საქართველოს ეკონომიკის ყოფილი მინისტრის და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის კახა ბენდუქიძის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს, მის სახლში მოსაშვილის ქუჩაზე, N5-ში გაიმართება.
ბენდუქიძე ლონდონიდან თბილისში გუშინ ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფებოდნენ კახა ბენდუქიძის ახლობლები, სტუდენტები, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები.
საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს შაბათს, 22 ნოემბერს კუკიის სასაფლაოზე დაკრძალავენ. გამოსვენება კი დიღმის საუნივერსიტეტო კამპუსიდან მოხდება.
კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში, 13 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გულის შეტევით გარდაიცვალა.
"ინტერპრესნიუსი"