თავდაცვის ყოფილი მინისტრის უმცროსი ქალიშვილი, 18 წლის ეკა ალასანია სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ხშირად აქვეყნებს მეგობრებისა თუ ნათესავების გარემოცვაში გადაღებულ ფოტოებს, თუმცა ტექსტური პოსტებით არც ისე ხშირად ანებივრებს ინტერნეტ-მომხმარებლებს.
"ქალი სტუდენტი, ქალი აკადემიური მოსწრება, ქალი დისციპლინა 2014! პედაგოგების იმედი მაქვს, რომ ეს ენთუზიაზმი, როგორც დღეს წამოხტა დილის 7-ზე, ბოლომდე გაყვება.
დედებო, ჩაკიდებული რომ გაქვთ ხელი პატარა ხელუნებზე და პირველ კლასში მიგყავთ ეგ სიტკბო ბარტყები, თვალწინ მიდგას ჩემი ერთიც და მეორეც, იმ პატარა ხელებსაც ფიზიკურად ვგრძნობ. ეკატო პუტკუნა ქალი იყო მაშინ და როგორ გამოვაწყვე მახსოვს, იუბკა ეცვა და ტუნტულა იყო. ნიკუშას ჩანთაც მახსოვს და გრენდაიზერებიანი "ნასკები".
თუ იტირებენ, იქვე დარჩით ცოტა ხანს, ბავშვების დიდ ნაწილს ეშინია, რომ აღარ მიაკითხავენ და უხეშად ნუ შეებრძოლებით ამ შიშს, მაგრამ თქვენც დაპანიკებულ სახეს ნუ მიიღებთ, რომ შიში არ განუმტკიცოთ.
დაიფარონ დენდელოზებმა, გილოცავთ", - წერს ერთ-ერთ პოსტში ეკას შესახებ დედამისი, ნათია ფანჯიკიძე.
გთავაზობთ რამდენიმე ფოტოს ეკა ალასანიას პირადი ალბომიდან.
იხილეთ ასევე: