მომავალი წლის ნოემბრიდან კომუნალურ ვაუჩერს მაღალშემოსავლიანი ოჯახები ვეღარ მიიღებენ

მომავალი წლის ნოემბრიდან კომუნალურ ვაუჩერს მაღალშემოსავლიანი ოჯახები ვეღარ მიიღებენ

მომავალი წლის ნოემბრიდან თბილისის მერიას კომუნალური ვაუჩერის გაცემის ახალი წესი ექნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დედაქალაქის საკრებულოში თბილისის მერის მოადგილე გიორგი ხელაიამ განუცხადა.

გიორგი ხელაია საკრებულოს უმრავლესობის წევრებს 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტის დეტალებს აცნობს. როგორც გიორგი ხელაიამ აღნიშნა, არსებობდა მავნე პრაქტიკა კომუნალურ ვაუჩერს იღებდა ყველა ოჯახი, მომავალი წლის ბოლოს თბილისის მერია აპირებს გადახედოს ბაზებს და ამ მხრივ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

"მავნე პრაქტიკა იყო, ყველა იღებდა ამ ვაუჩერს. ჩვენ ვაპირებთ გადავხედოთ ბაზებს და მოვახდინოთ სამართლიანობის აღდგენა. კომუნალური ვაუჩერი მხოლოდ იმ ადამიანებს უნდა ეძლეოდეს, რომელთა შემოსავალი არის დაბალი და არა ბიზნესმენებს და იმ პირებს, ვისაც მაღალი შემოსავლები აქვთ. ამიტომ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოვითხოვთ სპეციალურ ბაზებს, მომავალი წლის ნოემბრის თვეში ჩვენ გავაკეთებთ ახალ მექანიზმს, რომელიც უსამართლობას გამორიცხავს. რაც შეეხება მომავალი წლის პირველ სამ თვეს ყველა ოჯახი მიიღებს თვეში 20-20 ლარიან კომუნალურ ვაუჩერს", - აღნიშნა გიორგი ხელაიამ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის, როგორი იქნება ზღვარი და როგორი შემოსავლების მქონე ოჯახები მიიღებენ კომუნალურ ვაუჩერს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია