მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ვისაც ჩემი თეძოები ნანახი აქვს, იცის, რომ ცელულიტი არ მაქვს''
''ვისაც ჩემი თეძოები ნანახი აქვს, იცის, რომ ცელულიტი არ მაქვს''

მარ­გო ლუ­ჩკოს სა­ხე­ლი­სა და გვა­რის ხსე­ნე­ბა უმე­ტე­სო­ბას ღი­მილს ჰგვრის. ამის მი­ზე­ზი ამ უკ­რა­ი­ნე­ლი ლა­მაზ­მა­ნის "უნი­კა­ლუ­რი" ქარ­თუ­ლია. "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შო­უ­შიც" და "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­შიც", რო­მე­ლიც მარ­გომ ცოტა ხნის წინ და­ტო­ვა, მა­ყუ­რე­ბე­ლი სწო­რედ მის უც­ნა­ურ და სა­სა­ცი­ლო გა­მო­ნათ­ქვა­მებს იმახ­სოვ­რებს. ტე­ლე­წამ­ყვა­ნის სი­ტყვა­თა თან­წყო­ბა,- "სტა­ლი­ნის სან­ძრე­ვე­ლა", ანუ სტა­ლი­ნის სამ­ზა­რე­უ­ლო, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლის მთა­ვარ თე­მად იქცა.

მარ­გო ლუ­ჩკო­სა და ირაკ­ლი ჭყო­ი­ძეს ცხრაწ­ლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა აკავ­ში­რებთ. წყვილს 5 წლის ნი­კო­ლო­ზი ჰყავს. ქა­ლაქ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ცოლ-ქმარს ურ­თი­ერ­თო­ბა გა­უ­ფუჭ­და. ალ­ბათ, ეს არის მი­ზე­ზი იმი­სა, რომ მარ­გო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ზე უარს ამ­ბობს. ჩვენც გაგ­ვიგ­რძელ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი ტე­ლე­წამ­ყვან­თან, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ინ­ტერ­ვიუ მა­ინც შედ­გა.

- პირ­ველ რიგ­ში, მინ­და ვთქვა, რომ მი­ხა­რია, ამ პა­ტა­რა პა­უ­ზის შემ­დეგ "რე­ი­ტინგს" რომ ვაძ­ლევ ინ­ტერ­ვი­უს და პი­რა­დად შენ.

- რა­ტომ გქონ­და პა­უ­ზა?

- არ მინ­და, თავი მო­ვა­ბეზ­რო ხალ­ხს, ისე­დაც სულ ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვარ. ასე მგო­ნია, არ აინ­ტე­რე­სებს ხალ­ხს მარ­გო. არ ვარ "ვარ­სკვლა­ვი", რო­მელ­ზეც მუდ­მი­ვად უნდა ილა­პა­რა­კონ, უბ­რა­ლო მარ­გუ­შა ლუ­ჩკო ვარ (იცი­ნის).

- ამ უბ­რა­ლო მარ­გუ­შამ "შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლის შოუს" წყა­ლო­ბით მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო მო­ი­ა­რა. სად დაგ­ხვდნენ ყვე­ლა­ზე თბი­ლად?

- დიდი მად­ლო­ბა ამის­თვის შალ­ვას. აღ­მოჩ­ნდა, რომ მე სა­ქარ­თვე­ლოს შვი­ლი ვარ. ისე მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და მისი თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე, იმ­ხე­ლა სით­ბო და­ვი­ნა­ხე რა­ი­ო­ნებ­ში... თბი­ლის­ში ხალ­ხი მა­ინც "სვეც­კია", სქელ­კა­ნი­ა­ნი, სით­ბოს არ ავ­ლენს, თუნ­დაც უყ­ვარ­დე, რცხვე­ნი­ათ. რა­ი­ო­ნებ­ში ისე­თი თბი­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს, საყ­ვა­რე­ლი, ძა­ლი­ან უშნო, ჩემ­ნა­ი­რი.

- უშუ­ა­ლო გინ­დო­და გეთ­ქვა ალ­ბათ.

- (იცი­ნის) ჰო, უშუ­ა­ლო. წი­ნას­წარ ბო­დი­ში უნდა მო­ვი­ხა­დო, თუ გი­ნე­ბა გა­მო­მი­ვა, ან რა­ი­მე უცენ­ზუ­რო ფრა­ზა, ჩემი ქარ­თუ­ლის წყა­ლო­ბით. სულ ასე მე­მარ­თე­ბა, სტა­ლი­ნი და "სან­ძრე­ვე­ლა" უკვე ყვე­ლამ ნახა. დღემ­დე მრცხვე­ნია ამის გამო. სა­ქარ­თვე­ლოს კუ­თხე­ებ­ზე ვლა­პა­რა­კობ­დი. სა­ო­ცა­რი ხალ­ხი დამ­ხვდა სა­მეგ­რე­ლო­ში. სხვა­თა შო­რის, ამა­სო­ბა­ში კუ­ლი­ნა­რი­ა­შიც დავსპეც­დი. სა­მეგ­რე­ლო­ში ელარ­ჯი გა­ვა­კე­თე, რა­ჭა­ში- უგემ­რი­ე­ლე­სი ლო­ბი­ა­ნი. არ და­მა­ვი­წყდე­ბა ალაზ­ნის ველი, ბა­თუმ­შიც ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჯერ აჭა­რა მთლი­ა­ნად არ მი­ნა­ხავს, მინ­და ვნა­ხო სვა­ნე­თი, ქარ­თლი, ყვე­ლა კუ­თხე.

- რო­გო­რი რე­აქ­ცია აქვთ რა­ი­ო­ნებ­ში უკ­რა­ი­ნე­ლი ლა­მა­ზი ქა­ლის და­ნახ­ვი­სას?

- ძი­რი­თა­დად, და­დე­ბი­თი, ბავ­შვე­ბი ჩემ­თან ფო­ტო­ებს იღე­ბენ. გორ­ში პა­ტა­რებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სით­ბო გა­მო­ხა­ტეს, გვიშ­ვი­ლეო, მეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ. ყვე­ლა ვიშ­ვი­ლე. ასე რომ, გორ­ში ყვე­ლა­ზე მეტი შვი­ლი მყავს. კუ­რი­ო­ზე­ბიც იყო. გორ­ში მე და ჩემი პრო­დი­უ­სე­რი ქუ­ჩა­ში მივ­დი­ო­დით. ორი ქალი იდგა, ერ­თმა მე­ო­რეს ჰკი­თხა, ეს გოგო ვინ არი­სო. ვინ იქ­ნე­ბა, "ცი­გა­ნიო", უპა­სუ­ხა მე­ო­რემ (იცი­ნის). ქა­თი­ნა­უ­რე­ბი არ მი­მი­ღია, უფრო სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

- ეთერ­ში ბევრ სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ, შენი ქარ­თუ­ლის წყა­ლო­ბით, ზოგს ჰგო­ნია, რომ ეს დად­გმუ­ლია...

- სი­მარ­თლეს გე­ტყვი, მე და შალ­ვა არას­დროს ვგეგ­მავთ, წი­ნას­წარ რაზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის ექ­სპრომ­ტი, მომ­ზა­დე­ბუ­ლი არას­დროს ვარ, ამი­ტო­მაც გა­მო­დის სა­სა­ცი­ლო ჩემი ფრა­ზე­ბი. პირ­ველ გა­და­ცე­მა­ში გა­ვა­კე­თეთ გარ­კვე­უ­ლი მო­ნა­ხა­ზი, მაგ­რამ მა­ში­ნაც ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვი­წყდა. ეთერ­ში აჟი­ო­ტა­ჟი­რე­ბუ­ლი ვარ ხოლ­მე და მა­ვი­წყდე­ბა, რა უნდა ვთქვა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''ვისაც ჩემი თეძოები ნანახი აქვს, იცის, რომ ცელულიტი არ მაქვს''

''ვისაც ჩემი თეძოები ნანახი აქვს, იცის, რომ ცელულიტი არ მაქვს''

მარგო ლუჩკოს სახელისა და გვარის ხსენება უმეტესობას ღიმილს ჰგვრის. ამის მიზეზი ამ უკრაინელი ლამაზმანის ''უნიკალური'' ქართულია. ''შალვა რამიშვილის შოუშიც'' და ''ცეკვავენ ვარსკვლავებშიც'', რომელიც მარგომ ცოტა ხნის წინ დატოვა, მაყურებელი სწორედ მის უცნაურ და სასაცილო გამონათქვამებს იმახსოვრებს. ტელეწამყვანის სიტყვათა თანწყობა,- ''სტალინის სანძრეველა'', ანუ სტალინის სამზარეულო, ორი კვირის განმავლობაში სოციალური ქსელების მომხმარებლის მთავარ თემად იქცა.

მარგო ლუჩკოსა და ირაკლი ჭყოიძეს ცხრაწლიანი ოჯახური თანაცხოვრება აკავშირებთ. წყვილს 5 წლის ნიკოლოზი ჰყავს. ქალაქში ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს ურთიერთობა გაუფუჭდა. ალბათ, ეს არის მიზეზი იმისა, რომ მარგო დიდი ხნის განმავლობაში ინტერვიუებზე უარს ამბობს. ჩვენც გაგვიგრძელდა მოლაპარაკებები ტელეწამყვანთან, მაგრამ საბოლოოდ ინტერვიუ მაინც შედგა.

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მიხარია, ამ პატარა პაუზის შემდეგ ''რეიტინგს'' რომ ვაძლევ ინტერვიუს და პირადად შენ.

- რატომ გქონდა პაუზა?

- არ მინდა, თავი მოვაბეზრო ხალხს, ისედაც სულ ტელევიზორში ვარ. ასე მგონია, არ აინტერესებს ხალხს მარგო. არ ვარ ''ვარსკვლავი'', რომელზეც მუდმივად უნდა ილაპარაკონ, უბრალო მარგუშა ლუჩკო ვარ (იცინის).

- ამ უბრალო მარგუშამ ''შალვა რამიშვილის შოუს'' წყალობით მთელი საქართველო მოიარა. სად დაგხვდნენ ყველაზე თბილად?

- დიდი მადლობა ამისთვის შალვას. აღმოჩნდა, რომ მე საქართველოს შვილი ვარ. ისე მიყვარს საქართველო და მისი თითოეული კუთხე, იმხელა სითბო დავინახე რაიონებში... თბილისში ხალხი მაინც ''სვეცკია'', სქელკანიანი, სითბოს არ ავლენს, თუნდაც უყვარდე, რცხვენიათ. რაიონებში ისეთი თბილი ხალხი ცხოვრობს, საყვარელი, ძალიან უშნო, ჩემნაირი.

- უშუალო გინდოდა გეთქვა ალბათ.

- (იცინის) ჰო, უშუალო. წინასწარ ბოდიში უნდა მოვიხადო, თუ გინება გამომივა, ან რაიმე უცენზურო ფრაზა, ჩემი ქართულის წყალობით. სულ ასე მემართება, სტალინი და ''სანძრეველა'' უკვე ყველამ ნახა. დღემდე მრცხვენია ამის გამო. საქართველოს კუთხეებზე ვლაპარაკობდი. საოცარი ხალხი დამხვდა სამეგრელოში. სხვათა შორის, ამასობაში კულინარიაშიც დავსპეცდი. სამეგრელოში ელარჯი გავაკეთე, რაჭაში- უგემრიელესი ლობიანი. არ დამავიწყდება ალაზნის ველი, ბათუმშიც ვიყავი, მაგრამ ჯერ აჭარა მთლიანად არ მინახავს, მინდა ვნახო სვანეთი, ქართლი, ყველა კუთხე.

- როგორი რეაქცია აქვთ რაიონებში უკრაინელი ლამაზი ქალის დანახვისას?

- ძირითადად, დადებითი, ბავშვები ჩემთან ფოტოებს იღებენ. გორში პატარებმა განსაკუთრებული სითბო გამოხატეს, გვიშვილეო, მეხვეწებოდნენ. ყველა ვიშვილე. ასე რომ, გორში ყველაზე მეტი შვილი მყავს. კურიოზებიც იყო. გორში მე და ჩემი პროდიუსერი ქუჩაში მივდიოდით. ორი ქალი იდგა, ერთმა მეორეს ჰკითხა, ეს გოგო ვინ არისო. ვინ იქნება, ''ციგანიო'', უპასუხა მეორემ (იცინის). ქათინაურები არ მიმიღია, უფრო სითბოს გამოხატავდნენ.

- ეთერში ბევრ სისულელეს ამბობ, შენი ქართულის წყალობით, ზოგს ჰგონია, რომ ეს დადგმულია...

- სიმართლეს გეტყვი, მე და შალვა არასდროს ვგეგმავთ, წინასწარ რაზე ვილაპარაკებთ, ეს ყველაფერი არის ექსპრომტი, მომზადებული არასდროს ვარ, ამიტომაც გამოდის სასაცილო ჩემი ფრაზები. პირველ გადაცემაში გავაკეთეთ გარკვეული მონახაზი, მაგრამ მაშინაც ყველაფერი დამავიწყდა. ეთერში აჟიოტაჟირებული ვარ ხოლმე და მავიწყდება, რა უნდა ვთქვა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება