პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცმევს
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცმევს

შარ­შან ის გავ­ლე­ნი­ა­ნი ფრან­გუ­ლი მო­დის სახ­ლის Thierry Mugler-ის კრე­ა­ტი­უ­ლი დი­რექ­ტო­რი გახ­და. ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი დე­ვიდ კომა, იგი­ვე და­ვით კო­მა­ხი­ძე ქა­ლის ტა­ნი­სა­მო­სის ხაზს ხელ­მძღვა­ნე­ლობს, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნა­ში 55-ზე მეტი მა­ღა­ზია აქვს.

დე­ვი­დი "ინ­სტაგ­რა­მის" პი­რად გვერ­დზე მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი ვარ­სკვლა­ვე­ბის, მომ­ღერ­ლე­ბის, მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა თუ მო­დე­ლე­ბის ფო­ტო­ებს ავ­რცე­ლებს, რომ­ლე­ბიც მის შე­კე­რილ სა­მოსს ატა­რე­ბენ. მათი რი­ცხვი საკ­მა­ოდ დი­დია. დე­ვიდ კო­მას პრო­დუქ­ცი­ის მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის არი­ან: ევა ლონ­გო­რია, ჯე­ნი­ფერ ლო­უ­რენ­სი, მე­გან ფოქ­სი, კერი ვა­შინგტო­ნი, ემი­ლი ბლან­ტი, ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სი, ჯე­სი­კა ბილი, მი­რან­და კერი, გვი­ნეტ პელტროუ, კა­მე­რონ დი­ა­სი, ლილი კო­ლინ­ზი, ნა­ო­მი კემ­პბე­ლი, ქეთი მე­ლუა, ბი­ონ­სე, ლედი გაგა, რი­ა­ნა, ელი­ზა­ბეტ ბენკსი, ემი­ლი რა­ტა­ჯკოვ­სკი და სხვა მრა­ვა­ლი.

კო­მას მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბიც. თუმ­ცა მისი სა­ხე­ლი საქ­ვეყ­ნოდ მას შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რაც ბი­ონ­სე MTV-ის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე კო­მას კა­ბით გა­მო­ცხად­და.

და­ვით კო­მა­ხი­ძე თბი­ლის­ში და­ი­ბა­და. სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბას სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში სწავ­ლობ­და და პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია 15 წლის ასაკ­ში შექ­მნა. თუმ­ცა მის კა­რი­ე­რა­ში გარ­დამ­ტე­ხი ეპი­ზო­დი ლონ­დო­ნის მო­დის კვი­რე­ულს უკავ­შირ­დე­ბა. მისი კო­ლექ­ცი­ით აღ­ფრთო­ვან­დნენ ცნო­ბი­ლი ბა­ი­ე­რე­ბი და მო­დის კრი­ტი­კო­სე­ბი - არც ფი­ნან­სურ­მა წარ­მა­ტე­ბამ და­ა­ყოვ­ნა და დი­ზა­ი­ნერს ბევ­რი სპონ­სო­რი გა­მო­უჩ­ნდა. მის მიერ შექ­მნი­ლი კოქ­ტე­ი­ლის კა­ბე­ბი 1500, სა­ღა­მოს კა­ბე­ბი და პი­ჯა­კე­ბი კი სა­შუ­ა­ლოდ, 900 დო­ლა­რი ღირს.

დე­ვი­დის რუსი მე­უღ­ლე, სა­შაც დი­ზა­ი­ნე­რია, რო­მე­ლიც დე­ვიდ კო­მას ბრენ­დს კუ­რი­რებს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ასე­ვე: ვინ არის 5 ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი და რა ღირს მათი ნა­მუ­შევ­რე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცმევს

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი, რომელიც მსოფლიო დონის ვარსკვლავებს აცმევს

შარშან ის გავლენიანი ფრანგული მოდის სახლის Thierry Mugler-ის კრეატიული დირექტორი გახდა. ქართველი დიზაინერი დევიდ კომა, იგივე დავით კომახიძე ქალის ტანისამოსის ხაზს ხელმძღვანელობს, რომელსაც რამდენიმე ქვეყანაში 55-ზე მეტი მაღაზია აქვს.

დევიდი "ინსტაგრამის" პირად გვერდზე მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების, მომღერლების, მსახიობებისა თუ მოდელების ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც მის შეკერილ სამოსს ატარებენ. მათი რიცხვი საკმაოდ დიდია. დევიდ კომას პროდუქციის მომხმარებლებს შორის არიან: ევა ლონგორია, ჯენიფერ ლოურენსი, მეგან ფოქსი, კერი ვაშინგტონი, ემილი ბლანტი, ჯენიფერ ლოპესი, ჯესიკა ბილი, მირანდა კერი, გვინეტ პელტროუ, კამერონ დიასი, ლილი კოლინზი, ნაომი კემპბელი, ქეთი მელუა, ბიონსე, ლედი გაგა, რიანა, ელიზაბეტ ბენკსი, ემილი რატაჯკოვსკი და სხვა მრავალი.

კომას მომხმარებლები არიან მოდის კრიტიკოსებიც. თუმცა მისი სახელი საქვეყნოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ბიონსე MTV-ის ცერემონიალზე კომას კაბით გამოცხადდა.

დავით კომახიძე თბილისში დაიბადა. სახვით ხელოვნებას სანკტ-პეტერბურგში სწავლობდა და პირველი კოლექცია 15 წლის ასაკში შექმნა. თუმცა მის კარიერაში გარდამტეხი ეპიზოდი ლონდონის მოდის კვირეულს უკავშირდება. მისი კოლექციით აღფრთოვანდნენ ცნობილი ბაიერები და მოდის კრიტიკოსები - არც ფინანსურმა წარმატებამ დააყოვნა და დიზაინერს ბევრი სპონსორი გამოუჩნდა. მის მიერ შექმნილი კოქტეილის კაბები 1500, საღამოს კაბები და პიჯაკები კი საშუალოდ, 900 დოლარი ღირს.

დევიდის რუსი მეუღლე, საშაც დიზაინერია, რომელიც დევიდ კომას ბრენდს კურირებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ვინ არის 5 ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი ქართველი დიზაინერი და რა ღირს მათი ნამუშევრები

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება