Faceამბები
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაშორდა თუ არა მეუღლეს ია ფარულავა -''ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა...''
დაშორდა თუ არა მეუღლეს ია ფარულავა -''ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა...''

ამ ქალ­ბა­ტო­ნის გარ­შე­მო სკან­და­ლე­ბი სულ არის. მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ნი­ხი­ლავს მის პი­რად ცხოვ­რე­ბას. ეს ნა­წი­ლობ­რივ თა­ვად მსა­ხი­ო­ბი­სა და ტე­ლე­წამ­ყვა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა. ია ფა­რუ­ლა­ვა"ფე­ის­ბუ­ქის" აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია და ხში­რად ახალ-ახა­ლი პოს­ტე­ბით გვა­ნე­ბივ­რებს, თუმ­ცა ბოლო"ფე­ის­ბუქპოს­ტი", რო­მელ­მაც ცოლ-ქმა­რი ერ­თმა­ნეთს და­უ­პი­რის­პი­რა, იას და­წე­რი­ლი არ ყო­ფი­ლა."ნი­ჭი­ე­რის" ჟი­უ­რის წევ­რი ამ­ბობს, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის პი­რა­დი გვერ­დი გა­უ­ტე­ხეს და ტა­რი­ე­ლის მი­სა­მარ­თით სა­ლან­ძღა­ვი სი­ტყვე­ბიც სხვა ადა­მი­ა­ნის ნა­მოქ­მე­და­რია.

- ია,"ნი­ჭი­ე­რით" და­ვი­წყოთ, ყვე­ლა­ზე მკაც­რი ჟი­უ­რის წევ­რი ხართ...

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა­ზე მკაც­რი ნი­კაა.

- კონ­კურ­სან­ტის შე­ფა­სე­ბებ­ში მა­ინც გა­მო­ირ­ჩე­ვით...

- არ შე­გე­კა­მა­თე­ბით, მაგ­რამ ერთი ცხა­დია, ნი­კას ყო­ველ­თვის ხელი უს­წრებს წინ. კონ­კურ­სან­ტის სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლამ­დე ერთი წუ­თიც არ არის გა­სუ­ლი, რომ იქ­სის ღი­ლაკს აჭერს ხელს. ეს ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებს. ამის გამო მე და გვა­რა­მი­ას შეხ­ლა-შე­მოხ­ლაც კი გვქო­ნია. ამ მხრივ ძა­ლი­ან კე­თი­ლია ჭოლა, რაც უნდა ცუდი ნო­მე­რი იყოს, არ აპ­რო­ტეს­ტებს. ხე­ლო­ვა­ნი კა­ცია, სხვის შრო­მას აფა­სებს და ნო­მერს ბო­ლომ­დე უყუ­რებს.

- წი­ნას­წარ თუ გაქვთ მცი­რე ინ­ფორ­მა­ცია მა­ინც კონ­კურ­სანტზე, რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე გა­მო­დის?

- წინ გვი­დევს ან­კე­ტა, სა­დაც არის მო­ნა­წი­ლის ფოტო, რაც არაფ­რის მთქმე­ლია, სა­ხე­ლი, გვა­რი, ასა­კი, პრო­ფე­სია. პრო­დი­უ­სე­რე­ბი გა­მომ­სვლე­ლებ­ზე წი­ნას­წარ სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ას არ გვაწ­ვდი­ან. მე ვფიქ­რობ, ეს ცუ­დია. წი­ნას­წარ რომ ვი­ცო­დეთ ამა თუ იმ კონ­კურ­სან­ტის შე­სა­ხებ, უკე­თე­სი შოუს მო­ფიქ­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა. ამ მხრივ ჩვე­ნი პრო­დი­უ­სე­რე­ბი მკაც­რე­ბი არი­ან. თუმ­ცა ისე ამონ­ტა­ჟე­ბენ გა­და­ცე­მას, თით­ქოს წი­ნას­წარ ვი­ცით ამა თუ იმ გა­მომ­სვლე­ლის შე­სა­ხებ. თუნ­დათ ყუ­რძნის თემა გა­იხ­სე­ნეთ. შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ ხე­ლახ­ლა რომ გან­ვთავ­სდით ჟი­უ­რის­თვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებ­ზე, ყუ­რძე­ნი ვი­ნატ­რე. ამ დროს სცე­ნა­ზე გა­მო­ვი­და ორი მო­ნა­წი­ლე, რომ­ლებ­მაც ყუ­რძე­ნი გა­მო­ი­ტა­ნეს, ერ­თმა­ნეთს ეს­როდ­ნენ მარ­ცვლებს და ისე გე­ახ­ლე­ბოდ­ნენ. მარ­თა­ლია, ეს ნო­მე­რი და­ვი­წუ­ნეთ, მაგ­რამ პირი კი ჩა­ვიტ­კბა­რუ­ნე ყუ­რძნით. ისე გა­მო­ვი­და, თით­ქოს წი­ნას­წარ ვი­ცო­დი, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი ყუ­რძენს გა­მო­ი­ტან­დნენ. არა­და, ეს მხო­ლოდ დამ­თხვე­ვა იყო. ალ­ბათ, მო­მა­ვალ წელს პრო­დი­უ­სე­რე­ბი გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ უკე­თე­სი შო­უს­თვის სა­ჭი­როა, გა­მომ­სვლე­ლებ­ზე პა­ტა­რა ინ­ფორ­მა­ცია გვქონ­დეს.

- ისე­თი კონ­კურ­სან­ტი თუ გახ­სენ­დე­ბათ, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან გა­გა­ღი­ზი­ა­ნათ?

- კი. ეს იყო"ცო­ცა­რი", ძა­ლი­ან გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი იყო, იმ­დე­ნად, რომ სახე შე­მეც­ვა­ლა. უფრო მე­ტად არ და­ვა­კონ­კრე­ტებ, გან­ვლი­ლი ეტა­პია, მაგ­რამ თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი ბიჭი იყო.

- მისი სტრიპ­ტი­ზიც არ მო­გე­წო­ნათ?

- რა მო­სა­წო­ნი იყო?! ნორ­მა­ლუ­რი შოუ გა­ა­კე­თეს პირ­სა­ხო­ცი­ან­მა ბი­ჭებ­მა. მარ­თა­ლია, მე უარი ვუ­თხა­რი, მაგ­რამ ჟი­უ­რის და­ნარ­ჩე­ნი სამი წევ­რი კმა­ყო­ფი­ლი იყო. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი რამ აღარ მახ­სოვს. მეც კი ინ­ტე­რე­სით ვუ­ყუ­რებ"ნი­ჭი­ე­რის" სე­რი­ებს, ჩემ­თვი­საც ბევ­რი რამ სი­ურპრი­ზია, აღარ მახ­სოვს, ვის რა ვუ­თხა­რი, რო­გორ შე­ვა­ფა­სე.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დაშორდა თუ არა მეუღლეს ია ფარულავა -''ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა...''

დაშორდა თუ არა მეუღლეს ია ფარულავა -''ორ მაგარ ქალთან ერთად გამოვიდა...''

ამ ქალბატონის გარშემო სკანდალები სულ არის. მთელი საქართველო განიხილავს მის პირად ცხოვრებას. ეს ნაწილობრივ თავად მსახიობისა და ტელეწამყვანის დამსახურებაცაა. ია ფარულავა''ფეისბუქის'' აქტიური მომხმარებელია და ხშირად ახალ-ახალი პოსტებით გვანებივრებს, თუმცა ბოლო''ფეისბუქპოსტი'', რომელმაც ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაუპირისპირა, იას დაწერილი არ ყოფილა.''ნიჭიერის'' ჟიურის წევრი ამბობს, რომ სოციალური ქსელის პირადი გვერდი გაუტეხეს და ტარიელის მისამართით სალანძღავი სიტყვებიც სხვა ადამიანის ნამოქმედარია.

- ია,''ნიჭიერით'' დავიწყოთ, ყველაზე მკაცრი ჟიურის წევრი ხართ...

- როგორ გეკადრებათ, ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე მკაცრი ნიკაა.

- კონკურსანტის შეფასებებში მაინც გამოირჩევით...

- არ შეგეკამათებით, მაგრამ ერთი ცხადია, ნიკას ყოველთვის ხელი უსწრებს წინ. კონკურსანტის სცენაზე გამოსვლამდე ერთი წუთიც არ არის გასული, რომ იქსის ღილაკს აჭერს ხელს. ეს ძალიან მაღიზიანებს. ამის გამო მე და გვარამიას შეხლა-შემოხლაც კი გვქონია. ამ მხრივ ძალიან კეთილია ჭოლა, რაც უნდა ცუდი ნომერი იყოს, არ აპროტესტებს. ხელოვანი კაცია, სხვის შრომას აფასებს და ნომერს ბოლომდე უყურებს.

- წინასწარ თუ გაქვთ მცირე ინფორმაცია მაინც კონკურსანტზე, რომელიც სცენაზე გამოდის?

- წინ გვიდევს ანკეტა, სადაც არის მონაწილის ფოტო, რაც არაფრის მთქმელია, სახელი, გვარი, ასაკი, პროფესია. პროდიუსერები გამომსვლელებზე წინასწარ სხვა ინფორმაციას არ გვაწვდიან. მე ვფიქრობ, ეს ცუდია. წინასწარ რომ ვიცოდეთ ამა თუ იმ კონკურსანტის შესახებ, უკეთესი შოუს მოფიქრება შეიძლება. ამ მხრივ ჩვენი პროდიუსერები მკაცრები არიან. თუმცა ისე ამონტაჟებენ გადაცემას, თითქოს წინასწარ ვიცით ამა თუ იმ გამომსვლელის შესახებ. თუნდათ ყურძნის თემა გაიხსენეთ. შესვენების შემდეგ ხელახლა რომ განვთავსდით ჟიურისთვის განკუთვნილ ადგილებზე, ყურძენი ვინატრე. ამ დროს სცენაზე გამოვიდა ორი მონაწილე, რომლებმაც ყურძენი გამოიტანეს, ერთმანეთს ესროდნენ მარცვლებს და ისე გეახლებოდნენ. მართალია, ეს ნომერი დავიწუნეთ, მაგრამ პირი კი ჩავიტკბარუნე ყურძნით. ისე გამოვიდა, თითქოს წინასწარ ვიცოდი, რომ კონკურსანტები ყურძენს გამოიტანდნენ. არადა, ეს მხოლოდ დამთხვევა იყო. ალბათ, მომავალ წელს პროდიუსერები გაითვალისწინებენ, რომ უკეთესი შოუსთვის საჭიროა, გამომსვლელებზე პატარა ინფორმაცია გვქონდეს.

- ისეთი კონკურსანტი თუ გახსენდებათ, რომელმაც ძალიან გაგაღიზიანათ?

- კი. ეს იყო''ცოცარი'', ძალიან გამაღიზიანებელი იყო, იმდენად, რომ სახე შემეცვალა. უფრო მეტად არ დავაკონკრეტებ, განვლილი ეტაპია, მაგრამ თავიდან ფეხებამდე გამაღიზიანებელი ბიჭი იყო.

- მისი სტრიპტიზიც არ მოგეწონათ?

- რა მოსაწონი იყო?! ნორმალური შოუ გააკეთეს პირსახოციანმა ბიჭებმა. მართალია, მე უარი ვუთხარი, მაგრამ ჟიურის დანარჩენი სამი წევრი კმაყოფილი იყო. სხვათა შორის, ბევრი რამ აღარ მახსოვს. მეც კი ინტერესით ვუყურებ''ნიჭიერის'' სერიებს, ჩემთვისაც ბევრი რამ სიურპრიზია, აღარ მახსოვს, ვის რა ვუთხარი, როგორ შევაფასე.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება