საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე გოგიაშვილი თავის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - ''ჩემს ხელებში დალია სული...''
სალომე გოგიაშვილი თავის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - ''ჩემს ხელებში დალია სული...''

"ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" წევ­რის და­ვით გო­გი­აშ­ვი­ლის ხსოვ­ნის სა­ღა­მო­ზე, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. დიდი ხნის წინ გარ­დაც­ვლი­ლი მომ­ღერ­ლის სი­დედ­რი თრომ­ბის შე­დე­გად კონ­ცერ­ტის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პარ­ტერ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის­თვის საკ­მა­ოდ მძი­მეა გა­სახ­სე­ნებ­ლად, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა, ტრა­გე­დი­ი­დან ერთი თვის თავ­ზე, ამ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ვი­სი ემო­ცი­ე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რა და ისიც გაგ­ვიმ­ხი­ლა, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­მის, "თავ­გა­სას" ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ღა­მო…

- სა­ლო­მე, რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მა­მის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ღა­მო?

- სა­ღა­მო უნდა წაგ­ვეყ­ვა­ნა მე, კახა მი­ქი­აშ­ვილ­სა და ჯაბა კი­ლა­ძეს, ჩემს მე­გობ­რებს. იდეა ჩემი იყო, დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვცდი­ლობ­დი მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მაგ­რამ დიდ ფი­ნან­სებს უკავ­შირ­დე­ბო­და და მარ­ტო გა­კე­თე­ბას თავი ვე­რაფ­რით მო­ვა­ბი. ბო­ლოს დათო ოქი­ტაშ­ვი­ლი და­მეხ­მა­რა და ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია. ყო­ველ­თვის მინ­დო­და, მა­მა­ჩე­მის ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი სა­ღა­მო ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, მქონ­და უამ­რა­ვი იდეა, თუმ­ცა ალ­ბათ, ბილ გე­იტ­სი უნდა იყო, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ფი­ნან­სე­ბი გქონ­დეს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სრუ­ლი ჩა­ნა­ფიქ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შევ­ძე­ლო, მაგ­რამ თბი­ლი სა­ღა­მო უნდა შემ­დგა­რი­ყო, ერ­თმა­ნეთს უნდა შეხ­ვედ­როდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იც­ნობ­დნენ მა­მას, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე დამ­თან­ხმდნენ ჩემი მე­გო­ბა­რი მომ­ღერ­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც ქარ­თულ სიმ­ღე­რებს ას­რუ­ლე­ბენ. ღო­ნის­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან კარ­გად და­ი­წყო, მაგ­რამ შუ­ამ­დეც არ ვი­ყა­ვით მი­სუ­ლე­ბი, რომ ამ სა­ო­ცა­რი მი­ზე­ზით, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, კონ­ცერ­ტი შე­წყდა. და­ვა­მონ­ტა­ჟე ფილ­მი მა­მა­ჩე­მის შე­სა­ხებ, სა­დაც თავი მო­ვუ­ყა­რე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნობ კად­რებს, კო­ლო­რი­ტებს, რომ­ლე­ბიც მა­მას იც­ნობ­დნენ და მას­ზე სა­უბ­რობ­დნენ. ამ ფილ­მის­თვის გა­და­ღე­ბებ­ზეც თა­ვად დავ­დი­ო­დი. ფილ­მს საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი ფი­ნა­ლი ჰქონ­და, რის­თვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მო­ვემ­ზა­დეთ. სა­უ­ბა­რი მაქვს "ვკე­ცე, ვკე­ცეს" შეს­რუ­ლე­ბა­ზე, არ­სე­ბობს კად­რე­ბი, სა­დაც მა­ცა­ცო სე­ბის­კვე­რა­ძე უზის ინ­სტრუ­მენტს და სიმ­ღე­რას ას­რუ­ლებს ოთხი მომ­ღე­რა­ლი, მათ შო­რის მა­მა­ჩე­მიც და მათ­გან არც ერთი აღარ არის ცო­ცხა­ლი. ამ დროს სცე­ნა­ზე უნდა გა­მო­სუ­ლი­ყო რამ­დე­ნი­მე ან­სამ­ბლი და "ვკე­ცე, ვკე­ცე" ამ ოთხ ადა­მი­ან­თან "ერ­თად"

უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა, ერთ-ერთ მი­სამ­ღერს უნდა აჰ­ყო­ლოდ­ნენ ცო­ცხლად…

- სა­ლო­მე, რა გახ­და ბე­ბი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი?

- თრომ­ბი… მე ბე­ბი­ას გაზ­რდი­ლი ვი­ყა­ვი. ჩემ დროს ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იყო ბე­ბი­ებ­სა და ბა­ბუ­ებს და შვი­ლიშ­ვი­ლებს შო­რის. ბე­ბი­ა­ჩემს ბოლო წუ­თამ­დე ძა­ლი­ან მი­ჯაჭ­ვუ­ლი ვი­ყა­ვი, მას­ზე ვგიჟ­დე­ბო­დი. ის 76 წლის გახ­ლდათ. ბოლო პე­რი­ოდ­ში ცუ­დად იყო. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ და მე­გობ­რებ­მა და­ვაწ­ვი­ნეთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, დე­და­ჩე­მი თბი­ლის­ში არ იყო. ღამე გა­ვა­თე­ნეთ და მა­შინ პირ­ვე­ლად გა­ვი­ფიქ­რე, ახლა რომ გარ­და­იც­ვა­ლოს, ვერ გა­და­ვი­ტან-მეთ­ქი. სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და კი­დევ ისიც იყო, რომ ამა­ზე მა­ნამ­დე სა­ერ­თოდ არ მი­ფიქ­რია. კარგ კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და და ამ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მოვ­ძვე­რით. ჰქონ­და გუ­ლის და სხვა პრობ­ლე­მე­ბიც, ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სახ­ლში გა­ი­ა­რა და სულ ამ­ბობ­და, კარ­გი შვი­ლიშ­ვი­ლი მყავ­სო. შინ სპე­ცი­ა­ლუ­რად მის­თვის სამ­ნა­ირ კერძს ვამ­ზა­დებ­დით. გა­მო­კეთ­და, კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და არა­ფე­რი აწუ­ხებ­და. კონ­ცერტს რომ ვამ­ზა­დებ­დით, გვთხო­ვა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა წა­მო­ვი­დეო. დე­და­ჩე­მი სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მთხო­ვა და დავ­პირ­დი, რომ კონ­ცერ­ტზე წა­ვიყ­ვან­დით. სა­ნამ კონ­ცერ­ტი და­ი­წყე­ბო­და, კუ­ლი­სე­ბი­დან გა­ვი­ხე­დე, ჯერ არა­ვინ იყო მო­სუ­ლი, მხო­ლოდ ბე­ბია და მისი მე­გო­ბა­რი ის­ხდნენ. ხელი და­ვუქ­ნიე, მა­ნაც და­მიქ­ნია, ფარ­და გა­დავ­წიე და მას შემ­დეგ ცო­ცხა­ლი აღარ მი­ნა­ხავს…

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სალომე გოგიაშვილი თავის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - ''ჩემს ხელებში დალია სული...''

სალომე გოგიაშვილი თავის ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შესახებ - ''ჩემს ხელებში დალია სული...''

''ქართული ხმების'' წევრის დავით გოგიაშვილის ხსოვნის საღამოზე, მოგეხსენებათ, დიდი ტრაგედია დატრიალდა. დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მომღერლის სიდედრი თრომბის შედეგად კონცერტის მიმდინარეობისას პარტერში გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საკმაოდ მძიმეა გასახსენებლად, სალომე გოგიაშვილმა, ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით თავისი ემოციები გაგვიზიარა და ისიც გაგვიმხილა, როგორი უნდა ყოფილიყო მამის, ''თავგასას'' ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო…

- სალომე, როგორი უნდა ყოფილიყო მამის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო?

- საღამო უნდა წაგვეყვანა მე, კახა მიქიაშვილსა და ჯაბა კილაძეს, ჩემს მეგობრებს. იდეა ჩემი იყო, დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი მის განხორციელებას, მაგრამ დიდ ფინანსებს უკავშირდებოდა და მარტო გაკეთებას თავი ვერაფრით მოვაბი. ბოლოს დათო ოქიტაშვილი დამეხმარა და ორგანიზება გაუწია. ყოველთვის მინდოდა, მამაჩემის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო ძალიან განსხვავებული ყოფილიყო, მქონდა უამრავი იდეა, თუმცა ალბათ, ბილ გეიტსი უნდა იყო, რომ ამ ყველაფრისთვის ფინანსები გქონდეს. რასაკვირველია, სრული ჩანაფიქრის განხორციელება ვერ შევძელო, მაგრამ თბილი საღამო უნდა შემდგარიყო, ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ადამიანები, რომლებიც იცნობდნენ მამას, მონაწილეობაზე დამთანხმდნენ ჩემი მეგობარი მომღერლებიც, რომლებიც ქართულ სიმღერებს ასრულებენ. ღონისძიება ძალიან კარგად დაიწყო, მაგრამ შუამდეც არ ვიყავით მისულები, რომ ამ საოცარი მიზეზით, რაც საზოგადოებისთვის ცნობილია, კონცერტი შეწყდა. დავამონტაჟე ფილმი მამაჩემის შესახებ, სადაც თავი მოვუყარე ფართო საზოგადოებისთვის უცნობ კადრებს, კოლორიტებს, რომლებიც მამას იცნობდნენ და მასზე საუბრობდნენ. ამ ფილმისთვის გადაღებებზეც თავად დავდიოდი. ფილმს საკმაოდ ემოციური ფინალი ჰქონდა, რისთვისაც განსაკუთრებულად მოვემზადეთ. საუბარი მაქვს ''ვკეცე, ვკეცეს'' შესრულებაზე, არსებობს კადრები, სადაც მაცაცო სებისკვერაძე უზის ინსტრუმენტს და სიმღერას ასრულებს ოთხი მომღერალი, მათ შორის მამაჩემიც და მათგან არც ერთი აღარ არის ცოცხალი. ამ დროს სცენაზე უნდა გამოსულიყო რამდენიმე ანსამბლი და ''ვკეცე, ვკეცე'' ამ ოთხ ადამიანთან ''ერთად''

უნდა შეესრულებინა, ერთ-ერთ მისამღერს უნდა აჰყოლოდნენ ცოცხლად…

- სალომე, რა გახდა ბებიას გარდაცვალების მიზეზი?

- თრომბი… მე ბებიას გაზრდილი ვიყავი. ჩემ დროს ძალიან თბილი ურთიერთობა და დამოკიდებულება იყო ბებიებსა და ბაბუებს და შვილიშვილებს შორის. ბებიაჩემს ბოლო წუთამდე ძალიან მიჯაჭვული ვიყავი, მასზე ვგიჟდებოდი. ის 76 წლის გახლდათ. ბოლო პერიოდში ცუდად იყო. მე და ჩემმა მეუღლემ და მეგობრებმა დავაწვინეთ საავადმყოფოში, დედაჩემი თბილისში არ იყო. ღამე გავათენეთ და მაშინ პირველად გავიფიქრე, ახლა რომ გარდაიცვალოს, ვერ გადავიტან-მეთქი. სიყვარულის გარდა კიდევ ისიც იყო, რომ ამაზე მანამდე საერთოდ არ მიფიქრია. კარგ კლინიკაში მკურნალობდა და ამ სიტუაციიდან გამოვძვერით. ჰქონდა გულის და სხვა პრობლემებიც, ასაკიდან გამომდინარე. რეაბილიტაცია სახლში გაიარა და სულ ამბობდა, კარგი შვილიშვილი მყავსო. შინ სპეციალურად მისთვის სამნაირ კერძს ვამზადებდით. გამოკეთდა, კარგად გამოიყურებოდა და არაფერი აწუხებდა. კონცერტს რომ ვამზადებდით, გვთხოვა, აუცილებლად უნდა წამოვიდეო. დედაჩემი სასტიკი წინააღმდეგი იყო. მე განსაკუთრებულად მთხოვა და დავპირდი, რომ კონცერტზე წავიყვანდით. სანამ კონცერტი დაიწყებოდა, კულისებიდან გავიხედე, ჯერ არავინ იყო მოსული, მხოლოდ ბებია და მისი მეგობარი ისხდნენ. ხელი დავუქნიე, მანაც დამიქნია, ფარდა გადავწიე და მას შემდეგ ცოცხალი აღარ მინახავს…

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება