პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნივთები, რომლითაც საქართველოში, ქუჩაში სიარული აკრძალულია
ნივთები, რომლითაც საქართველოში, ქუჩაში სიარული აკრძალულია

მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლო­ში საგ­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რი­ით გა­და­ად­გი­ლე­ბა იზღუ­დე­ბა. რა­ტომ არ­სე­ბობს აკ­რძალ­ვა ამ თუ იმ სა­გან­ზე და რა სას­ჯელს ით­ვა­ლის­წი­ნებს კა­ნო­ნი, კო­მენ­ტა­რი იუ­რისტ მა­რი­ამ დო­ლი­ძეს ვთხო­ვეთ:

- ასე­თი კა­ნო­ნე­ბის მი­ღე­ბა ყო­ველ­დღი­ურ­მა ყო­ფამ გა­ნა­პი­რო­ბა, მაგ­რამ ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი და არ­სე­ბუ­ლი კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ზოგი კა­ნო­ნის კი­დევ უფრო გამ­კაც­რე­ბას და რე­გუ­ლა­ცი­ას იწ­ვევს. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ცივი და ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი აკ­რძა­ლუ­ლია, მაგ­რამ ესე­ნიც კი კონ­კრე­ტუ­ლი კრი­ტე­რი­უ­მით იკ­რძა­ლე­ბა. ნივ­თის ტა­რე­ბა, ან გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლოა, ერთ შემ­თხვე­ვა­ში იყოს და­საშ­ვე­ბი და მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში აკ­რძა­ლუ­ლი. შე­ზღუდ­ვე­ბი შეგ­ვიძ­ლია დავ­ყოთ პირ­თა წრის მი­ხედ­ვი­თაც. მა­გა­ლი­თად, არას­რულ­წლო­ვანს ეკ­რძა­ლე­ბა მან­ქა­ნის მარ­თვა, მა­შინ როცა სრულ­წლო­ვა­ნის­თვის ეს და­საშ­ვე­ბია.

- და­ნე­ბი იყი­დე­ბა და­უბ­რკო­ლებ­ლად, ანუ და­ნის ტა­რე­ბის უფ­ლე­ბაც შე­უ­ზღუ­და­ვია?

- ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თლის კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, ცივი ია­რა­ღის ტა­რე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს ჯა­რი­მას, მა­რამ რე­ა­ლი­ზა­ცია და შეს­ყიდ­ვა არაა დას­ჯა­დი. ზოგ ქვე­ყა­ნა­ში პირ­და­პი­რაა გან­სა­ზღვრუ­ლი, რა­ნა­ი­რი და­ნის გა­ყიდ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­გა­ლი­თად, ზო­გან აკ­რძა­ლუ­ლია 40 სმ და მეტი სიგ­რძის და­ნის გა­ყიდ­ვა. ჩვენ­თან ასე­თი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სამ­წუ­ხა­როდ, არაა. თუკი ადა­მი­ა­ნი ატა­რებს ცივ ია­რაღს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ჯა­რი­მა გა­ნის­ზღვრე­ბა 200 ლა­რით. ჩვენ­თან უპ­რობ­ლე­მოდ იყი­დე­ბა და ფაქ­ტობ­რი­ვად არაა დას­ჯა­დი ე.წ. "ბა­ბო­ჩკა" და­ნით სი­ა­რუ­ლი, მა­შინ როცა გერ­მა­ნი­ა­ში ასე­თი და­ნის წარ­მო­ე­ბა, რე­ა­ლი­ზა­ცია და იმ­პორ­ტიც კი კა­ტე­გო­რი­უ­ლა­დაა აკ­რძა­ლუ­ლი, რად­გან სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თოდ ით­ვლე­ბა. ჩვენ­თან ცივი ია­რა­ღის ზო­გა­დი დე­ფი­ნი­ცი­აა, რომ უშუ­ა­ლოდ შე­ხე­ბით და­ა­ზი­ა­ნო ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ არაა გან­სა­ზღვრუ­ლი, რა ით­ვლე­ბა ცივ ია­რა­ღად, მხო­ლოდ დანა თუ მა­გა­ლი­თად, ჩან­გა­ლიც, რომ­ლი­თაც ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის და­ზი­ა­ნე­ბა.

- ვთქვათ, ქუ­ჩა­ში ვმოძ­რა­ობ ე.წ. სუფ­რის და­ნით, ამ შემ­თხვე­ვა­ში თუ და­მა­ჯა­რი­მებს პო­ლი­ცია?

- თუ ასე­თი დანა გვექ­ნე­ბა ჯი­ბე­ში და და­ი­ნა­ხა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა, არის დას­ჯა­დი. ფაქ­ტია, რომ ეს არის სა­და­ვო მუხ­ლი, რად­გან ვთქვათ, ჯი­ბით ატა­რებ და­ნას, ხარ მზა­რე­უ­ლი და ეს დანა გჭირ­დე­ბა სამ­სა­ხურ­ში, მა­შინ არ და­გა­ჯა­რი­მე­ბენ, ვი­ნა­დი­ან ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში პირ­და­პირ წე­რია გა­მო­ნაკ­ლი­სე­ბი. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ გა­მო­ნაკ­ლი­სებ­ში შე­დის ეროვ­ნულ ტან­საც­მელ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ხან­ჯა­ლიც.

- ბევ­რი ახალ­გაზ­რდა კას­ტე­ტით გა­და­ად­გილ­დე­ბა, ეს თუა დას­ჯა­დი?

- კას­ტე­ტის ტა­რე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია და პირ­და­პირ წე­რია, რომ სამ­სა­ხუ­რებ­რივ საშ­ტა­ტო ია­რა­ღა­დაც არ შე­იძ­ლე­ბა იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ასე­ვე იკ­რძა­ლე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბაც, რო­მელ­საც საგ­ნის იმი­ტი­რე­ბუ­ლი ფორ­მა აქვს, მა­გა­ლი­თად: სან­თე­ბე­ლა პის­ტო­ლე­ტი, კა­ლა­მი პის­ტო­ლე­ტი და სხვა.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ნივთები, რომლითაც საქართველოში, ქუჩაში სიარული აკრძალულია

ნივთები, რომლითაც საქართველოში, ქუჩაში სიარული აკრძალულია

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოში საგნების გარკვეული კატეგორიით გადაადგილება იზღუდება. რატომ არსებობს აკრძალვა ამ თუ იმ საგანზე და რა სასჯელს ითვალისწინებს კანონი, კომენტარი იურისტ მარიამ დოლიძეს ვთხოვეთ:

- ასეთი კანონების მიღება ყოველდღიურმა ყოფამ განაპირობა, მაგრამ ქვეყანაში არსებული სოციალური ფონი და არსებული კრიმინოგენული სიტუაცია ზოგი კანონის კიდევ უფრო გამკაცრებას და რეგულაციას იწვევს. ყველასთვის ცნობილია, რომ ცივი და ცეცხლსასროლი იარაღები აკრძალულია, მაგრამ ესენიც კი კონკრეტული კრიტერიუმით იკრძალება. ნივთის ტარება, ან გამოყენება შესაძლოა, ერთ შემთხვევაში იყოს დასაშვები და მეორე შემთხვევაში აკრძალული. შეზღუდვები შეგვიძლია დავყოთ პირთა წრის მიხედვითაც. მაგალითად, არასრულწლოვანს ეკრძალება მანქანის მართვა, მაშინ როცა სრულწლოვანისთვის ეს დასაშვებია.

- დანები იყიდება დაუბრკოლებლად, ანუ დანის ტარების უფლებაც შეუზღუდავია?

- ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის მიხედვით, ცივი იარაღის ტარება ითვალისწინებს ჯარიმას, მარამ რეალიზაცია და შესყიდვა არაა დასჯადი. ზოგ ქვეყანაში პირდაპირაა განსაზღვრული, რანაირი დანის გაყიდვაა შესაძლებელი, მაგალითად, ზოგან აკრძალულია 40 სმ და მეტი სიგრძის დანის გაყიდვა. ჩვენთან ასეთი რეგულაციები სამწუხაროდ, არაა. თუკი ადამიანი ატარებს ცივ იარაღს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ჯარიმა განისზღვრება 200 ლარით. ჩვენთან უპრობლემოდ იყიდება და ფაქტობრივად არაა დასჯადი ე.წ. "ბაბოჩკა" დანით სიარული, მაშინ როცა გერმანიაში ასეთი დანის წარმოება, რეალიზაცია და იმპორტიც კი კატეგორიულადაა აკრძალული, რადგან სიცოცხლისთვის სახიფათოდ ითვლება. ჩვენთან ცივი იარაღის ზოგადი დეფინიციაა, რომ უშუალოდ შეხებით დააზიანო ადამიანი, მაგრამ არაა განსაზღვრული, რა ითვლება ცივ იარაღად, მხოლოდ დანა თუ მაგალითად, ჩანგალიც, რომლითაც ასევე შესაძლებელია ადამიანის დაზიანება.

- ვთქვათ, ქუჩაში ვმოძრაობ ე.წ. სუფრის დანით, ამ შემთხვევაში თუ დამაჯარიმებს პოლიცია?

- თუ ასეთი დანა გვექნება ჯიბეში და დაინახა სამართალდამცველმა, არის დასჯადი. ფაქტია, რომ ეს არის სადავო მუხლი, რადგან ვთქვათ, ჯიბით ატარებ დანას, ხარ მზარეული და ეს დანა გჭირდება სამსახურში, მაშინ არ დაგაჯარიმებენ, ვინადიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში პირდაპირ წერია გამონაკლისები. სხვათა შორის, სწორედ გამონაკლისებში შედის ეროვნულ ტანსაცმელში გამოყენებული ხანჯალიც.

- ბევრი ახალგაზრდა კასტეტით გადაადგილდება, ეს თუა დასჯადი?

- კასტეტის ტარება აკრძალულია და პირდაპირ წერია, რომ სამსახურებრივ საშტატო იარაღადაც არ შეიძლება იქნეს გამოყენებული. ასევე იკრძალება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებაც, რომელსაც საგნის იმიტირებული ფორმა აქვს, მაგალითად: სანთებელა პისტოლეტი, კალამი პისტოლეტი და სხვა.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია