რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში 7 ნოემბრის აქციაზე გადაღებული ფოტოები გავრცელდა, რომელზეც სპეცრაზმის თანამშრომლებთან ერთად სოდი-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუაა გამოსახული. ნანუკა ჟორჟოლიანმა ფოტოებს გოიმურად დამონტაჟებული უწოდა და მის გავრცელებაში კანცელარიის თანამშრომელი ბექა მჭედლიშვილი დაადანაშაულა. ტელეწამყვანმა ფოტოებისთვის ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა და ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა.
"მივიღე გადაწყვეტილება ფოტოებს ექპსერტიზა ჩავუტარო სამხარაულის ბიუროში და ასევე ქვეყნის გარეთ! მესმის რომ ძაან ბანძი მონტაჟია და ყველა მარტივად მიხვდება, მაგრამ პრინციპის საქმეა! ერთხელ მოიხდიან ბოდიშს?! მეორედ აღარ გააკეთებენ! P.S. ეს იმას არ ნიშნავს რომ ამით ირაკლის რამე პასუხისმგებლობას ვხსნი, არა! მაგრამ ეს ფოტოები ფოტო მონტაჟია და ამას დავამტკიცებ!" ნანუკას პოსტს სხვებთან ერთად ბექა მჭედლიშვილი და ნოდარ ცხვირაშვილი გამოეხმაურა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ფოტოები მისი გადაღებული და გავრცელებულია.
რამდენიმე წუთის წინ ბექა მჭედლიშვილმა და ნოდარ ცხვირაშვილმა ფეისბუქის გვერდზე სამხარაულის ბიუროში ფოტოებზე ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები გამოაქვეყნეს.
"ეს კი მათთვის,ვისაც არ ახსოვს რაზეა ლაპარაკი - ნანუკა ჟორჟოლიანი მაბრალებდა,რომ მე დავამონტაჟებინე სოდის ყოფილი უფროსის და მისი ქმრის, ერეკლე კოდუას ფოტოები და რეალურად 2007 წლის 7 ნოემბერს იქ არ მდგარა. ამასთან,დამპირდა რომ ამ "ტყუილის" გამო საჯაროდ შემარცხვენდა. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით,რომელიც ფოტოების ავტორმა ნოდარ ცხივრაშვილმა ჩაატარებინა, ამ ფოტოში მონტაჟი არის 0 და ის არის ორიგინალი", - წერს მჭედლიშვილი.
იხილეთ ასევე: