და ფიზიკური დატვირთვა ჰქონდეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ასეთმა პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით თბილი სითხეები. დიდი ვიტამინიზირებული წვენები (ჩაი, კომპოტი), ასევე გაზგასული მინერალური წყალი. სითხით უნდა დაიტვირთოს და უნდა იყოს სახლში ერთ ადგილას.

ქეთი:

რა იწვევს სასუნთქი გზების გაცივებას და როგორ დავიცვათ ბავშვები ვირუსული დაავადებებისგან?

-როდესაც არის ეპიდემია, ასეთ შემთხვევაში ვურჩევ ყველას თავი შეიკავონ და ბავშვები არ გაუშვან ბაღებში, სკოლებში, თავშეყრის ადგილებში. ამ წუთას ასეთი ეპიდემიური სიტუაცია არ არის.

მე ვურჩევ პედაგოგებს და დირექტორატს, რომ მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება შემდეგს: მაქსიმალურად გაანიავონ ოთახები, სველი წესით მოხდეს დალაგება.

მშობლებს კი ვთხოვ, რომ არ გაუშვან ბაღში ისეთი ბავშვები, რომლებსაც აქვთ ჩივილები სასუნთქი გზების ვირუსული ინფეციების, მწვავე რესპირატურული ვირუსის ინფეციისთვის დამახასიათებელი ნიშნები, რომელიც უკვე ჩამოვთვალე: ცემინება, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, ტემპერატურაზე აღარ არის საუბარი.

სალომე:

გავრცელებული ვირუსების გამო ბავშვი საბავშვო ბაღში არ დაგვყავს, ვფიქრობთ ამით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ გართულებები. თქვენ როგორც სპეციალისტი ამ კუთხით რას გვირჩეთ?

-თუ ასეთი რამ მოხდა და აუცილებელია, რომ ბავშვი გავუშვათ სკოლაში ან ბაღში, მაშინ ის უნდა გავუშვათ პირბადით, რომ არ გახდეს ინფექციის წყარო სხვებისთვის. როცა ოჯახის ერთი წევრი არის დაავადებული ვირუსით, ძალიან კარგი იქნება თუ ის იქნება იზოლირებული. მასთან შედიოდეს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც მოუვლის, საკვებს შეუტანს, რომელთანაც მას მუდმივი კონტაქტი ექნება და ეს ადამიანი უნდა იცავდეს ზედმიწევნით პირად ჰიგიენურ წესებს. ხელები უნდა დაიბანონ აუცილებლად საპნიანი წყლით. (ხელის დაბანა არ ნიშნავს ხელების წყალში შეშვერას). უნდა ეკეთოს პირბადე და ხშირად უნდა ვუცვალოთ ავადმყოფს თეთრეული. ეს თითქოს ძალიან მარტივია და ყველამ იცის, მაგრამ სამწუხაროდ ხშირად ავიწყდებათ.

ხშირად ამბობენ: "ვირუსმა ყველას დაგვრია ხელი", "მთელი ოჯახი ჩაწოლილები ვართ",- ეს იმიტომ, რომ არ ხდება ამ სანიტარული ნორმების დაცვა.

ამას თუ დავიცავთ ჩვენ დაცულები გვეყოლება ჩვენი ოჯახის წევრები და ჩვენი შვილები ვირუსისგან.

ნახეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას