მსოფლიო
სამართალი

22

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 02:59-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
კონფლიქტები
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასწაულები, რომლებიც წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება
სასწაულები, რომლებიც წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება

სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ - 23 აპ­რილ­სა (6 მა­ი­სი) და 10 ნო­ემ­ბერს (23 ნო­ემ­ბე­რი) - ზე­ი­მობს დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გის ხსე­ნე­ბას. ნო­ემ­ბრის გი­ორ­გო­ბას მარ­თლმა­დი­დე­ბელ სამ­ყა­რო­ში მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია აღ­ნიშ­ნავს, რად­გან წმინ­და­ნის საგ­ვე­მელ ბორ­ბალ­ზე წა­მე­ბა სი­სას­ტი­კით ჯვარ­ცმა­საც არ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა.

წმინ­და გი­ორ­გის სას­წა­უ­ლე­ბის რი­ცხვი აუ­რა­ცხე­ლია, ყო­ვე­ლი ქვე­ყა­ნა და ყო­ვე­ლი ეკ­ლე­სია აღ­სავ­სეა მისი საკ­ვირ­ვე­ლე­ბი­თა და წყა­ლო­ბით. წმინ­და გი­ორ­გის მიერ უღმრთო­თა შე­მუს­ვრა­ზე მოგ­ვი­თხრობს შემ­დე­გი სას­წა­უ­ლი: პა­ლეს­ტი­ნა­ში, წმინ­და გი­ორ­გის დე­დუ­ლე­თის და­ბას, სა­დაც დას­ვე­ნე­ბუ­ლია წმინ­და­ნის ყოვ­ლად­წ­მი­და ნა­წი­ლე­ბი, სარ­კი­ნოზ­თა ჯარი შე­მო­ე­სია საბ­რძოლ­ვე­ლად. როცა იქ მყოფ­ნი და­ა­ტყვე­ვეს, კარ­ვე­ბი გა­შა­ლეს და იწყეს ლხი­ნი და გან­ცხრო­მა.

უგუ­ნუ­რებ­მა ტაძ­რის სა­კურ­თხე­ველ­ში, სა­დაც ძლე­ვა­შე­მო­სი­ლი და წა­მე­ბის ღვაწ­ლით შემ­კუ­ლი მო­წა­მის წმი­და ნა­წი­ლე­ბი იყო დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ხელი მიყ­ვეს ღორ­მუ­ცე­ლო­ბას, ლო­თო­ბას, ძილს, თა­მაშ­სა და ხუმ­რო­ბას. შემ­დეგ მო­ზი­დეს ის­რე­ბი და სრო­ლა და­უ­წყეს იქ დაბ­რძა­ნე­ბულ დი­დე­ბულ ხა­ტებს. ერ­თმა ტყვე­თა­გან­მა გა­უ­ბე­და მათ და უთხრა: "არ შე­იძ­ლე­ბა ასე­თი მკრე­ხე­ლო­ბა წმინ­დან­თა მი­მართ, რად­გან მო­წა­მე, ვისი სა­ხე­ლი­თაც პა­ტივ­ცე­მუ­ლია ეს ტა­ძა­რი, იყო უძ­ლე­ვე­ლი მე­ო­მა­რი და დღემ­დე ამ­ხი­ლებს თა­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ებს და ულ­მობ­ლად მუს­რავს მათ".

უს­ჯუ­ლო მხედ­რებ­მა უწე­სოდ გა­ი­ცი­ნეს და თქვეს: "გაგ­ვა­გე­ბი­ნეთ ვინ არის ასე­თი?" ხოლო იგი უჩ­ვე­ნებ­და წმინ­და გი­ორ­გის ხატს. ბრწყინ­ვა­ლედ გა­მო­სა­ხულ­სა და მე­ომ­რის ჯაჭ­ვის პე­რან­გით შე­მო­სილ დიდ­მო­წა­მეს წელ­ზე ოქ­როს ქა­მა­რი ერტყა, ხოლო ხელ­ში საბ­რძო­ლო შუბი ეჭი­რა და თავ­ზარ­დამ­ცე­მი სა­ნა­ხა­ვი იყო თა­ვი­სი დი­დე­ბუ­ლე­ბით. ერ­თმა მათ­გან­მა მო­ზი­და ისა­რი და წმი­და­ნის ხატს სტყორ­ცნა, მაგ­რამ ისა­რი უეც­რად უკუ­იქ­ცა, მტყორ­ცნელს გული გა­ნუგ­მი­რა და ბე­ჭე­ბამ­დე გა­ერ­ჭო.

უბად­რუკ­მა იმ­წამ­სვე სული და­ლია, ხოლო და­ნარ­ჩენ­მა მხედ­რებ­მა და­ი­ნა­ხეს წმინ­და გი­ორ­გის ხატი, რო­მელ­საც ხელი გა­ე­შა­ლა და ხო­ცავ­და მათ. თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი მე­ომ­რე­ბი გა­იქ­ცნენ, ხოლო ვინც გა­და­ურ­ჩა მახ­ვი­ლით მოს­ვრას, მი­უ­თხრობ­დნენ წმინ­და გი­ორ­გის უძ­ლე­ველ ძა­ლა­ზე.

***

ჯერ კი­დევ იმ დროს, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ზე ბრწყი­ნავ­და წმინ­და გი­ორ­გი და ეს იყო მის წა­მე­ბამ­დე, ქა­ლაქ ლა­სი­ა­ში მე­ფობ­და უკე­თუ­რი, უს­ჯუ­ლო და კერ­პთმსა­ხუ­რი სე­ლი­ნო­სი, რო­მე­ლიც ქრის­ტი­ა­ნე­ბის მი­მართ შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი და ულ­მო­ბე­ლი იყო. ამი­ტო­მაც, თა­ვი­სი ბო­რო­ტი საქ­მე­ე­ბის შე­სა­ფე­რად მი­ე­გო კი­დეც უფ­ლი­სა­გან. ქა­ლა­ქის მახ­ლობ­ლად იყო ტბა, რო­მელ­შიც გა­მოჩ­ნდა ბო­რო­ტი ვე­შა­პი, იგი ყო­ველ­დღე ამო­დი­ო­და წყლი­დან და მუსრს ავ­ლებ­და მო­სახ­ლე­ო­ბას. მრა­ვალ­ჯერ სცა­დეს მისი მოკ­ვლა, მაგ­რამ ვერ შეძ­ლეს, რად­გან ძა­ლი­ან მძვინ­ვა­რე იყო. ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებ­მა და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს მეფე, რომ იგი არ ეძი­ებ­და ხსნის გზას თა­ვი­სი ხალ­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად.

ამ­გვა­რი მხი­ლე­ბით დამფრ­თხალ­მა მე­ფემ ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლებს უბ­რძა­ნა, თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბი რიგ-რი­გო­ბით მი­ე­ცათ მხე­ცის­თვის შე­სა­წი­რად და რო­დე­საც ჯერი მას­ზე მიდ­გე­ბო­და, ისიც შეს­წი­რავ­და თა­ვის ერ­თა­დერთ ასულს. მარ­თლაც, მე­ფის გან­კარ­გუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, ყო­ვე­ლი კაცი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­ე­მე­ტე­ბი­ნა თა­ვი­სი შვი­ლი, ვიდ­რე მე­ფის ასუ­ლის რი­გიც არ დად­გა.

დარ­დი­სა­გან შე­წუ­ხე­ბულ­მა მა­მამ ძვირ­ფა­სი სა­მო­სით მორ­თო სა­სიკ­ვდი­ლოდ გან­წი­რუ­ლი თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი ასუ­ლი და მოთ­ქმი­თა და გო­დე­ბით უკა­ნას­კნე­ლი თხოვ­ნით მი­მარ­თა თა­ვის ქვე­შევ­რდო­მებს, რომ არც ოქრო-ვერ­ცხლს და­ი­ნა­ნებ­და, არც სა­კუ­თარ მე­ფო­ბას, ოღონდ მისი ქა­ლიშ­ვი­ლის­თვის აე­ცი­ლე­ბი­ნათ ეს მძი­მე ხვედ­რი, მაგ­რამ არა­ვინ უთა­ნაგ­რძნო, რად­გან თვით მის მიერ იყო ეს წესი დად­გე­ნი­ლი.

სე­ლი­ნოს­მა, როცა იხი­ლა მათი სი­ჯი­უ­ტე, მის­ცა მათ თა­ვი­სი ასუ­ლი. ხოლო კაც­თმოყ­ვა­რე და მრა­ვალ­მო­წყა­ლე ღმრთის გან­გე­ბუ­ლე­ბით, სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც სამ­სხვერ­პლოდ გამ­ზა­დე­ბუ­ლი ქალი ელო­და ტბი­დან ვე­შა­პის გა­მოს­ვლას, უფალ­მა ინე­ბა, რომ იქ გა­ევ­ლო კა­ბა­დუ­კი­ის­კენ მი­მა­ვალ წმინ­და გი­ორ­გის. მან ტბი­დან წყა­ლი შე­ას­ვა ცხენს და რო­დე­საც იხი­ლა თვალ­ცრემ­ლი­ა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი, ტი­რი­ლის მი­ზე­ზი ჰკი­თხა.

