საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხალხოოო!" - როგორ შეიქმნა ეკა ბესელიას ცნობილი პაროდია და რა რეაქცია აქვს მასზე პოლიტიკოსს
"ხალხოოო!" - როგორ შეიქმნა ეკა ბესელიას ცნობილი პაროდია და რა რეაქცია აქვს მასზე პოლიტიკოსს

ისე მოხ­და, რომ მას დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ას იმი­ტა­ცია უწევს. იმი­ტა­ცია რა, მხო­ლოდ ერთ სი­ტყვას ამ­ბობს, მაგ­რამ ისე კი­ვის, სი­ცი­ლის­გან გული მიგ­დის...

ჰოდა, ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლი სი­ტყვის - "ხალ­ხო­ოო"-ს უკან, რო­მე­ლიც ბოლო დროს ინ­გლი­სუ­რა­დაც ჟღერს ხოლ­მე, თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლი დგას, რო­მელ­საც ეს შე­ძა­ხი­ლი შემ­თხვე­ვით გა­მო­უ­ვი­და, რი­თაც უკ­მა­ყო­ფი­ლო სუ­ლაც არ არის.

- თა­მუ­ნა, იმი­ტა­ცი­ის უნა­რი თუ გქონ­და, არ მე­გო­ნა.

- მეც არ მე­გო­ნა (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

- ვინ გა­და­წყვი­ტა, რომ ანი­მა­ცი­ურ სე­რი­ალ­ში "ქე­რის უბა­ნი" დე­პუ­ტატ ეკა ბე­სე­ლი­ას იმი­ტა­ცია შენ გა­გე­კე­თე­ბი­ნა?

- სა­ნამ "ქე­რის უბა­ნი" და­ი­წყე­ბო­და, მა­ნამ­დე კო­მე­დი­შო­უ­ში სკეტ­ჩი გვქონ­და, პრო­ექ­ტის - "რა? სად? რო­დის?" პა­რო­დია, რო­მელ­შიც ვი­თომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თა­მა­შობ­დნენ. ერთ-ერთი ეკა ბე­სე­ლი­აც იყო. ვი­ნა­ი­დან ვე­რა­ნა­ი­რი გრი­მი­თა და პა­რი­კით ვერ და­ვემ­სგავ­სე­ბო­დი, ამი­ტომ მე და მიშა ან­დღუ­ლა­ძეს გაგ­ვახ­სენ­და, მისი ასე­თი ფრა­ზა: ხალ­ხო! ასე იყ­ვი­რეო, - მი­თხრეს...

რა­საც ვა­კე­თებ, ცხა­დია, უტ­რი­რე­ბუ­ლია. "ხალ­ხო­ო­ოო!" - ეს გან­წი­რუ­ლი ხმით გა­მო­მი­ვი­და. მგო­ნი, კარ­გია, არა­და, შემ­თხვე­ვით მოხ­და ასე. მერე როცა "ქე­რის უბა­ნი" და­ი­წყო, მას­ში ეკა ბე­სე­ლია, რო­გორც პერ­სო­ნა­ჟი შე­ვი­და და მი­თხრეს, - მე გა­მეხ­მო­ვა­ნე­ბი­ნა.

- ისე, შენი პერ­სო­ნა­ჟი სე­რი­ალ­ში მხო­ლოდ ერთ სი­ტყვას ამ­ბობს, მაგ­რამ ისე­თი ერთი სი­ტყვაა, რომ ბევ­რს უდ­რის... თუმ­ცა მ სი­ტყვას უკვე ინ­გლი­სუ­რა­დაც ამ­ბობს...

- ამის­კენ ქალ­ბა­ტონ­მა ეკამ თა­ვად მი­ბიძ­გა და უკვე ინ­გლი­სუ­რა­დაც გა­ვა­კე­თეთ...

- ისე, დი­დად არ უნდა მოს­წონ­დეს ას შენი "ხალ­ხო­ოო". პი­რა­დად არ შეხ­ვედ­რი­ხარ?

- არა, სხვა­თა შო­რის, რაც მისი პერ­სო­ნა­ჟი სე­რი­ალ­ში შე­ვი­და, ქალ­ბა­ტო­ნი ეკა არ მი­ნა­ხავს. მა­ნამ­დე კი ერთხელ ვნა­ხე, "ვა­ნოს შო­უ­ში" იყო და მა­შინ გა­ვე­სა­უბ­რე. ისე, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებს, პი­რა­დად რას მე­ტყვის? გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას უთხრა, მომ­წონს ეს პერ­სო­ნა­ჟი, ვხა­ლი­სობ, ოღონდ, ამ­ხე­ლა ხმა არ მაქ­ვსო.

- ასე ხმა­მაღ­ლა, სი­რე­ნა­სა­ვით მა­ინც რა­ტომ ყვი­რი?

- უტ­რი­რე­ბა იმი­ტომ ხდე­ბა, რომ მა­ყუ­რე­ბელს სი­ცი­ლი მოვგვა­როთ... - ჰო, რა­ღაც გამ­კი­ვა­ნი ხმა გა­მო­დის. თვი­თო­ნაც არ მე­გო­ნა, თუ ამას შევ­ძლებ­დი.

- ბოლო დროს ერთი პა­რო­დი­აც შე­აპ­რე - ეს არის რე­ჟი­სორ ქეთი დო­ლი­ძის პა­რო­დია.

- და ქეთი დო­ლი­ძემ "ფე­ის­ბუქ­ზე" დიდი პოს­ტიც მოგ­ვი­ძღვნა, მე არ მი­ნა­ხავს, ერთ-ერ­თმა ჟურ­ნა­ლის­ტმა წა­მი­კი­თხა. არ მო­ე­წო­ნა და უგე­მოვ­ნო­ე­ბი, პრო­ვინ­ცი­ა­ლე­ბი გვი­წო­და. ასე­ვე უნი­ჭო­ე­ბიც, გან­სა­კუთ­რე­ბით, მე. არა­და, იმ სკეტჩში პი­როვ­ნუ­ლი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მის მი­მართ არ ყო­ფი­ლა. მაგ­რამ იმ ნო­მერს რად­გან არა­ერ­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ვფიქ­რობ, რომ კარ­გი გა­მო­ვი­და.

- ზო­გა­დად, რო­გო­რია შენი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმ პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ, ვის იმი­ტა­ცი­ა­საც ას­რუ­ლებ, ეკა ბე­სე­ლი­ას ვგუ­ლის­ხმობ...

- ხომ ვთქვი, ახ­ლოს ერ­თა­დერ­თხელ ვნა­ხე და და­დე­ბი­თი და კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა...

- მოგ­წონს ის, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი?

- ეს არ არის ჩემი კომ­პე­ტენ­ცია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­ვა­კე­თო. პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვი...

ლალი ფა­ცია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ხალხოოო!" - როგორ შეიქმნა ეკა ბესელიას ცნობილი პაროდია და რა რეაქცია აქვს მასზე პოლიტიკოსს

"ხალხოოო!" - როგორ შეიქმნა ეკა ბესელიას ცნობილი პაროდია და რა რეაქცია აქვს მასზე პოლიტიკოსს

ისე მოხდა, რომ მას დეპუტატ ეკა ბესელიას იმიტაცია უწევს. იმიტაცია რა, მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს, მაგრამ ისე კივის, სიცილისგან გული მიგდის...

ჰოდა, ძალიან ცნობილი და პოპულარული სიტყვის - "ხალხოოო"-ს უკან, რომელიც ბოლო დროს ინგლისურადაც ჟღერს ხოლმე, თამუნა ლეკვეიშვილი დგას, რომელსაც ეს შეძახილი შემთხვევით გამოუვიდა, რითაც უკმაყოფილო სულაც არ არის.

- თამუნა, იმიტაციის უნარი თუ გქონდა, არ მეგონა.

- მეც არ მეგონა (სიცილით ამბობს).

- ვინ გადაწყვიტა, რომ ანიმაციურ სერიალში "ქერის უბანი" დეპუტატ ეკა ბესელიას იმიტაცია შენ გაგეკეთებინა?

- სანამ "ქერის უბანი" დაიწყებოდა, მანამდე კომედიშოუში სკეტჩი გვქონდა, პროექტის - "რა? სად? როდის?" პაროდია, რომელშიც ვითომ პოლიტიკოსები თამაშობდნენ. ერთ-ერთი ეკა ბესელიაც იყო. ვინაიდან ვერანაირი გრიმითა და პარიკით ვერ დავემსგავსებოდი, ამიტომ მე და მიშა ანდღულაძეს გაგვახსენდა, მისი ასეთი ფრაზა: ხალხო! ასე იყვირეო, - მითხრეს...

რასაც ვაკეთებ, ცხადია, უტრირებულია. "ხალხოოოო!" - ეს განწირული ხმით გამომივიდა. მგონი, კარგია, არადა, შემთხვევით მოხდა ასე. მერე როცა "ქერის უბანი" დაიწყო, მასში ეკა ბესელია, როგორც პერსონაჟი შევიდა და მითხრეს, - მე გამეხმოვანებინა.

- ისე, შენი პერსონაჟი სერიალში მხოლოდ ერთ სიტყვას ამბობს, მაგრამ ისეთი ერთი სიტყვაა, რომ ბევრს უდრის... თუმცა მ სიტყვას უკვე ინგლისურადაც ამბობს...

- ამისკენ ქალბატონმა ეკამ თავად მიბიძგა და უკვე ინგლისურადაც გავაკეთეთ...

- ისე, დიდად არ უნდა მოსწონდეს ას შენი "ხალხოოო". პირადად არ შეხვედრიხარ?

- არა, სხვათა შორის, რაც მისი პერსონაჟი სერიალში შევიდა, ქალბატონი ეკა არ მინახავს. მანამდე კი ერთხელ ვნახე, "ვანოს შოუში" იყო და მაშინ გავესაუბრე. ისე, ძალიან მაინტერესებს, პირადად რას მეტყვის? გიორგი გაბუნიას უთხრა, მომწონს ეს პერსონაჟი, ვხალისობ, ოღონდ, ამხელა ხმა არ მაქვსო.

- ასე ხმამაღლა, სირენასავით მაინც რატომ ყვირი?

- უტრირება იმიტომ ხდება, რომ მაყურებელს სიცილი მოვგვაროთ... - ჰო, რაღაც გამკივანი ხმა გამოდის. თვითონაც არ მეგონა, თუ ამას შევძლებდი.

- ბოლო დროს ერთი პაროდიაც შეაპრე - ეს არის რეჟისორ ქეთი დოლიძის პაროდია.

- და ქეთი დოლიძემ "ფეისბუქზე" დიდი პოსტიც მოგვიძღვნა, მე არ მინახავს, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა წამიკითხა. არ მოეწონა და უგემოვნოები, პროვინციალები გვიწოდა. ასევე უნიჭოებიც, განსაკუთრებით, მე. არადა, იმ სკეტჩში პიროვნული გაღიზიანება მის მიმართ არ ყოფილა. მაგრამ იმ ნომერს რადგან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, ვფიქრობ, რომ კარგი გამოვიდა.

- ზოგადად, როგორია შენი დამოკიდებულება იმ პერსონაჟის მიმართ, ვის იმიტაციასაც ასრულებ, ეკა ბესელიას ვგულისხმობ...

- ხომ ვთქვი, ახლოს ერთადერთხელ ვნახე და დადებითი და კარგი შთაბეჭდილება დატოვა...

- მოგწონს ის, როგორც პოლიტიკოსი?

- ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, რომ პოლიტიკური შეფასებები და განცხადებები გავაკეთო. პოლიტიკაში არ ვერევი...

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება