სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 04:18-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 07:02-ზე, მთვარე ტყუპშია – ჰარმონიული და მარტივი დღეა, სიყვარულის, პატიებისა და მიღების. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. თუმცა, ის, რაც დღეს დაიგეგმება, მოგვიანებით წარმატებით განხორციელდება. ნუ გადატვირთავთ თავს ფიზიკურად და ემოციურად. ნაკლები ილაპარაკეთ. საღამოსკენ გაუმკლავდით ფინანსურ საკითხებს. გადაიხადეთ ვალები. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. დღეს არ შექმნათ ოჯახი. საყვარელ ადამიანთან ერთად გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხელი და იაფი კურორტები ზამთრის ოჯახური არდადეგებისთვის (+ ფოტოგალერეა)
ცხელი და იაფი კურორტები ზამთრის ოჯახური არდადეგებისთვის (+ ფოტოგალერეა)

1. ფურ­ტე­ვე­ნუ­რა, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი

ულა­მა­ზე­სი ლურ­ჯი ლა­გუ­ნე­ბი, სერ­ფინ­გი და ჯი­რი­თი. სა­ო­ცა­რი პარ­კე­ბი და მუ­ზე­უ­მე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა­ში მო­გიყ­ვანთ, იდე­ა­ლუ­რი დას­ვე­ნე­ბის შეგ­რძნე­ბას გა­გი­ჩენთ და მხი­ა­რუ­ლად გა­გა­ტა­რე­ბი­ნებთ დროს. სხვა­თა შო­რის, იქ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ია­ფია. მა­გა­ლი­თად, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ფასი 1 ფუნ­ტია. ამი­ტომ შე­ზღუ­დუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი­თაც კი, იქ სა­უ­კე­თე­სოდ შეძ­ლებთ დრო­ის გა­ტა­რე­ბას.

2. ტე­ნე­რი­ფე, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი

ისევ კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლე­ბი. ეს ად­გი­ლი იდე­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნია ოჯა­ხე­ბის­თვის, სა­დაც ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა 574 ფუნ­ტი და­გიჯ­დე­ბათ. კუნ­ძუ­ლი სა­ხელ­გან­თქმუ­ლია თა­ვი­სი ვულ­კა­ნუ­რი კლდე­ე­ბით, სა­ცუ­რაო პარ­კე­ბით, ტრო­პი­კუ­ლი ფრინ­ვე­ლე­ბით და მა­ი­მუ­ნე­ბის პარ­კით. მან­ქა­ნის ქი­რა­ო­ბა ტე­ნე­რი­ფე­ზე ყვე­ლა­ზე იაფი - კვი­რა­ში 89 ფუნ­ტი ჯდე­ბა.

3. გოა, ინ­დო­ე­თი

გოა, რო­მე­ლიც ინ­დო­ე­თის და­სავ­ლეთ სა­ნა­პი­რო­ზე მდე­ბა­რე­ობს, ზამ­თარ­ში ცო­ცხლდე­ბა. რო­დე­საც ძლი­ე­რი ქა­რე­ბის სე­ზო­ნი სრულ­დე­ბა, თბი­ლი კლი­მა­ტი ბრუნ­დე­ბა და ტუ­რის­ტე­ბი გოას აწყდე­ბი­ან. საკ­ვე­ბი და სას­მე­ლი ძა­ლი­ან იაფი ღირს, მხო­ლოდ სამი ფუნ­ტი ლუ­დის­თვის, ერთი ფუნ­ტი მსუ­ბუქ სას­მე­ლებ­ზე, მან­ქა­ნის გა­ქი­რა­ვე­ბა - კვი­რა­ში 228 ფუნ­ტი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ერთი კვი­რის გო­ა­ში გა­ტა­რე­ბა 606 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი და­გიჯ­დე­ბათ.

4. შარმ ელ შე­ი­ხი, ეგ­ვიპ­ტე

თბი­ლი წყლე­ბი, ქვი­ში­ა­ნი პლა­ჟი, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მარ­ჯნე­ბი და თევ­ზე­ბი. ორი კა­თხა ლუდი აქ მხო­ლოდ სამი ფუნ­ტი ღირს. შარმ ელ შე­იხ­ში ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა 608 ფუნ­ტი და­გიჯ­დე­ბათ.

5. მა­რა­კე­ში, მო­რო­კო

ღია ცის ქვეშ გაშ­ლი­ლი ბაზ­რო­ბე­ბი, გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი და საკ­ვე­ბი ობი­ექ­ტე­ბი სა­უ­კე­თე­სო ატ­მოს­ფე­როს შე­გიქ­მნი­ან მა­რა­კე­შ­ზე, სა­დაც ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბა 633 ფუნ­ტი და­გიჯ­დე­ბათ. სა­მა­გი­ე­როდ, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლილ ად­გი­ლებ­თან შე­და­რე­ბით, მა­რა­კეშ­ში ორი კა­თხა ლუდ­ში ცა­მე­ტი ფუნ­ტის გა­დახ­და მო­გი­წევთ.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მომ­ზა­დე­ბუ­ლია msn.com-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ცხელი და იაფი კურორტები ზამთრის ოჯახური არდადეგებისთვის (+ ფოტოგალერეა)

ცხელი და იაფი კურორტები ზამთრის ოჯახური არდადეგებისთვის (+ ფოტოგალერეა)

1. ფურტევენურა, კანარის კუნძულები

ულამაზესი ლურჯი ლაგუნები, სერფინგი და ჯირითი. საოცარი პარკები და მუზეუმები აღფრთოვანებაში მოგიყვანთ, იდეალური დასვენების შეგრძნებას გაგიჩენთ და მხიარულად გაგატარებინებთ დროს. სხვათა შორის, იქ ყველაფერი ძალიან იაფია. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელის ფასი 1 ფუნტია. ამიტომ შეზღუდული ბიუჯეტითაც კი, იქ საუკეთესოდ შეძლებთ დროის გატარებას.

2. ტენერიფე, კანარის კუნძულები

ისევ კანარის კუნძულები. ეს ადგილი იდეალური არჩევანია ოჯახებისთვის, სადაც ერთკვირიანი დასვენება 574 ფუნტი დაგიჯდებათ. კუნძული სახელგანთქმულია თავისი ვულკანური კლდეებით, საცურაო პარკებით, ტროპიკული ფრინველებით და მაიმუნების პარკით. მანქანის ქირაობა ტენერიფეზე ყველაზე იაფი - კვირაში 89 ფუნტი ჯდება.

3. გოა, ინდოეთი

გოა, რომელიც ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ზამთარში ცოცხლდება. როდესაც ძლიერი ქარების სეზონი სრულდება, თბილი კლიმატი ბრუნდება და ტურისტები გოას აწყდებიან. საკვები და სასმელი ძალიან იაფი ღირს, მხოლოდ სამი ფუნტი ლუდისთვის, ერთი ფუნტი მსუბუქ სასმელებზე, მანქანის გაქირავება - კვირაში 228 ფუნტი. საბოლოო ჯამში, ერთი კვირის გოაში გატარება 606 ფუნტი სტერლინგი დაგიჯდებათ.

4. შარმ ელ შეიხი, ეგვიპტე

თბილი წყლები, ქვიშიანი პლაჟი, წარმოუდგენელი მარჯნები და თევზები. ორი კათხა ლუდი აქ მხოლოდ სამი ფუნტი ღირს. შარმ ელ შეიხში ერთკვირიანი დასვენება 608 ფუნტი დაგიჯდებათ.

5. მარაკეში, მოროკო

ღია ცის ქვეშ გაშლილი ბაზრობები, გადამყიდველები და საკვები ობიექტები საუკეთესო ატმოსფეროს შეგიქმნიან მარაკეშზე, სადაც ერთკვირიანი დასვენება 633 ფუნტი დაგიჯდებათ. სამაგიეროდ, ზემოთ ჩამოთვლილ ადგილებთან შედარებით, მარაკეშში ორი კათხა ლუდში ცამეტი ფუნტის გადახდა მოგიწევთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს