ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატო-ს მზარდ ყოფნას რუსეთის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მისივე თქმით, ამის შესახებ ნატო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა. მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ბალტიის რეგიონს, რომელიც მშვიდი რეგიონი იყო, რუსეთთან ერთგვარი სამხედრო წინააღმდეგობის რეგიონად აქცევს.
ალექსანდრე გრუშკოს განცხადებით, მიმდინარეობს პროპაგანდისტული პროგრამა ნატო-ს თვითმფრინავების მიერ რუსეთის ავიაციის თვითმფრინავებისთვის გზის გადაჭრასთან დაკავშირებით."დასავლეთში მოყვანილი სტატისტიკა რუსული თვითმფრინავებისთვის გზის გადაჭრის შესახებ იმიტომ იზრდება, რომ ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს თვითმფრინავთა რაოდენობა გაიზარდა", - განაცხადა ნატო-ში რუსეთის მუდმივა წარმომადგენელმა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტამდე, ლატვიის საზღვრებთან ახლოს ნატო-ს F-16 ტიპის გამანადგურებლებმა გუშინ რუსულ Ил-20 გზა გადაუჭრეს.