მწვავე დებატებით წარიმართა გადაცემა "რეაქციის" ეთერი, რომელიც ემზარ კვიციანის ბრალეულობაზე მსჯელობას დაეთმო. სტუდიის სტუმრების შეფასებები ემზარ კვიციანთან დაკავშირებით ორად გაიყო. ნაწილი მიიჩნევს, რომ კვიციანი გმირია, ნაწილი კი მას დამნაშავედ მიიჩნევს. საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა სტუდიაში ირმა ინაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ კოდორი სააკაშვილმა ჩააბარა.
ინაშვილის განცხადებით, ემზარ კვიციანი არის პოლიტიკური პატიმარი და ის და მისი ოჯახი უკანონოდ, სამაგალითოდ დასაჯა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.
ინაშვილის განმარტებით, სააკაშვილმა, რომელიც სამხედრო დამნაშავეა კოდორი გამიზნულად ჩააბარა და მან გასცა ბრძანება დაემბობმათ ჩხალთა.
"სიმართლე არის ზედაპირზე, რომ კოდორი სააკაშვილმა ჩააბარა. დაგიმტკიცებთ, რომ ჩააბარა, თუ ბევრს გაახურებთ. სააკაშვილმა, მერაბიშვილმა, ოქრუაშვილმა, ყველა იყო საქმის კურსში... უბრძანა მიწასთან გაესწორებინათ, დაედუღებინათ ჩხალთა, მაშინ როდესაც იქ ბავშვები თამაშობდნენ. როგორც ცხინვალში უნდოდა დროშების შეტანა და გამარჯვება ეზეიმა, იმ ავანიურისტს, ამ სამხედრო დამნაშავე სააკაშვილს, ისევე ჩააბარა კოდორი მტერს, იგივე პრინციპით...მე ვეთანხმები ირაკლი ბათიაშვილს, აუცილებელია მოხდეს გამოძება იმ ფაქტის, თუ როგორ ჩაბარდა კოდორი,"-აღნიშნა ირმა ინაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ: "საქართველომ რომ კოდორის ხეობა შეინარჩუნა, ეს ემზარ კვიციანის დამსახურება იყო" - ირაკლი ბათიაშვილი
-რომ გეცოდინება კოდორი საით არის, გაგცემ მერე პასუხს - ირაკლი ფირცხალავა ოპონენტს
ნახეთ ვიდეო