პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ემზარ კვიციანი, დამნაშავე თუ გმირი? - მხარეების "რეაქცია" "რეაქციაში"
ვინ არის ემზარ კვიციანი, დამნაშავე თუ გმირი? - მხარეების "რეაქცია" "რეაქციაში"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" თოქ-შოუ "რე­აქ­ცი­ის" ეთე­რის მთა­ვა­რი თემა ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი და კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი იყო. თე­მის გან­ხილ­ვამ სტუ­დი­ა­ში ცხა­რე კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია.

"სა­ქარ­თვე­ლომ რომ კო­დო­რის ხე­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნა, ეს იყო ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის და ბა­ტა­ლი­ო­ნი "მო­ნა­დი­რის" დამ­სა­ხუ­რე­ბა," - ასე შე­ა­ფა­სა ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილ­მა ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის სა­ქი­ა­ნო­ბა.

ბა­თაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის

მხრი­დან არის პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლი.

"თერ­მო­პი­ლეს ტოლ­ფა­სი გმი­რო­ბა იყო ის, რაც გა­ა­კე­თეს მა­შინ კო­დო­რე­ლებ­მა...ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი, რომ უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია და ამ შემ­თხვე­ვა­ში უკვე პო­ლი­ტი­კურ პა­ტი­მა­რი, ეს არა­ვი­თარ კა­მათს არ იწ­ვევს. ჩემ­თვის გულ­სატ­კე­ნია ის, რომ ეს კა­მა­თი და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია იმით, რომ მა­ვან­მა და მა­ვან­მა არ იცის სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლე­სი ის­ტო­რია",-გა­ნა­ცხა­და ბა­თი­აშ­ვილ­მა.

ბა­თი­აშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს ირმა ინაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც აღ­ნიშ­ნა, რომ ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნი არის გმი­რი.

"სი­მარ­თლე არის ზე­და­პირ­ზე, რომ კო­დო­რი სა­ა­კაშ­ვილ­მა ჩა­ა­ბა­რა. და­გიმ­ტკი­ცებთ, რომ ჩა­ა­ბა­რა თუ ბევ­რს გა­ა­ხუ­რებთ... უბ­რძა­ნა მი­წას­თან გა­ეს­წო­რე­ბი­ნათ, და­ე­დუ­ღე­ბი­ნათ ჩხალ­თა, მა­შინ რო­დე­საც იქ ბავ­შვე­ბი თა­მა­შობ­დნენ. რო­გორც ცხინ­ვალ­ში უნ­დო­და დრო­შე­ბის შე­ტა­ნა და გა­მარ­ჯვე­ბა ეზე­ი­მა, იმ ავა­ნი­უ­რისტს, ამ სამ­ხედ­რო დამ­ნა­შა­ვე სა­ა­კაშ­ვილს, ისე­ვე ჩა­ა­ბა­რა კო­დო­რი მტერს, იგი­ვე პრინ­ცი­პით..", აღ­ნიშ­ნა ინაშ­ვილ­მა.

ინაშ­ვი­ლი რუ­სულ პრო­პა­გან­და­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ნი­ნუ­ცა ფორჩხი­ძემ, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ნა­ირ ლო­გი­კა­ში არ ჯდე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ კვი­ცი­ა­ნი რუ­სეთს ებ­რძო­და, მა­შინ რო­დე­საც მან პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი სწო­რედ რუ­სეთ­ში მი­ი­ღო.

კრი­ტი­კის პა­სუ­ხად ინაშ­ვილ­მა ფორჩხი­ძეს გი­ორ­გი სა­ა­კა­ძე გა­ახ­სე­ნა. "მასე გი­ორ­გი სა­ა­კა­ძეც წა­ვი­და ირან­ში, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს სა­სარ­გებ­ლოდ წა­ვი­და".- დას­ძი­ნა ინაშ­ვილ­მა.

ყო­ფი­ლი პოლ­კოვ­ნი­კის, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბით, კო­დო­რის ხე­ო­ბა­ში პო­ლი­ცი­ის შეს­ვლის მი­ზე­ზი ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა გახ­და. მისი თქმით, გუ­ბერ­ნა­ტო­რი ემ­ზარ კვცი­ა­ნი და ბა­ტა­ლი­ო­ნი "მო­ნა­დი­რე" მო­სახ­ლე­ო­ბას ვერ იცავ­და. მოხ­და რამ­დე­ნი­მე გა­ტა­ცე­ბა წი­თე­ლი ჯვა­რის და გა­ე­როს დე­ლე­გა­ცი­ე­ბის, გა­ჩაღ­და სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მკვლე­ლო­ბა. გოჩა აფ­რა­სი­ძის ძმა მოკ­ლეს, ის არ აკ­მა­რეს, რომ მოკ­ლეს, გახ­სნი­ლი ხელ­ყუმ­ბა­რა და­ა­დეს და ისე აა­ფეთ­ქეს."- აღ­ნიშ­ნა ფირ­ცხა­ლა­ვამ.

მოგ­ვი­ნე­ბით პირ­და­პირ ეთერ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრი, სო­ზარ სუ­ბა­რი ჩა­ერ­თო და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია გა­აჟ­ღე­რა. რო­გორც სუ­ბარ­მა აღ­ნიშ­ნა, ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ოჯახს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ბინა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­უბ­რუნ­და.

"რო­დე­საც ემ­ზარ კვი­ცი­ა­ნის ოჯა­ხი დაბ­რუნ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბინა შსს-ს ჰქონ­და გა­და­ცე­მუ­ლი და მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრის პი­რა­დი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო, რომ ბინა და­უბ­რუნ­დათ რე­ა­ლურ მფლო­ბე­ლებს", - აღ­ნიშ­ნა სუ­ბარ­მა.

"ემ­ზარ კვი­ცი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში არა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ ყო­ფი­ლა მი­ღე­ბუ­ლი. უნდა მოხ­დეს ისე­თი შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც მის წარ­სულ დამ­სა­ხუ­რე­ბას გა­უს­ვამ­და ხაზს. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ შე­თან­ხმე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს ორ მხა­რეს შო­რის. ეს მხა­რე­ბი არის ბრალ­დე­ბი­სა და დაც­ვის მხა­რე­ე­ბი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ შე­თან­ხე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს და იმე­დი მაქვს მალე მოხ­დე­ბა. ეს არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია", - აღ­ნიშ­ნა სუ­ბარ­მა.

ვინ არის ემზარ კვიციანი, დამნაშავე თუ გმირი? - მხარეების "რეაქცია" "რეაქციაში"

ვინ არის ემზარ კვიციანი, დამნაშავე თუ გმირი? - მხარეების "რეაქცია" "რეაქციაში"

ტელეკომპანია "იმედის" თოქ-შოუ "რეაქციის" ეთერის მთავარი თემა ემზარ კვიციანი და კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები იყო. თემის განხილვამ სტუდიაში ცხარე კამათი გამოიწვია.

"საქართველომ რომ კოდორის ხეობა შეინარჩუნა, ეს იყო ემზარ კვიციანის და ბატალიონი "მონადირის" დამსახურება," - ასე შეაფასა ირაკლი ბათიაშვილმა ემზარ კვიციანის საქიანობა.

ბათაშვილის განცხადებით, ემზარ კვიციანი საქართველოს ხელისუფლების

მხრიდან არის პოლიტიკური დევნილი.

"თერმოპილეს ტოლფასი გმირობა იყო ის, რაც გააკეთეს მაშინ კოდორელებმა...ემზარ კვიციანი, რომ უკანონო პატიმარია და ამ შემთხვევაში უკვე პოლიტიკურ პატიმარი, ეს არავითარ კამათს არ იწვევს. ჩემთვის გულსატკენია ის, რომ ეს კამათი და აზრთა სხვადასხვაობა განპირობებულია იმით, რომ მავანმა და მავანმა არ იცის საქართველოს უახლესი ისტორია",-განაცხადა ბათიაშვილმა.

ბათიაშვილის მოსაზრებას იზიარებს ირმა ინაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ემზარ კვიციანი არის გმირი.

"სიმართლე არის ზედაპირზე, რომ კოდორი სააკაშვილმა ჩააბარა. დაგიმტკიცებთ, რომ ჩააბარა თუ ბევრს გაახურებთ... უბრძანა მიწასთან გაესწორებინათ, დაედუღებინათ ჩხალთა, მაშინ როდესაც იქ ბავშვები თამაშობდნენ. როგორც ცხინვალში უნდოდა დროშების შეტანა და გამარჯვება ეზეიმა, იმ ავანიურისტს, ამ სამხედრო დამნაშავე სააკაშვილს, ისევე ჩააბარა კოდორი მტერს, იგივე პრინციპით..", აღნიშნა ინაშვილმა.

ინაშვილი რუსულ პროპაგანდაში დაადანაშაულა ნინუცა ფორჩხიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ არანაირ ლოგიკაში არ ჯდება განცხადებები იმის შესახებ, რომ კვიციანი რუსეთს ებრძოდა, მაშინ როდესაც მან პოლიტიკური თავშესაფარი სწორედ რუსეთში მიიღო.

კრიტიკის პასუხად ინაშვილმა ფორჩხიძეს გიორგი სააკაძე გაახსენა. "მასე გიორგი სააკაძეც წავიდა ირანში, მაგრამ საქართველოს სასარგებლოდ წავიდა".- დასძინა ინაშვილმა.

ყოფილი პოლკოვნიკის, ირაკლი ფირცხალავას განცხადებით, კოდორის ხეობაში პოლიციის შესვლის მიზეზი ხეობაში არსებული კრიმინოგენული ვითარება გახდა. მისი თქმით, გუბერნატორი ემზარ კვციანი და ბატალიონი "მონადირე" მოსახლეობას ვერ იცავდა. მოხდა რამდენიმე გატაცება წითელი ჯვარის და გაეროს დელეგაციების, გაჩაღდა სამართალდამცავთა და მათი ოჯახის წევრების მკვლელობა. გოჩა აფრასიძის ძმა მოკლეს, ის არ აკმარეს, რომ მოკლეს, გახსნილი ხელყუმბარა დაადეს და ისე ააფეთქეს."- აღნიშნა ფირცხალავამ.

მოგვინებით პირდაპირ ეთერში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი ჩაერთო და ხელისუფლების პოზიცია გააჟღერა. როგორც სუბარმა აღნიშნა, ემზარ კვიციანის ოჯახს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბინა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაუბრუნდა.

"როდესაც ემზარ კვიციანის ოჯახი დაბრუნდა საქართველოში, ბინა შსს-ს ჰქონდა გადაცემული და მაშინდელი შს მინისტრის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ბინა დაუბრუნდათ რეალურ მფლობელებს", - აღნიშნა სუბარმა.

"ემზარ კვიციანთან მიმართებაში არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უნდა მოხდეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მის წარსულ დამსახურებას გაუსვამდა ხაზს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს ორ მხარეს შორის. ეს მხარები არის ბრალდებისა და დაცვის მხარეები. დარწმუნებული ვარ, ამ შეთანხების საფუძველი არსებობს და იმედი მაქვს მალე მოხდება. ეს არის ხელისუფლების პოზიცია", - აღნიშნა სუბარმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა