პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უსასრულო კოსმოსი და ჩვენი ადგილი სამყაროში - "სამარცხვინოა, დადიოდე დედამიწაზე და არაფერი იცოდე მასზე"
უსასრულო კოსმოსი და ჩვენი ადგილი სამყაროში - "სამარცხვინოა, დადიოდე დედამიწაზე და არაფერი იცოდე მასზე"

გერ­მა­ნე­ლი კლა­სი­კო­სის ერიხ მა­რია რე­მარ­კის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნის "სამი მე­გო­ბა­რის" გმი­რი ასეთ ფრა­ზას ამ­ბობს: "სა­მარ­ცხვი­ნოა, და­დი­ო­დე დე­და­მი­წა­ზე და თით­ქმის არა­ფე­რი იცო­დე მას­ზე". ქვე­მოთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ფაქ­ტე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ, არა მხო­ლოდ მეტი გა­ი­გოთ ჩვენს პლა­ნე­ტა­ზე, არა­მედ გა­და­ა­ფა­სოთ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჩვენ უსას­რუ­ლო სამ­ყა­როს მხო­ლოდ პა­ტა­რა ნა­წი­ლე­ბი ვართ, თუმ­ცა, ამით თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ მცირ­დე­ბა. პი­რი­ქით, ის ფაქ­ტი, რომ ადა­მი­ა­ნი რა­ღაც უსას­რუ­ლოს და ძა­ლი­ან დი­დის ნა­წი­ლია, ჩვენს არ­სე­ბო­ბას კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სოს ხდის.

ეს არის დე­და­მი­წა, ად­გი­ლი, სა­დაც შენ ცხოვ­რობ. იგი და­ახ­ლო­ე­ბით 4,5 მი­ლი­არ­დი წლის წინ წარ­მო­იქ­მნა და მა­ლე­ვე შე­ი­ძი­ნა თა­ვი­სი ერ­თა­დერ­თი ბუ­ნებ­რი­ვი თა­ნამ­გზავ­რი მთვა­რე.

ეს მზის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი შენი "სა­მე­ზობ­ლოა", რო­მე­ლიც მზი­სა და მის გარ­შე­მო მოძ­რა­ვი გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლად ჩა­ჭე­რი­ლი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი­სა­გან შედ­გე­ბა. მზის სის­ტე­მა­ში პლა­ნე­ტა­თა უმე­ტე­სო­ბა მე­ო­რად სის­ტე­მებს ფლობს, რო­მე­ლიც მათ გარ­შე­მო მოძ­რა­ვი პლა­ნე­ტა­რუ­ლი ობი­ექ­ტე­ბია - ბუ­ნებ­რი­ვი თა­ნამ­გზავ­რე­ბი, მთვა­რე­ე­ბი ან გა­ზუ­რი გი­გან­ტე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - პლა­ნე­ტა­რუ­ლი რგო­ლე­ბი.

მან­ძი­ლი დე­და­მი­წი­დან მთვა­რემ­დე

მთვა­რე­დან დე­და­მი­წამ­დე არ­სე­ბუ­ლი მან­ძი­ლი და­ახ­ლო­ე­ბით, 384 400 კი­ლო­მეტ­რია. ამ მო­ნაკ­ვეთ­ში შე­იძ­ლე­ბა გან­ლაგ­დეს ჩვე­ნი მზის სის­ტე­მის ყვე­ლა პლა­ნე­ტა.

ცა, რო­მელ­საც შენ ღა­მით ხე­დავ, ამ ყვი­თელ წრე­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი

სა­ტურ­ნი­სა და დე­და­მი­წის ზომა. სა­ტურ­ნის პირ­ვე­ლი ფო­ტო­სუ­რა­თი "პი­ო­ნერ 11"-მა 1979 წლის სექ­ტემ­ბერ­ში გა­და­ი­ღო 20 000 კმ -ის მან­ძი­ლი­დან.

აი, რო­გო­რი იქ­ნე­ბო­და სა­ტურ­ნის ბეჭ­დე­ბი, დე­და­მი­წას რომ ჰქონ­დეს. 

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩუ­რი­ო­უ­მოვ-გე­რა­სი­მენ­კოს კო­მე­ტა ლოს-ან­ჯე­ლეს­თან შე­და­რე­ბით

თუმ­ცა, ეს არა­ფე­რია მზის ზო­მებ­თან შე­და­რე­ბით

ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა დე­და­მი­წა ნეპ­ტუ­ნი­დან, რო­მე­ლიც სი­შო­რით მერ­ვე პლა­ნე­ტაა მზი­დან და ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი გა­ზის გი­გან­ტი ჩვენს მზის სის­ტე­მა­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ზის გი­გან­ტთა შო­რის ყვე­ლა­ზე მცი­რეა, ნეპ­ტუ­ნი ურან­ზე უფრო მა­სი­უ­რია. მისი მასა დე­და­მი­წის 17 მა­სის ტო­ლია.

ეს ერთ-ერთი გა­ლაქ­ტი­კის უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­სუ­რა­თია, რო­მე­ლიც ჩვენ­გან 10 მი­ლი­არ­დი სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი.

