მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არასათანადო პირობების შემთხვევაში პატრონს შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ
არასათანადო პირობების შემთხვევაში პატრონს შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ

ცხო­ველ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სტრა­ტე­გია, რო­მე­ლიც არა­სამ­თავ­რო­ბო­ებ­მა პარ­ლა­მენ­ტში უკვე წა­რად­გი­ნეს, არა­სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შექ­მნის შემ­თხვე­ვა­ში, პატ­რო­ნის­თვის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის ჩა­მორ­თმე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა­ზე კი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას სა­ხელ­მწი­ფოს აკის­რებს.

სტრა­ტე­გი­ის მი­ხედ­ვით, და­რე­გუ­ლირ­დე­ბა იმ პირ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც, ვინც ცხო­ვე­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბის ბიზ­ნე­სით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. მათ სპე­ცი­ა­ლუ­რი ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბა დას­ჭირ­დე­ბათ. ცხო­ვე­ლე­ბის გა­ყიდ­ვა დაშ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ ამი­სათ­ვის გან­კუთ­ვნილ ად­გი­ლებ­ში და შე­სა­ბა­მი­სი ნორ­მე­ბის დაც­ვით.

შემგრო­ვებ­ლო­ბის სა­ხე­ლით ცნო­ბილ ფსი­ქი­კუ­რი დარ­ღღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, პატ­რონს ცხო­ველს ჩა­მო­არ­თმე­ვენ, რე­ცი­დი­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი - ცხო­ვე­ლე­ბის ყოლა აიკ­რძა­ლე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ცხო­ველ­თა ორ­თაბ­რძო­ლე­ბი აიკ­რძა­ლე­ბა და ცხო­ველ­თა სას­ტი­კი მო­პყრო­ბის­თვის და­მამ­ძი­მე­ბე­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბით და­წეს­დე­ბა მკაც­რი სას­ჯე­ლი. ცხო­ვე­ლე­ბის ჩხუბ­ზე წა­ქე­ზე­ბა კი და­ჯა­რი­მე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა.

პრო­ექ­ტი მკაცრ კონ­ტროლს ით­ვა­ლის­წი­ნებს ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში ვი­დე­ო­ბის გან­თავ­სე­ბა­ზე. ასე­ვე, სას­ტიკ პრო­პა­გან­დად ჩა­ით­ვლე­ბა მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ჩხუ­ბის ჩა­ტა­რე­ბის შე­სა­ხებ; სას­ტიკ მო­პყრო­ბად მი­იჩ­ნე­ვა ცხო­ვე­ლის წვრთნა და მის­თვის ტკი­ვი­ლის მი­ყე­ნე­ბა.

კა­ნონპ­რო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ცხო­ვე­ლე­ბის მი­მართ სას­ტი­კი მო­პყრო­ბა იკ­რძა­ლე­ბა, თუმ­ცა არ არ­სე­ბობს ზუს­ტი გან­მარ­ტე­ბა, რა იგუ­ლის­ხმე­ბა ამ ტერ­მინ­ში. მა­თი­ვე თქმით, ცხო­ვე­ლი მგრძნო­ბი­ა­რე არ­სე­ბად არის მიჩ­ნე­უ­ლი და ტერ­მი­ნი "მე­პატ­რო­ნე" "მე­ურ­ვით" უნდა შე­იც­ვა­ლოს.

პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­და­სა­ხა­დე­ბის და­წე­სე­ბას ცხო­ვე­ლის მფლო­ბელ­თათ­ვის. იქვე გან­მარ­ტე­ბუ­ლია, რომ წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი არ უნდა იყოს მა­ღა­ლი, თან­ხე­ბი კი მოხ­მარ­დე­ბა პო­პუ­ლა­ცი­ის მარ­თვის პროგ­რა­მის და­ფი­ნან­სე­ბას. მი­კედ­ლე­ბუ­ლი, თავ­შე­საფ­რი­დან ან ქუ­ჩი­დან აყ­ვა­ნი­ლი ცხო­ვე­ლის მფლო­ბე­ლი სა­სურ­ვე­ლია გა­თა­ვი­სუფ­ლდეს გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან, რათა ხელი შე­ე­წყოს ქუ­ჩის, ან თავ­შე­სა­ფარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ცხო­ვე­ლე­ბის­თვის პატ­რო­ნის მო­ძი­ე­ბას.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არასათანადო პირობების შემთხვევაში პატრონს შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ

არასათანადო პირობების შემთხვევაში პატრონს შინაურ ცხოველს ჩამოართმევენ

ცხოველთა კეთილდღეობის ეროვნული სტრატეგია, რომელიც არასამთავრობოებმა პარლამენტში უკვე წარადგინეს, არასათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, პატრონისთვის შინაური ცხოველის ჩამორთმევას ითვალისწინებს. მაწანწალა ცხოველების მოვლაზე კი პასუხისმგებლობას სახელმწიფოს აკისრებს.

სტრატეგიის მიხედვით, დარეგულირდება იმ პირთა საქმიანობაც, ვინც ცხოველების გამრავლების ბიზნესით არის დაკავებული. მათ სპეციალური ლიცენზიის მოპოვება დასჭირდებათ. ცხოველების გაყიდვა დაშვებული იქნება მხოლოდ ამისათვის განკუთვნილ ადგილებში და შესაბამისი ნორმების დაცვით.

შემგროვებლობის სახელით ცნობილ ფსიქიკური დარღღვევის შემთხვევაში, პატრონს ცხოველს ჩამოართმევენ, რეციდივის შემთხვევაში კი - ცხოველების ყოლა აიკრძალება. პროექტის მიხედვით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ცხოველთა ორთაბრძოლები აიკრძალება და ცხოველთა სასტიკი მოპყრობისთვის დამამძიმებელი გარემოებებით დაწესდება მკაცრი სასჯელი. ცხოველების ჩხუბზე წაქეზება კი დაჯარიმებას დაექვემდებარება.

პროექტი მკაცრ კონტროლს ითვალისწინებს ინტერნეტსივრცეში ვიდეობის განთავსებაზე. ასევე, სასტიკ პროპაგანდად ჩაითვლება მოლაპარაკებები ჩხუბის ჩატარების შესახებ; სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა ცხოველის წვრთნა და მისთვის ტკივილის მიყენება.

კანონპროექტის ავტორების თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა იკრძალება, თუმცა არ არსებობს ზუსტი განმარტება, რა იგულისხმება ამ ტერმინში. მათივე თქმით, ცხოველი მგრძნობიარე არსებად არის მიჩნეული და ტერმინი "მეპატრონე" "მეურვით" უნდა შეიცვალოს.

პროექტი ითვალისწინებს გადასახადების დაწესებას ცხოველის მფლობელთათვის. იქვე განმარტებულია, რომ წლიური გადასახადი არ უნდა იყოს მაღალი, თანხები კი მოხმარდება პოპულაციის მართვის პროგრამის დაფინანსებას. მიკედლებული, თავშესაფრიდან ან ქუჩიდან აყვანილი ცხოველის მფლობელი სასურველია გათავისუფლდეს გადასახადებისგან, რათა ხელი შეეწყოს ქუჩის, ან თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველებისთვის პატრონის მოძიებას.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია