საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა - გაუფრთიხლდით ბუნებას, ხეებს და გარემოს
"ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა - გაუფრთიხლდით ბუნებას, ხეებს და გარემოს

"ტყის კვი­რე­ულს" "ბუ­კი­ას ბაღ­მა" უმას­პინ­ძლა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მო­ზარ­დე­ბის­თვის გა­ი­მარ­თა ეკო-გაკ­ვე­თი­ლე­ბი. მათ მი­ე­წო­დათ ყვე­ლა სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია, თუ რო­გორ გა­უფრ­თხილ­დნენ ბუ­ნე­ბას, ხე­ებს და გა­რე­მოს. პა­ტა­რე­ბის­თვის კი გა­ი­მარ­თა ფო­კუ­სე­ბის შოუ. ღო­ნის­ძი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სტუმ­რე­ბი იყ­ვნენ "თბი­ლი­სის მწვა­ნე სკო­ლი­სა" და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის სა­სახ­ლის გე­ო­ე­კო­ლო­გი­ის წრის მოს­წავ­ლე­ე­ბი. მათ "ტყის კვი­რე­უ­ლის" ფარ­გლებ­ში გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ WWF -ის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­შე­წყო­ბით "ტყის კვი­რე­უ­ლი" 23 ნო­ემ­ბე­რამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა. კვი­რე­ულს მას­პინ­ძლობს ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის პი­რო­ბებ­ში ტყის ეკო­სის­ტე­მე­ბის მდგრა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში". 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 150 ჰექ­ტა­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­ირ­გო 100 ათა­სი ხის ნერ­გი და და­ი­ხარ­ჯა 1, 5 მი­ლი­ო­ნი ლარი.

კვი­რე­ულ­მა სტარ­ტი კი წავ­კის­ში, თბი­ლი­სის მე­რი­ის გამ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ საც­დელ სა­ტყეო უბან­ზე 15 ნო­ემ­ბერს აიღო. ღო­ნის­ძი­ე­ბა 2012-2014 წლებ­ში გა­შე­ნე­ბუ­ლი ტყის ნარ­გა­ო­ბე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა­სა და წი­ნას­წარ გან­კუთ­ვნილ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხის ნერ­გე­ბის დარ­გვას მო­ი­ცავ­და. ნერ­გე­ბის დარ­გვის პრო­ცესს მო­ნი­ტო­რინგს WWF -ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უწევ­დნენ.

მე­დი­ის გარ­და, ტურ­ში ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ თბი­ლი­სის მერი და­ვით ნარ­მა­ნია და მე­რი­ის, WWF -ის, სა­ელ­ჩო­ე­ბი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სტუ­დენ­ტე­ბი და სხვა სტუმ­რე­ბი. და­სას­რულს, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მად­ლო­ბის ნიშ­ნად სერ­თი­ფი­კა­ტი გა­და­ე­ცათ.

17 ნო­ემ­ბერს, "ტყის კვი­რე­ულს" ბაქსვუ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლამ უმას­პინ­ძლა, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის ეკო-გაკ­ვე­თი­ლი გა­ი­მარ­თა. მათ WWF -ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ტყის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე ესა­უბრნენ, ას­წავ­ლეს, რო­გორ გა­უფრ­თხილ­დნენ ბუ­ნე­ბას, ხე­ებს და გა­რე­მოს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში. და­სას­რულს, ბავ­შვებ­მა ტყი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის თე­მა­ტი­კა­ზე პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

"ტყის კვი­რე­უ­ლი" ასე­ვე მო­ი­ცავს სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან აქ­ტი­ვო­ბებს:

დღეს, 21 ნო­ემ­ბერს, ბრენ­დი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­ბუ­სით პან­დე­ბი და პრო­მო გო­გო­ნე­ბი ბუშ­ტე­ბით ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში (თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ედ­ნი­დან - ზო­ო­პარ­კამ­დე) იმოძ­რა­ვე­ბენ. გა­ჩე­რე­ბებ­ზე გო­გო­ნე­ბი ბავ­შვებს აც­ნო­ბენ "ტყის კვი­რე­უ­ლის" შე­სა­ხებ და მო­უ­წო­დე­ბენ ბუ­ნე­ბის დაც­ვის­კენ.

22 ნო­ემ­ბერს, "ტყის კვი­რე­ულს" ხა­შუ­რი უმას­პინ­ძლებს. ქა­ლა­ქის სა­ტყეო საც­დე­ლი ნაკ­ვე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა ტური ბლო­გე­რე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის. მათ­თან ერ­თად, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღე­ბენ ხა­შუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა და ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი. ტუ­რის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე სპე­ცი­ა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დარ­გავს ხეს. და­სას­რულს, აღ­ნიშ­ნულ ად­გილს მი­ე­ნი­ჭე­ბა ახა­ლი სა­ხე­ლი და ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს მად­ლო­ბის ნიშ­ნად ტურ­ში სტუმ­რო­ბის­თვის გა­და­ე­ცე­მა სერ­ტი­ფი­კა­ტი.

23 ნო­ემ­ბერს, "ტყის კვი­რე­ულს" ზო­ო­პარ­კი უმას­პინ­ძლებს. გა­ი­მარ­თე­ბა "ეკო გაკ­ვე­თი­ლი", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მოხ­დე­ბა ხის დარ­გვის იმი­ტი­რე­ბა და სწავ­ლე­ბა. მო­სულ სტუმ­რებს სპე­ცი­ა­ლის­ტი გა­აც­ნობს, თუ რო­გორ ხდე­ბა ხის ნერ­გის დარ­გვის პრო­ცე­სი, მისი მოვ­ლა, რო­გორ მო­უფრ­თხილ­დნენ ხეს, მცე­ნა­რე­ებს და ტყეს. მხატ­ვრე­ბი ბავ­შვებს და სხვა მსურ­ვე­ლებს სა­ხე­ზე და­ა­ხა­ტა­ვენ პან­და-ტა­ტუს, შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი ავ­ტო­მა­ტუ­რად ხდე­ბი­ან "ტყის კვი­რე­უ­ლის" მო­ნა­წი­ლე­ნი. პა­ტა­რებს გა­არ­თო­ბენ სპე­ცი­ა­ლუ­რად კვი­რე­უ­ლის­თვის მოწ­ვე­უ­ლი "ქუ­ჩის თე­ატ­რის" მსა­ხი­ო­ბე­ბი, ოჩო­ფე­ხე­ბი­ა­ნი კლო­უ­ნე­ბი და ანი­მა­ტო­რე­ბი.

კვი­რე­უ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში WWF -ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­დი­ას­თან შეხ­ვედ­რას გა­მარ­თა­ვენ, სა­დაც ტყის სერ­თი­ფი­ცი­რე­ბის FSC -ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რე­ბენ, გა­აც­ნო­ბენ მის არსსა და სა­ჭი­რო­ე­ბას.

"ტყის კვი­რე­უ­ლის" პარტნი­ო­რია თბი­ლი­სის მე­რია. სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არი­ან "პა­ლიტ­რა მე­დია", "IთV ჯგუ­ფი", გა­ზე­თი "ჩა­უ­ცა­სი­ან Bუსი­ნესს ჭეეკ", "ფო­კუს ტვ" და ჟურ­ნა­ლი "ფო­კუ­სი". სა­კო­მუ­ნი­კა­ციო კაპ­მა­ნი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის კომ­პა­ნია "ჯეპ­რა".

WWF მსოფ­ლი­ო­ში უდი­დე­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კონ­სერ­ვა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა, რო­მელ­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავს და მოღ­ვა­წე­ობს 100-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში. ჩვე­ნი მი­სი­აა, შე­ვა­ჩე­როთ გა­რე­მოს­თვის ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა და შევ­ქმნათ მო­მა­ვა­ლი, სა­დაც ადა­მი­ა­ნი ბუ­ნე­ბას­თან სრულ ჰარ­მო­ნი­ა­ში ცხოვ­რობს.

რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი "კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ტყის ეკო­სის­ტე­მე­ბის მდგრა­დო­ბის ამაღ­ლე­ბა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში" ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბუ­ნე­ბის დაც­ვის მსოფ­ლიო ფონ­დის (WWF ) მიერ ევ­რო­კავ­ში­რის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პე­რი­ო­დია 2011-2015 წლე­ბი.

ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გი­ო­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნებ­ში კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბი­სად­მი ტყის ეკო­სის­ტე­მე­ბის მდგრა­დო­ბის ამაღ­ლე­ბას, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის დაც­ვას და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას. პრო­ექ­ტის ზო­გა­დი მი­ზა­ნი უკავ­შირ­დე­ბა ისე­თი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რას, რო­გო­რე­ბიც არის კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი უარ­ყო­ფი­თი ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნის შე­დე­გად ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის და­კარ­გვა და ამა­ვე ფაქ­ტო­რე­ბის გავ­ლე­ნის შე­დე­გად ტყის ეკო­სის­ტე­მე­ბის (ტყე­ე­ბის) სა­სარ­გებ­ლო და დაც­ვი­თი ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბა. თა­ვის მხრივ, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ტყე­ე­ბის სა­სარ­გებ­ლო და დაც­ვი­თი ფუნ­ქცი­ე­ბი ხელს უწყობს ად­გი­ლობ­რი­ვი (გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი) მო­სახ­ლე­ო­ბის სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბის – შე­მო­სავ­ლე­ბის წყა­რო­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა - გაუფრთიხლდით ბუნებას, ხეებს და გარემოს

"ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა - გაუფრთიხლდით ბუნებას, ხეებს და გარემოს

"ტყის კვირეულს" "ბუკიას ბაღმა" უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოზარდებისთვის გაიმართა ეკო-გაკვეთილები. მათ მიეწოდათ ყველა საჭირო ინფორმაცია, თუ როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს. პატარებისთვის კი გაიმართა ფოკუსების შოუ. ღონისძიების სპეციალური სტუმრები იყვნენ "თბილისის მწვანე სკოლისა" და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის გეოეკოლოგიის წრის მოსწავლეები. მათ "ტყის კვირეულის" ფარგლებში გარემოს დაცვის თემაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

შეგახსენებთ, რომ WWF -ის ინიციატივითა და ხელშეწყობით "ტყის კვირეული" 23 ნოემბერამდე გაიმართება. კვირეულს მასპინძლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილებების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში". 4 წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში 150 ჰექტარის ტერიტორიაზე დაირგო 100 ათასი ხის ნერგი და დაიხარჯა 1, 5 მილიონი ლარი.

კვირეულმა სტარტი კი წავკისში, თბილისის მერიის გამგებლობაში არსებულ საცდელ სატყეო უბანზე 15 ნოემბერს აიღო. ღონისძიება 2012-2014 წლებში გაშენებული ტყის ნარგაობების დათვალიერებასა და წინასწარ განკუთვნილ ტერიტორიაზე ხის ნერგების დარგვას მოიცავდა. ნერგების დარგვის პროცესს მონიტორინგს WWF -ის წარმომადგენლები უწევდნენ.

მედიის გარდა, ტურში ასევე მონაწილეობდნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და მერიის, WWF -ის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა სტუმრები. დასასრულს, ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად სერთიფიკატი გადაეცათ.

17 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლამ უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებისთვის ეკო-გაკვეთილი გაიმართა. მათ WWF -ის წარმომადგენლები ტყის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ, ასწავლეს, როგორ გაუფრთხილდნენ ბუნებას, ხეებს და გარემოს ყოველდღიურ ცხოვრებაში. დასასრულს, ბავშვებმა ტყისა და გარემოს დაცვის თემატიკაზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.