ეს ჩვე­ნი გა­ლაქ­ტი­კაა, სა­ხელ­წო­დე­ბით"ირ­მის ნახ­ტო­მი", ნიშ­ნულ­ში შენ ცხოვ­რობ. ირ­მის ნახ­ტო­მის დი­ა­მეტ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სი პარ­სე­კია (100 000 სი­ნათ­ლის წელი). მისი სის­ქე კი და­ახ­ლო­ე­ბით 1000 სი­ნათ­ლის წე­ლი­წა­დია. გა­ლაქ­ტი­კა შე­ი­ცავს სულ მცი­რე 200 მი­ლი­არდ ვარ­სკვლავს.

ეს სუ­რა­თი ტე­ლეს­კოპ ჰაბ­ლის მი­ე­რაა გა­და­ღე­ბუ­ლი. მას­ზე შენ შე­გიძ­ლია და­ი­ნა­ხო უამ­რა­ვი გა­ლაქ­ტი­კა, რო­მე­ლე­ბიც პლა­ნე­ტე­ბი­სა და ვარ­სკვლა­ვე­ბის­გან შედ­გე­ბა.

დად­გა დრო, სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას კოს­მო­სის სი­მაღ­ლი­დან შე­ხე­დო.

უსასრულო კოსმოსი და ჩვენი ადგილი სამყაროში - "სამარცხვინოა, დადიოდე დედამიწაზე და არაფერი იცოდე მასზე"

უსასრულო კოსმოსი და ჩვენი ადგილი სამყაროში - "სამარცხვინოა, დადიოდე დედამიწაზე და არაფერი იცოდე მასზე"

გერმანელი კლასიკოსის ერიხ მარია რემარკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანის "სამი მეგობარის" გმირი ასეთ ფრაზას ამბობს: "სამარცხვინოა, დადიოდე დედამიწაზე და თითქმის არაფერი იცოდე მასზე". ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტები დაგეხმარებათ, არა მხოლოდ მეტი გაიგოთ ჩვენს პლანეტაზე, არამედ გადააფასოთ საკუთარი ცხოვრებისეული ღირებულებები. ჩვენ უსასრულო სამყაროს მხოლოდ პატარა ნაწილები ვართ, თუმცა, ამით თითოეული ჩვენგანის მნიშვნელობა არ მცირდება. პირიქით, ის ფაქტი, რომ ადამიანი რაღაც უსასრულოს და ძალიან დიდის ნაწილია, ჩვენს არსებობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.

ეს არის დედამიწა, ადგილი, სადაც შენ ცხოვრობ. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე.

ეს მზის სისტემაში არსებული შენი "სამეზობლოა", რომელიც მზისა და მის გარშემო მოძრავი გრავიტაციულად ჩაჭერილი ასტრონომიული ობიექტებისაგან შედგება. მზის სისტემაში პლანეტათა უმეტესობა მეორად სისტემებს ფლობს, რომელიც მათ გარშემო მოძრავი პლანეტარული ობიექტებია - ბუნებრივი თანამგზავრები, მთვარეები ან გაზური გიგანტების შემთხვევაში - პლანეტარული რგოლები.

მანძილი დედამიწიდან მთვარემდე

მთვარედან დედამიწამდე არსებული მანძილი დაახლოებით, 384 400 კილომეტრია. ამ მონაკვეთში შეიძლება განლაგდეს ჩვენი მზის სისტემის ყველა პლანეტა.

ცა, რომელსაც შენ ღამით ხედავ, ამ ყვითელ წრეშია მოთავსებული

სატურნისა და დედამიწის ზომა. სატურნის პირველი ფოტოსურათი "პიონერ 11"-მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ -ის მანძილიდან.

აი, როგორი იქნებოდა სატურნის ბეჭდები, დედამიწას რომ ჰქონდეს. 

როგორ გამოიყურება ჩურიოუმოვ-გერასიმენკოს კომეტა ლოს-ანჯელესთან შედარებით

თუმცა, ეს არაფერია მზის ზომებთან შედარებით

ასე გამოიყურება დედამიწა ნეპტუნიდან, რომელიც სიშორით მერვე პლანეტაა მზიდან და ყველაზე შორეული გაზის გიგანტი ჩვენს მზის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია.

ეს ერთ-ერთი გალაქტიკის უნიკალური ფოტოსურათია, რომელიც ჩვენგან 10 მილიარდი სინათლის წელიწადითაა დაშორებული.

ეს ჩვენი გალაქტიკაა, სახელწოდებით"ირმის ნახტომი", ნიშნულში შენ ცხოვრობ. ირმის ნახტომის დიამეტრი დაახლოებით 30 ათასი პარსეკია (100 000 სინათლის წელი). მისი სისქე კი დაახლოებით 1000 სინათლის წელიწადია. გალაქტიკა შეიცავს სულ მცირე 200 მილიარდ ვარსკვლავს.

ეს სურათი ტელესკოპ ჰაბლის მიერაა გადაღებული. მასზე შენ შეგიძლია დაინახო უამრავი გალაქტიკა, რომელებიც პლანეტებისა და ვარსკვლავებისგან შედგება.

დადგა დრო, საკუთარ ცხოვრებას კოსმოსის სიმაღლიდან შეხედო.

2020 წლის გაზაფხულის კოლექცია - ბალიშების კაბები და ტრენდი, რომელიც კარანტინმა დაამკვიდრა

რას მოგიტანთ "დაუმორჩილებელი" ახალმთვარეობა - როგორ შეიცვლება ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება 23 აპრილის შემდეგ

რა გესმით: იანი, თუ ლორალი? - ამ აუდიოჩანაწერმა მსოფლიო ორად გაყო