ქალ­მა სთხო­ვა უც­ნობ ჭა­ბუკს, სწრა­ფად გას­ცლო­და ამ სა­შიშ ად­გილს, მაგ­რამ წმინ­და გი­ორ­გიმ მტკი­ცედ გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი მა­ინც არ მი­ა­ტო­ვებ­და, თუნ­დაც მას­თან ერ­თად მომ­კვდა­რი­ყო, მა­შინ ქალ­მა მო­უ­თხრო თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რის შე­სა­ხებ. წმინ­და გი­ორ­გიმ ჰკი­თხა ქალს, თუ რო­მელ ღმერ­თს მსა­ხუ­რებ­დნენ მა­მა­მი­სი და მისი ქვე­შავ­რდო­მე­ბი.

"აპო­ლონს, ჰე­რაკ­ლეს, სკა­მან­დროს და დიდ ღმერ­თს არ­ტე­მი­დას" - უპა­სუ­ხა ქალ­მა. რო­დე­საც წმინ­დან­მა გა­არ­კვია მათი აღმსა­რებ­ლო­ბის წარ­მარ­თუ­ლი ბუ­ნე­ბა, და­ამ­შვი­და ქალი, რომ ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თის სა­ხე­ლით იხ­სნი­და მას ბო­რო­ტი მხე­ცი­სა­გან. მან მა­ცხოვ­რის მი­მართ აღავ­ლი­ნა ლოც­ვა, რათა მხე­ცის და­მარ­ცხე­ბის ძალა მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა მის­თვის და მი­ი­ღო კი­დეც პა­სუ­ხად უფ­ლი­სა­გან "შეს­მე­ნილ იქნა შენი ვედ­რე­ბაი, გი­ორ­გი, ჰყავ რა­ი­ცა გნე­ბავს, მე შენ­თა­ნა ვარ".

უეც­რად შე­იძ­რა ლერ­წმო­ვა­ნი. ში­შით შეძ­რუ­ლი ქალი მა­ინც ჭა­ბუ­კის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და და სთხოვ­და იქი­დან წას­ვლას, მაგ­რამ წმინ­და გი­ორ­გი ვე­შა­პის მო­საკ­ლა­ვად გა­ე­შუ­რა, გა­მო­სა­ხა მას­ზე ჯვა­რი და თქვა: "უფა­ლო, ღმერ­თო, გა­და­აქ­ციე ეს მხე­ცი ჩემს მორ­ჩი­ლად" და რო­გორც კი ეს წარ­მოს­თქვა, სუ­ლიწ­მი­დის შე­წევ­ნი­თა და მისი ლოც­ვით ბო­რო­ტი ვე­შა­პი წმინ­და­ნის ფე­ხებ­თან და­ე­ცა.

წმინ­და გი­ორ­გიმ ქალს უბ­რძა­ნა, შე­მო­ეხ­სნა თა­ვი­სი სარ­ტყე­ლი, ყელ­ზე მო­ე­ბა მხე­ცის­თვის და ისე წა­ეყ­ვა­ნა ქა­ლაქ­ში. ამ სა­ნა­ხა­ო­ბით დამფრ­თხა­ლი ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ნი წმინ­დან­მა და­ამ­შვი­და და უთხრა: "იწა­მეთ უფა­ლი ჩვე­ნი იესო ქრის­ტე, ყოვ­ლად ძლი­ე­რი ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი, და მე მოვ­კლავ ამ ვე­შაპს". მა­შინ შეჰ­ყვი­რეს მე­ფემ და მის­მა ქვე­შავ­რდო­მებ­მა: "გვწამს მამა, ძე და სული წმი­და".

წმინ­და გი­ორ­გიმ იშიშ­ვლა ხმა­ლი, მოკ­ლა ვე­შა­პი და ქა­ლიშ­ვი­ლი მა­მას და­უბ­რუ­ნა. ქა­ლა­ქის მცხოვ­რებ­ლე­ბი და­ემხნენ წმინ­და­ნის წი­ნა­შე და ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თი გა­ნა­დი­დეს, ხოლო მა­შინ წმინ­და გი­ორ­გიმ მო­იწ­ვია ეპის­კო­პო­სი ალექ­სან­დრე და ნა­თე­ლი სცა მე­ფეს, დი­დე­ბუ­ლებ­სა და ერის დიდ სიმ­რავ­ლეს. თხუთ­მე­ტი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ორ­მოც­და­ხუ­თი ათა­სი კაცი მო­ი­ნათ­ლა. მე­ფემ კი ჭეშ­მა­რი­ტი ღმრთის სა­დი­დებ­ლად ძვირ­ფა­სი ტა­ძა­რი აა­შე­ნა. რო­დე­საც ტა­ძა­რი დას­რულ­და, წმინ­და­ნი შე­ვი­და სა­კურ­თხე­ველ­ში და აღ­მო­ა­დი­ნა სა­კურ­ნე­ბე­ლი წყა­რო.

სწო­რედ ამ სას­წა­უ­ლის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­სა­ხა­ვენ ხა­ტებ­ზე წმინ­და გი­ორ­გის ცხენ­ზე მჯდო­მა­რეს შუ­ბით ხელ­ში, რომ­ლი­თაც სა­ზა­რელ მხეცს კლავს. დრა­კო­ნის მლახ­ვრა­ვი წმინ­და გი­ორ­გის სახე არის ქრის­ტეს ეკ­ლე­სი­ის ბო­რო­ტე­ბა­სა და ცოდ­ვა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლო, ხოლო ხატი, რო­მელ­ზეც იგი დი­ოკ­ლე­ტი­ა­ნეს კლავს, არის სიმ­ბო­ლო ეკ­ლე­სი­ის გა­მარ­ჯვე­ბი­სა მის ხი­ლულ მტრებ­ზე, მათ­ზე, ვინც ქრის­ტი­ა­ნო­ბას ცე­ცხლი­თა და მახ­ვი­ლით ებ­რძო­და და ცდი­ლობ­და ჯა­ლა­თის ხე­ლით ადა­მი­ან­თა გუ­ლე­ბი­დან ამო­ეგლი­ჯა ქრის­ტეს სა­ხე­ლი.

***

წმ. გი­ორ­გის გან­სა­კუთ­რე­ბულ თაყ­ვა­ნის­ცე­მას სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ კი­დევ IV სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში და­ე­დო სა­ფუძ­ვე­ლი. ძველ­თა­გან­ვე სა­ქარ­თვე­ლოს, წმინ­და გი­ორ­გის ქვე­ყა­ნას, გე­ორ­გი­ას უწო­დებ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის კი­რი­ო­ნის ცნო­ბით წმინ­და გი­ორ­გი კა­ბა­დო­კი­ე­ლი მეს­ხი იყო, ხოლო წმინ­და არ­სენ იყალ­თო­ე­ლის მოწ­მო­ბით, წმინ­და ნინო - სა­ქარ­თვე­ლოს გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, დიდ­მო­წა­მის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო და ქარ­თველ­მა ერმა მის­გან შე­ი­ტყო წმინ­და გი­ორ­გის მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ.

სა­ვა­რა­უ­დოა, რომ პირ­ვე­ლი ტა­ძა­რი წმინ­და­ნის სა­ხელ­ზე ბოდ­ბე­ში, წმინ­და ნი­ნოს თა­ოს­ნო­ბით აიგო (ბოდ­ბის მო­ნას­ტრის მთა­ვა­რი ტა­ძა­რი წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბი­საა). მისი სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რე­ბი აგე­ბუ­ლია არა მარ­ტო ქა­ლა­ქებ­სა და სოფ­ლებ­ში, არა­მედ კლდე­ებ­ზე, მთის მწვერ­ვა­ლებ­ზე და მი­უ­ვალ ად­გი­ლებ­ში, რო­მელ­თა კედ­ლებს ამ­შვე­ნე­ბენ მისი ცხოვ­რე­ბი­სა და სას­წა­უ­ლე­ბის გა­მომ­სახ­ვე­ლი უძ­ვე­ლე­სი ფრეს­კე­ბი.

წმინ­და გი­ორ­გის სა­ხელ­ზე აგე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ტაძ­რი­დან ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რეს­თა­გა­ნია შავ­ნა­ბა­დას წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია, რომ­ლის შე­სა­ხებ არ­სე­ბობს გად­მო­ცე­მა, რომ ერთხელ, უს­ჯუ­ლო მტრის შე­მო­სე­ვი­სას ქარ­თველ­თა მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ლაშ­ქა­რი, და­ბა­ნა­კე­ბუ­ლი იმ მთის ძირ­ში, რომ­ლის წვერ­ზეც წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სია იყო აგე­ბუ­ლი, გულ­მხურ­ვა­ლედ ევედ­რე­ბო­და წმინ­და მო­წა­მეს მო­სა­ლოდ­ნელ ბრძო­ლა­ში შე­წევ­ნას.

გამ­თე­ნი­ი­სას ყვე­ლამ იხი­ლა მხე­და­რი, რო­მე­ლიც შურ­დუ­ლი­ვით და­ეშ­ვა მთის წვე­რი­დან, ეს იმ­დე­ნად შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ნა­ხა­ვი იყო, რომ თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი მტე­რი გა­იქ­ცა.

გამ­ხნე­ვე­ბულ­მა ქარ­თველ­მა მე­ომ­რებ­მა ად­ვი­ლად და­ა­მარ­ცხეს მტრის გა­ნა­ხევ­რე­ბუ­ლი ლაშ­ქა­რი. გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სი­მა­მა­ცით გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ო­მა­რი, რო­მე­ლიც მთის წვე­რი­დან და­ეშ­ვა, მხე­დარ­თმთა­ვარ­მა შავი ნაბ­დით და­ა­სა­ჩუქ­რა. რო­დე­საც ყვე­ლა­ნი სა­მად­ლო­ბე­ლი პა­რაკ­ლი­სის გა­და­სახ­დე­ლად ტა­ძარ­ში შე­ვიდ­ნენ, შავ­ნაბ­დი­ა­ნი მხე­და­რი სულ მთლად გაბრ­წყინ­და და ყვე­ლამ შე­იც­ნო წმინ­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გი. მას შემ­დეგ ამ მთას შავ­ნა­ბა­დას მთას უწო­დე­ბენ, ხოლო მთის წვერ­ზე აშე­ნე­ბულ ეკ­ლე­სი­ას, შავ­ნა­ბა­დას წმინ­და გი­ორ­გის ეკ­ლე­სი­ას.

ასე­ვე, მო­წა­მის ხი­ლულ შე­წევ­ნა­ზე დიდ­გო­რის ბრძო­ლა­ში, მოგ­ვი­თხრობს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის მე­მა­ტი­ა­ნე: "რა­მე­თუ ხელი მაღ­ლი­საი შე­ე­წე­ო­და და ძალი ზე­გარ­და­მო ჰფარ­ვი­და მას და წმი­და დიდ­მო­წა­მე გი­ორ­გი გან­ცხა­დე­ბუ­ლად და ყო­ველ­თა სა­ხილ­ვე­ლად წინა-უძღო­და მას და მკლა­ვი­თა თვი­სი­თა მოსრვი­და ზედა-ზედა მო­წევ­ნილ­თა უშ­ჯუ­ლო­თა წარ­მარ­თთა, რო­მელ თვით იგი უშ­ჯუ­ლო­ნი და უმე­ცარ­ნი მოღ­მართ აღი­ა­რებ­დეს და მოგ­ვი­თხრობ­დეს სას­წა­ულ­სა ამას მთა­ვარ­მო­წა­მი­სა გი­ორ­გი­სა­სა". ხოლო ქარ­თვე­ლი ერი­სათ­ვის ეს დღე ბო­როტ­ზე უფ­ლის ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

წმინ­და გი­ორ­გი ით­ვლე­ბა მხე­დარ­თა, მი­წის­მოქ­მედ­თა, მწყემსთა და მოგ­ზა­ურ­თა მფარ­ვე­ლად. მას ევედ­რე­ბი­ან აგ­რეთ­ვე დე­მო­ნუ­რი ძა­ლე­ბი­სა­გან გა­მოხ­სნას. წმინ­და გი­ორ­გი ყვე­ლა­ზე უფრო პა­ტივ­ცე­მუ­ლი წმინ­და­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგი ქარ­თველ­თა მფარ­ვე­ლი და სასო, მათი ფარი და მახ­ვი­ლია. ღმრთის გან­გე­ბით ქარ­თვე­ლი ერი უშუ­ა­ლო მფარ­ვე­ლო­ბი­სათ­ვის ჩა­ბარ­და წმინ­და გი­ორ­გის, ამი­ტო­მაც წმინ­და გი­ორ­გის და­უჯ­დომ­ლის იკოსს და­ე­მა­ტა მუხ­ლი: "გი­ხა­რო­დენ უძ­ლე­ვე­ლო წი­ნამ­ბრძო­ლო ქარ­თველ­თა ერი­საო და მფარ­ვე­ლო ჩუ­ე­ნი­სა ეკ­ლე­სი­ი­საო".

ავ­ტო­რი: თი­ნა­თინ მჭედ­ლიშ­ვი­ლი; orthodoxy.ge

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგად დაიმახსოვრეთ!!!!
1

წმინ­და გი­ორ­გი კა­ბა­დო­კი­ე­ლი მეს­ხი იყო, ხოლო წმინ­და არ­სენ იყალ­თო­ე­ლის მოწ­მო­ბით, წმინ­და ნინო - სა­ქარ­თვე­ლოს გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი, დიდ­მო­წა­მის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო და ქარ­თველ­მა ერმა მის­გან შე­ი­ტყო წმინ­და გი­ორ­გის მო­წა­მე­ო­ბის შე­სა­ხებ.

წმინდა გიორგი, წმინდ...
1

წმინდა გიორგი, წმინდა ნინო, დაიცავ და გადაარჩინეთ ჩვენი ქვეყანა!გარეული თუ შინაური მტრებისგან რომლიტაც ის სავსეა!

დიახ, წმინდა გიორგი და ნინო იბერიელები იყვნენ! კაბადოკიის მიწაც იბერილებს ანუ ქართველებს ეკუთვნოდა! მიტომ გადავრჩით ერი მიტრომ მოვედით აქამდე მარა დღეს სამწუხაროდ ჩვენს მიწებზე ეთნიკურად ქარტველებზე მეტნი ჩვენი ''მოძმე''სხვა ერები სახლობენ და იცით ვინც, მიტომ მიგვდის საქმე ასე! ქარტეველბისგან დაიცალა ქვეყანა. მათ ადგილს ესენი იკავებენ უკვე საუკუნეებია და უკვე ისინი მოსახლეობის 70% შეადგენს! ეთნიკური ქართველები მარგალიტებივითაა მიმობნეული აქა იქ, აკი ხედავთ და არჩევთ ქართველს იმ ერისგან დრეს ქუჩებში რომ ხედავთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
MMA | მერაბ დვალიშვილი UFC-ის განახლებულ საერთო რეიტინგში მე-5 ადგილზე დაწინაურდა - ტოპ 5-ში უკვე ორი ქართველია
ავტორი:

სასწაულები, რომლებიც წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება

სასწაულები, რომლებიც წმინდა გიორგის სახელს უკავშირდება

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია წელიწადში ორჯერ - 23 აპრილსა (6 მაისი) და 10 ნოემბერს (23 ნოემბერი) - ზეიმობს დიდმოწამე გიორგის ხსენებას. ნოემბრის გიორგობას მართლმადიდებელ სამყაროში მხოლოდ საქართველოს ეკლესია აღნიშნავს, რადგან წმინდანის საგვემელ ბორბალზე წამება სისასტიკით ჯვარცმასაც არ ჩამოუვარდება.

წმინდა გიორგის სასწაულების რიცხვი აურაცხელია, ყოველი ქვეყანა და ყოველი ეკლესია აღსავსეა მისი საკვირველებითა და წყალობით. წმინდა გიორგის მიერ უღმრთოთა შემუსვრაზე მოგვითხრობს შემდეგი სასწაული: პალესტინაში, წმინდა გიორგის დედულეთის დაბას, სადაც დასვენებულია წმინდანის ყოვლადწმიდა ნაწილები, სარკინოზთა ჯარი შემოესია საბრძოლველად. როცა იქ მყოფნი დაატყვევეს, კარვები გაშალეს და იწყეს ლხინი და განცხრომა.

უგუნურებმა ტაძრის საკურთხეველში, სადაც ძლევაშემოსილი და წამების ღვაწლით შემკული მოწამის წმიდა ნაწილები იყო დასვენებული, ხელი მიყვეს ღორმუცელობას, ლოთობას, ძილს, თამაშსა და ხუმრობას. შემდეგ მოზიდეს ისრები და სროლა დაუწყეს იქ დაბრძანებულ დიდებულ ხატებს. ერთმა ტყვეთაგანმა გაუბედა მათ და უთხრა: "არ შეიძლება ასეთი მკრეხელობა წმინდანთა მიმართ, რადგან მოწამე, ვისი სახელითაც პატივცემულია ეს ტაძარი, იყო უძლეველი მეომარი და დღემდე ამხილებს თავის მოწინააღმდეგეებს და ულმობლად მუსრავს მათ".

უსჯულო მხედრებმა უწესოდ გაიცინეს და თქვეს: "გაგვაგებინეთ ვინ არის ასეთი?" ხოლო იგი უჩვენებდა წმინდა გიორგის ხატს. ბრწყინვალედ გამოსახულსა და მეომრის ჯაჭვის პერანგით შემოსილ დიდმოწამეს წელზე ოქროს ქამარი ერტყა, ხოლო ხელში საბრძოლო შუბი ეჭირა და თავზარდამცემი სანახავი იყო თავისი დიდებულებით. ერთმა მათგანმა მოზიდა ისარი და წმიდანის ხატს სტყორცნა, მაგრამ ისარი უეცრად უკუიქცა, მტყორცნელს გული განუგმირა და ბეჭებამდე გაერჭო.

უბადრუკმა იმწამსვე სული დალია, ხოლო დანარჩენმა მხედრებმა დაინახეს წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც ხელი გაეშალა და ხოცავდა მათ. თავზარდაცემული მეომრები გაიქცნენ, ხოლო ვინც გადაურჩა მახვილით მოსვრას, მიუთხრობდნენ წმინდა გიორგის უძლეველ ძალაზე.

***

ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ქვეყანაზე ბრწყინავდა წმინდა გიორგი და ეს იყო მის წამებამდე, ქალაქ ლასიაში მეფობდა უკეთური, უსჯულო და კერპთმსახური სელინოსი, რომელიც ქრისტიანების მიმართ შეუბრალებელი და ულმობელი იყო. ამიტომაც, თავისი ბოროტი საქმეების შესაფერად მიეგო კიდეც უფლისაგან. ქალაქის მახლობლად იყო ტბა, რომელშიც გამოჩნდა ბოროტი ვეშაპი, იგი ყოველდღე ამოდიოდა წყლიდან და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. მრავალჯერ სცადეს მისი მოკვლა, მაგრამ ვერ შეძლეს, რადგან ძალიან მძვინვარე იყო. ქალაქის მცხოვრებლებმა დაადანაშაულეს მეფე, რომ იგი არ ეძიებდა ხსნის გზას თავისი ხალხის გადასარჩენად.

ამგვარი მხილებით დამფრთხალმა მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგ-რიგობით მიეცათ მხეცისთვის შესაწირად და როდესაც ჯერი მასზე მიდგებოდა, ისიც შესწირავდა თავის ერთადერთ ასულს. მართლაც, მეფის განკარგულების თანახმად, ყოველი კაცი იძულებული გახდა გაემეტებინა თავისი შვილი, ვიდრე მეფის ასულის რიგიც არ დადგა.

დარდისაგან შეწუხებულმა მამამ ძვირფასი სამოსით მორთო სასიკვდილოდ განწირული თავისი ერთადერთი ასული და მოთქმითა და გოდებით უკანასკნელი თხოვნით მიმართა თავის ქვეშევრდომებს, რომ არც ოქრო-ვერცხლს დაინანებდა, არც საკუთარ მეფობას, ოღონდ მისი ქალიშვილისთვის აეცილებინათ ეს მძიმე ხვედრი, მაგრამ არავინ უთანაგრძნო, რადგან თვით მის მიერ იყო ეს წესი დადგენილი.

სელინოსმა, როცა იხილა მათი სიჯიუტე, მისცა მათ თავისი ასული. ხოლო კაცთმოყვარე და მრავალმოწყალე ღმრთის განგებულებით, სწორედ იმ დროს, როდესაც სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან ვეშაპის გამოსვლას, უფალმა ინება, რომ იქ გაევლო კაბადუკიისკენ მიმავალ წმინდა გიორგის. მან ტბიდან წყალი შეასვა ცხენს და როდესაც იხილა თვალცრემლიანი ქალიშვილი, ტირილის მიზეზი ჰკითხა.

ქალმა სთხოვა უცნობ ჭაბუკს, სწრაფად გასცლოდა ამ საშიშ ადგილს, მაგრამ წმინდა გიორგიმ მტკიცედ განუცხადა, რომ იგი მაინც არ მიატოვებდა, თუნდაც მასთან ერთად მომკვდარიყო, მაშინ ქალმა მოუთხრო თავისი გასაჭირის შესახებ. წმინდა გიორგიმ ჰკითხა ქალს, თუ რომელ ღმერთს მსახურებდნენ მამამისი და მისი ქვეშავრდომები.

"აპოლონს, ჰერაკლეს, სკამანდროს და დიდ ღმერთს არტემიდას" - უპასუხა ქალმა. როდესაც წმინდანმა გაარკვია მათი აღმსარებლობის წარმართული ბუნება, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან. მან მაცხოვრის მიმართ აღავლინა ლოცვა, რათა მხეცის დამარცხების ძალა მიენიჭებინა მისთვის და მიიღო კიდეც პასუხად უფლისაგან "შესმენილ იქნა შენი ვედრებაი, გიორგი, ჰყავ რაიცა გნებავს, მე შენთანა ვარ".

უეცრად შეიძრა ლერწმოვანი. შიშით შეძრული ქალი მაინც ჭაბუკის გადარჩენას ცდილობდა და სთხოვდა იქიდან წასვლას, მაგრამ წმინდა გიორგი ვეშაპის მოსაკლავად გაეშურა, გამოსახა მასზე ჯვარი და თქვა: "უფალო, ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად" და როგორც კი ეს წარმოსთქვა, სულიწმიდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა.

წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა თავისი სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და ისე წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი ქალაქის მცხოვრებნი წმინდანმა დაამშვიდა და უთხრა: "იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი, და მე მოვკლავ ამ ვეშაპს". მაშინ შეჰყვირეს მეფემ და მისმა ქვეშავრდომებმა: "გვწამს მამა, ძე და სული წმიდა".

წმინდა გიორგიმ იშიშვლა ხმალი, მოკლა ვეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ქალაქის მცხოვრებლები დაემხნენ წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდეს, ხოლო მაშინ წმინდა გიორგიმ მოიწვია ეპისკოპოსი ალექსანდრე და ნათელი სცა მეფეს, დიდებულებსა და ერის დიდ სიმრავლეს. თხუთმეტი დღის განმავლობაში ორმოცდახუთი ათასი კაცი მოინათლა. მეფემ კი ჭეშმარიტი ღმრთის სადიდებლად ძვირფასი ტაძარი ააშენა. როდესაც ტაძარი დასრულდა, წმინდანი შევიდა საკურთხეველში და აღმოადინა საკურნებელი წყარო.

სწორედ ამ სასწაულის აღსანიშნავად გამოსახავენ ხატებზე წმინდა გიორგის ცხენზე მჯდომარეს შუბით ხელში, რომლითაც საზარელ მხეცს კლავს. დრაკონის მლახვრავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა მის ხილულ მტრებზე, მათზე, ვინც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდა და ცდილობდა ჯალათის ხელით ადამიანთა გულებიდან ამოეგლიჯა ქრისტეს სახელი.

***

წმ. გიორგის განსაკუთრებულ თაყვანისცემას საქართველოში ჯერ კიდევ IV საუკუნის დასაწყისში დაედო საფუძველი. ძველთაგანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებდნენ. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის კირიონის ცნობით წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო, ხოლო წმინდა არსენ იყალთოელის მოწმობით, წმინდა ნინო - საქართველოს განმანათლებელი, დიდმოწამის ბიძაშვილი იყო და ქართველმა ერმა მისგან შეიტყო წმინდა გიორგის მოწამეობის შესახებ.

სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე ბოდბეში, წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). მისი სახელობის ტაძრები აგებულია არა მარტო ქალაქებსა და სოფლებში, არამედ კლდეებზე, მთის მწვერვალებზე და მიუვალ ადგილებში, რომელთა კედლებს ამშვენებენ მისი ცხოვრებისა და სასწაულების გამომსახველი უძველესი ფრესკები.

წმინდა გიორგის სახელზე აგებული უამრავი ტაძრიდან ერთ-ერთი უძლიერესთაგანია შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის შესახებ არსებობს გადმოცემა, რომ ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი, დაბანაკებული იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იყო აგებული, გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა მოწამეს მოსალოდნელ ბრძოლაში შეწევნას.

გამთენიისას ყველამ იხილა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, ეს იმდენად შთამბეჭდავი სანახავი იყო, რომ თავზარდაცემული მტერი გაიქცა.

გამხნევებულმა ქართველმა მეომრებმა ადვილად დაამარცხეს მტრის განახევრებული ლაშქარი. გამარჯვების შემდეგ სიმამაცით გამორჩეული მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დაასაჩუქრა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი სულ მთლად გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.

ასევე, მოწამის ხილულ შეწევნაზე დიდგორის ბრძოლაში, მოგვითხრობს დავით აღმაშენებლის მემატიანე: "რამეთუ ხელი მაღლისაი შეეწეოდა და ძალი ზეგარდამო ჰფარვიდა მას და წმიდა დიდმოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინა-უძღოდა მას და მკლავითა თვისითა მოსრვიდა ზედა-ზედა მოწევნილთა უშჯულოთა წარმართთა, რომელ თვით იგი უშჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგვითხრობდეს სასწაულსა ამას მთავარმოწამისა გიორგისასა". ხოლო ქართველი ერისათვის ეს დღე ბოროტზე უფლის ბრწყინვალე გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

წმინდა გიორგი ითვლება მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად. მას ევედრებიან აგრეთვე დემონური ძალებისაგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ყველაზე უფრო პატივცემული წმინდანია საქართველოში. იგი ქართველთა მფარველი და სასო, მათი ფარი და მახვილია. ღმრთის განგებით ქართველი ერი უშუალო მფარველობისათვის ჩაბარდა წმინდა გიორგის, ამიტომაც წმინდა გიორგის დაუჯდომლის იკოსს დაემატა მუხლი: "გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო".

ავტორი: თინათინ მჭედლიშვილი; orthodoxy.ge