მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხოვრების ჯანსაღი წესი - არსი და პრინციპები
ცხოვრების ჯანსაღი წესი - არსი და პრინციპები

ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი - ხში­რად გვეს­მის და ალ­ბათ არა­ერ­თხელ დავ­ფიქ­რე­ბულ­ვართ კი­დეც ამ ფორ­მუ­ლი­რე­ბა­ზე. მა­ინც რა არის ეს ჯან­სა­ღი წესი, რას გუ­ლის­ხმობს, რას მო­ი­ცავს? თუმ­ცა მთა­ვა­რი დე­ტა­ლე­ბი ბევ­რს სა­თა­ნა­დოდ არც კი აქვს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, მა­ინც ყვე­ლამ იცის, რომ ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი ორ­გა­ნიზ­მის ჯან­მრთე­ლო­ბის, დღეგ­რძე­ლო­ბის, სო­ცი­ა­ლურ ფუნ­ქცი­ა­თა სრულ­ფა­სოვ­ნად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­წინ­და­რია. სხვა სა­კი­თხია, ვინ რო­გორ მის­დევს ამ წესს. ან კი რო­გორ უნდა მის­დი­ოს ზო­გი­ერ­თმა, თუ მისი არ­სიც კი არ აქვს გა­თა­ვი­სე­ბუ­ლი?!

ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი არის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, ცხოვ­რე­ბის აქ­ტი­უ­რი, კულ­ტუ­რუ­ლი წესი, ჰუ­მა­ნუ­რი და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლო კავ­შირ­შია ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და დღეგ­რძე­ლო­ბას­თან, კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბას­თან. ეს არის უბ­რა­ლოდ ცხოვ­რე­ბის პო­ზი­ცია, ადა­მი­ა­ნის ქცე­ვა და შე­მოქ­მე­დე­ბა, მი­მარ­თუ­ლი სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის გან­მტკი­ცე­ბის­კენ. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მზე სხვა­დას­ხვა სა­ხის დატ­ვირ­თვის გაზ­რდა-ცვლი­ლე­ბით, რაც, თა­ვის მხრივ, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის გარ­თუ­ლე­ბით, ტექ­ნო­გე­ნუ­რი, ეკო­ლო­გი­უ­რი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი თუ სა­ო­მა­რი ხა­სი­ა­თის რისკთა მა­ტე­ბით, ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი ძვრე­ბის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტორ­თა გამ­რავ­ლე­ბით. ასე­თი მო­საზ­რე­ბაც არ­სე­ბობს: ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი არის ადა­მი­ა­ნის გო­ნივ­რუ­ლი ქცე­ვის სის­ტე­მა (ზო­მი­ე­რე­ბა ყვე­ლა­ფერ­ში, ოპ­ტი­მა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­თი რე­ჟი­მი, გა­კა­ჟე­ბა, სწო­რი კვე­ბა, ცხოვ­რე­ბის რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი რე­ჟი­მი, მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე უა­რის თქმა), რო­მე­ლიც უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს რე­ლი­გი­ურ-ეროვ­ნულ ტრა­დი­ცი­ებს და ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­კუ­რი, სუ­ლი­ე­რი, ფსი­ქი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას რე­ა­ლუ­რად გა­რე­მომ­ცველ სამ­ყა­რო­ში. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წესი - ეს არის შრო­მით, სა­ო­ჯა­ხო-სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თუ­ლო­ბა-მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ვიწ­რო ბი­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით კი საქ­მე ეხე­ბა ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ადაპ­ტა­ცი­ურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს რო­გორც გა­რე­სამ­ყა­როს ზე­მოქ­მე­დე­ბის, ასე­ვე ში­ნა­გან სამ­ყა­რო­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ. ამ თე­მა­ზე მო­მუ­შა­ვე­ნი ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­ში უამ­რავ კომ­პო­ნენტს მო­ი­აზ­რე­ბენ, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი მა­ინც მთა­ვარ, ბა­ზი­სურ ნა­წი­ლად არის გა­მო­ყო­ფი­ლი; ესე­ნია:

  • ჯან­სა­ღი უნარ-ჩვე­ვე­ბის და­უფ­ლე­ბა, ჯან­სა­ღად აღ­ზრდა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე;
  • გა­რე­სამ­ყა­როს უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე მისი ზე­მოქ­მე­დე­ბის შეს­წავ­ლა;
  • მავ­ნე ჩვე­ვებ­ზე (თამ­ბა­ქოს, ალ­კოჰო­ლი­სა და ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბა­თა მოხ­მა­რე­ბა­ზე) უა­რის თქმა;
  • კვე­ბა - ზო­მი­ე­რი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი, აგ­რეთ­ვე - ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ;
  • მოძ­რა­ო­ბა - ფი­ზი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბა, დღის რე­ჟიმ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ფი­ზი­კუ­რი ვარ­ჯი­შე­ბის ჩარ­თვა ასა­კობ­რი­ვი და ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
  • ჰი­გი­ე­ნა - პი­რა­დი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჰი­გი­ე­ნის დაც­ვა, პირ­ვე­ლი დახ­მა­რე­ბის ძი­რი­თა­დი ჩვე­ვე­ბის ცოდ­ნა;
  • გა­კა­ჟე­ბა.
ცნო­ბი­ლია, რომ ადა­მი­ა­ნის ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მისი ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მე­ლიც, თა­ვის მხრივ, და­მო­კი­დე­ბუ­ლია პი­როვ­ნე­ბის მენ­ტა­ლურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, ამი­ტომ ზო­გი­ერ­თი ავ­ტო­რი ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის გან­ხილ­ვი­სას შემ­დეგ ას­პექ­ტებ­საც გა­მო­ყოფს:

  • ემო­ცი­უ­რი თვით­შეგ­რძნე­ბა - ფსი­ქო­ჰი­გი­ე­ნა, სა­კუ­თარ ემო­ცი­ებ­სა და პრობ­ლე­მებ­თან გამ­კლა­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა და ცოდ­ნა;
  • ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თვით­შეგ­რძნე­ბა - ადა­მი­ა­ნის უნა­რი შე­ი­ტყოს და გა­მო­ი­ყე­ნოს ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცია ახალ გა­რე­მო­ში ოპ­ტი­მა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბის­თვის;
  • სუ­ლი­ე­რი თვით­შეგ­რძნე­ბა - ადა­მი­ა­ნის უნა­რი და­ად­გი­ნოს ნამ­დვი­ლად ღი­რე­ბუ­ლი, ფა­სე­უ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მიზ­ნე­ბი, ის­წრა­ფო­დეს ამ მიზ­ნე­ბის­კენ.
რუბრიკის სხვა სიახლეები

ცხოვრების ჯანსაღი წესი - არსი და პრინციპები

ცხოვრების ჯანსაღი წესი - არსი და პრინციპები

ცხოვრების ჯანსაღი წესი - ხშირად გვესმის და ალბათ არაერთხელ დავფიქრებულვართ კიდეც ამ ფორმულირებაზე. მაინც რა არის ეს ჯანსაღი წესი, რას გულისხმობს, რას მოიცავს? თუმცა მთავარი დეტალები ბევრს სათანადოდ არც კი აქვს გაცნობიერებული, მაინც ყველამ იცის, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარია. სხვა საკითხია, ვინ როგორ მისდევს ამ წესს. ან კი როგორ უნდა მისდიოს ზოგიერთმა, თუ მისი არსიც კი არ აქვს გათავისებული?!

ცხოვრების ჯანსაღი წესი არის, უპირველეს ყოვლისა, ცხოვრების აქტიური, კულტურული წესი, ჰუმანური და ცივილიზებული, რომელიც უშუალო კავშირშია ადამიანის ჯანმრთელობასა და დღეგრძელობასთან, კეთილდღეობასა და ბედნიერებასთან. ეს არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისკენ. ცხოვრების ჯანსაღი წესის განსაკუთრებული აქტუალობა გამოწვეულია ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის დატვირთვის გაზრდა-ცვლილებით, რაც, თავის მხრივ, განპირობებულია საზოგადოებრივი ცხოვრების გართულებით, ტექნოგენური, ეკოლოგიური, ფსიქოლოგიური, პოლიტიკური თუ საომარი ხასიათის რისკთა მატებით, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ნეგატიური ძვრების მაპროვოცირებელ ფაქტორთა გამრავლებით. ასეთი მოსაზრებაც არსებობს: ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა (ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიც უნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში. ცხოვრების ჯანსაღი წესი - ეს არის შრომით, საოჯახო-საყოფაცხოვრებო და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა-მონაწილეობა. ვიწრო ბიოლოგიური თვალსაზრისით კი საქმე ეხება ადამიანის ფიზიოლოგიურ ადაპტაციურ შესაძლებლობებს როგორც გარესამყაროს ზემოქმედების, ასევე შინაგან სამყაროში განვითარებული ცვლილებების საპასუხოდ. ამ თემაზე მომუშავენი ცხოვრების ჯანსაღ წესში უამრავ კომპონენტს მოიაზრებენ, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც მთავარ, ბაზისურ ნაწილად არის გამოყოფილი; ესენია:

  • ჯანსაღი უნარ-ჩვევების დაუფლება, ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
  • გარესამყაროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ჯანმრთელობაზე მისი ზემოქმედების შესწავლა;
  • მავნე ჩვევებზე (თამბაქოს, ალკოჰოლისა და ნარკოტიკულ საშუალებათა მოხმარებაზე) უარის თქმა;
  • კვება - ზომიერი, ინდივიდუალური ფიზიოლოგიური თავისებურებების შესაბამისი, აგრეთვე - ინფორმირებულობა გამოყენებული პროდუქტების ხარისხიანობის შესახებ;
  • მოძრაობა - ფიზიკურად აქტიური ცხოვრება, დღის რეჟიმში სპეციალური ფიზიკური ვარჯიშების ჩართვა ასაკობრივი და ფიზიოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით;
  • ჰიგიენა - პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, პირველი დახმარების ძირითადი ჩვევების ცოდნა;
  • გაკაჟება.
ცნობილია, რომ ადამიანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე დიდ გავლენას ახდენს მისი ფსიქოემოციური მდგომარეობა, რომელიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია პიროვნების მენტალურ თავისებურებებზე, ამიტომ ზოგიერთი ავტორი ცხოვრების ჯანსაღი წესის განხილვისას შემდეგ ასპექტებსაც გამოყოფს:

  • ემოციური თვითშეგრძნება - ფსიქოჰიგიენა, საკუთარ ემოციებსა და პრობლემებთან გამკლავების შესაძლებლობა და ცოდნა;
  • ინტელექტუალური თვითშეგრძნება - ადამიანის უნარი შეიტყოს და გამოიყენოს ახალი ინფორმაცია ახალ გარემოში ოპტიმალური მოქმედებისთვის;
  • სულიერი თვითშეგრძნება - ადამიანის უნარი დაადგინოს ნამდვილად ღირებული, ფასეული და მნიშვნელოვანი, კონსტრუქციული ცხოვრებისეული მიზნები, ისწრაფოდეს ამ მიზნებისკენ.

ნუკიმ ყველაფერი გაამხილა - სექსსიმბოლოს თავის მოვლის ყველა მეთოდი და გამომწვევი ფოტოები

თბილისში ყველაზე პოპულარული ბრინჯის დიეტა, რომლითაც ცნობილმა ქალებმა კვირაში 8-10 კილო დაიკლეს

მიირთვით გემრიელად და დაიკელით თვეში 20 კილოგრამი - ამერიკელი და პოლონელი ექიმების უნიკალური დიეტები