"ტყის კვირეული" ასევე მოიცავს სხვა მნიშვნელოვან აქტივობებს:

დღეს, 21 ნოემბერს, ბრენდირებული ავტობუსით პანდები და პრომო გოგონები ბუშტებით ხალხმრავალ ადგილებში (თავისუფლების მოედნიდან - ზოოპარკამდე) იმოძრავებენ. გაჩერებებზე გოგონები ბავშვებს აცნობენ "ტყის კვირეულის" შესახებ და მოუწოდებენ ბუნების დაცვისკენ.

22 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" ხაშური უმასპინძლებს. ქალაქის სატყეო საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაზე გაიმართება ტური ბლოგერებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები. ტურის ყველა მონაწილე სპეციალურ ტერიტორიაზე დარგავს ხეს. დასასრულს, აღნიშნულ ადგილს მიენიჭება ახალი სახელი და ყველა მონაწილეს მადლობის ნიშნად ტურში სტუმრობისთვის გადაეცემა სერტიფიკატი.

23 ნოემბერს, "ტყის კვირეულს" ზოოპარკი უმასპინძლებს. გაიმართება "ეკო გაკვეთილი", რომლის ფარგლებშიც მოხდება ხის დარგვის იმიტირება და სწავლება. მოსულ სტუმრებს სპეციალისტი გააცნობს, თუ როგორ ხდება ხის ნერგის დარგვის პროცესი, მისი მოვლა, როგორ მოუფრთხილდნენ ხეს, მცენარეებს და ტყეს. მხატვრები ბავშვებს და სხვა მსურველებს სახეზე დაახატავენ პანდა-ტატუს, შესაბამისად, ისინი ავტომატურად ხდებიან "ტყის კვირეულის" მონაწილენი. პატარებს გაართობენ სპეციალურად კვირეულისთვის მოწვეული "ქუჩის თეატრის" მსახიობები, ოჩოფეხებიანი კლოუნები და ანიმატორები.

კვირეულის განმავლობაში WWF -ის წარმომადგენლები მედიასთან შეხვედრას გამართავენ, სადაც ტყის სერთიფიცირების FSC -ის შესახებ ისაუბრებენ, გააცნობენ მის არსსა და საჭიროებას.

"ტყის კვირეულის" პარტნიორია თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდამჭერები არიან "პალიტრა მედია", "IთV ჯგუფი", გაზეთი "ჩაუცასიან Bუსინესს ჭეეკ", "ფოკუს ტვ" და ჟურნალი "ფოკუსი". საკომუნიკაციო კაპმანიას უზრუნველყოფს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია "ჯეპრა".

WWF  მსოფლიოში უდიდესი დამოუკიდებელი კონსერვაციული ორგანიზაციაა, რომელსაც მთელ მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს და მოღვაწეობს 100-ზე მეტ ქვეყანაში. ჩვენი მისიაა, შევაჩეროთ გარემოსთვის ზიანის მიყენება და შევქმნათ მომავალი, სადაც ადამიანი ბუნებასთან სრულ ჰარმონიაში ცხოვრობს.

რეგიონალური პროექტი "კლიმატის ცვლილების პირობებში ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში" ხორციელდება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF ) მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის განხორციელების პერიოდია 2011-2015 წლები.

ზემოაღნიშნული რეგიონალური პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში კლიმატის ცვლილებებისადმი ტყის ეკოსისტემების მდგრადობის ამაღლებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას და ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას. პროექტის ზოგადი მიზანი უკავშირდება ისეთი პრობლემების გადაჭრას, როგორებიც არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების გავლენის შედეგად ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ამავე ფაქტორების გავლენის შედეგად ტყის ეკოსისტემების (ტყეების) სასარგებლო და დაცვითი ფუნქციების შესუსტება. თავის მხრივ, ბიომრავალფეროვნება და ტყეების სასარგებლო და დაცვითი ფუნქციები ხელს უწყობს ადგილობრივი (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები) მოსახლეობის საარსებო პირობების – შემოსავლების წყაროების შენარჩუნებას.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია