"იმედის" გადაცემა "რეაქციის" ეთერი ემზარ კვიციანის ბრალეულობის თემაზე მსჯელობას დაეთმო. სტუდიაში მოწვეულმა სტუმრებმა კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენების ისტორია გაიხსენეს.
საქართველომ რომ კოდორის ხეობა შეინარჩუნა, ეს იყო ემზარ კვიციანის და "მონადირის" დამსახურება" ასე შეაფასა ირაკლი ბათიაშვილმა ემზარ კვიციანი.
ბათაშვილის განცხადებით, ემზარ კვიციანი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის პოლიტიკური დევნილი და გადაწყვეტილება, რომელიც ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო არის უკანონო. "თერმოპილეს ტოლფასი გმირობა იყო ის, რაც გააკეთეს მაშინ კოდორელებმა...ემზარ კვიციანი, რომ უკანონო პატიმარია და ამ შემთხვევაში უკვე პოლიტიკურ პატიმარი, ეს არავითარ კამათს არ იწვევს. ჩემთვის გულსატკენია ის, რომ ეს კამათი და აზრთა სხვადასხვაობა განპირობებულია იმით, რომ მავანმა და მავანმა არ იცის საქართველოს უახლესი ისტორია. ის რომ საქართველომ კოდორის ხეობა შეინარჩუნა, ეს იყო დამსახურება თავად კოდორლების, ემზარ კვციანის და ბატალიონი "მონადირის",-განაცხადა ირაკლი ბათიაშვილმა.
ასევე დაგაინტერესებთ: რომ გეცოდინება კოდორი საით არის, გაგცემ მერე პასუხს - ირაკლი ფირცხალავა ოპონენტს