პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩუმი რევოლუცია, ანუ როგორ გეგმავს Apple-ი SIM-ბარათების დასამარებას
ჩუმი რევოლუცია, ანუ როგორ გეგმავს Apple-ი SIM-ბარათების დასამარებას

კომ­პა­ნია "ეფ­ლის" სა­შე­მოდ­გო­მო პრე­ზენ­ტა­ცი­ის მო­ლო­დი­ნი ბევ­რს არ გა­უ­მარ­თლდა. ამ­ბო­ბენ, რომ ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მო­სა­წყე­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა იყო ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რად­გან ახა­ლი პლან­შე­ტე­ბი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შე წა­რად­გი­ნეს მომ­ხმა­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე. ერთი შე­ხედ­ვით, ყვე­ლა­ფე­რი მარ­თლაც ასეა, მაგ­რამ არის სი­ახ­ლეც, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც ეფ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა არა­ფე­რი თქვეს.

კუ­პერ­ტი­ნო­ში გა­და­წყვი­ტეს სიმ ბა­რა­თის ხე­ლახ­ლა გა­მო­გო­ნე­ბა და ამას­თან, მო­ი­ფიქ­რეს იდე­ა­ლუ­რი სქე­მა ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი "მო­ბი­ლუ­რი მო­ნო­ბის" და­სამ­თავ­რებ­ლად. "აი­პად ეარ 2"-ს მყიდ­ვე­ლე­ბი კომ­პლექ­ტში მი­ი­ღე­ბენ "ეფ­ლის" სიმ ბა­რათს, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ ოპე­რა­ტორ­თან შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა.

ჯერ­ჯე­რო­ბით ეს სი­ახ­ლე მხო­ლოდ ამე­რი­კა­ში და ბრი­ტა­ნეთ­ში მუ­შა­ობს, მაგ­რამ თუ ეს პრო­დუქ­ტი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, "ეფლი" თა­ვის სა­ფირ­მო ბა­რა­თებს მთელს მსოფ­ლი­ო­ში გა­ავ­რცე­ლებს. ახალ პლან­შე­ტურ დე­ტა­ლებ­ში უკვე ჩა­დე­ბუ­ლია ყვე­ლა სა­ჭი­რო ოპე­რა­ტო­რის ფუნ­ქცი­ე­ბი, მომ­ხმა­რე­ბელს მხო­ლოდ ის დარ­ჩე­ნია, აირ­ჩი­ოს და შეც­ვა­ლოს სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით.

ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ "ეფ­ლის" სიმი ერთჯე­რა­დი ფუნ­ქცი­ის არაა, მის მფლო­ბელს აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს შეც­ვა­ლოს ოპე­რა­ტო­რი და ტა­რი­ფის გეგ­მა, მა­გა­ლი­თად, მოგ­ზა­უ­რო­ბის წინ, ან გან­რი­გის შეც­ვლი­სას. ამი­სათ­ვის აღარ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ოპე­რა­ტო­რე­ბის სა­ლო­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, გან­ცხა­დე­ბე­ბის წერა ან ოპე­რა­ცი­ის ორ­ჯერ შეს­რუ­ლე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მუ­შავ­დე­ბა აი­პად­ში.

იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ "ეფ­ლის" სიმი შე­საძ­ლოა, რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტი გახ­დეს, არაა გა­საკ­ვი­რი, რომ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მის შე­სა­ხებ არა­ვის უსა­უბ­რია და სმარ­ტფო­ნე­ბის ნაც­ვლად, პლან­შე­ტებ­ზე გავ­რცელ­დე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბის არე­ა­ლი. ასე­თი კონ­ცეფ­ცია ოპე­რა­ტო­რე­ბის ბიზ­ნესს სე­რი­ო­ზუ­ლად და­ა­ზა­რა­ლებს, რად­გან მომ­ხმა­რე­ბელს აღარ ექ­ნე­ბა აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, მო­ი­ნა­ხუ­ლოს ოპე­რა­ტო­რი ტა­რი­ფე­ბის შე­საც­ვლე­ლად, მარ­ტი­ვად შე­ეძ­ლე­ბა თა­ვად­ვე გა­ნა­გოს ოპე­რა­ცი­ე­ბი.

ჯერ რთუ­ლია იმის თქმა, გა­მოჩ­ნდე­ბა თუ არა ეფლ სიმი სმარ­ტფო­ნებ­ზეც და შეძ­ლებს თუ არა ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნია "ბა­რა­თე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ში ოპე­რა­ტო­რე­ბის დარ­წმუ­ნე­ბას. ასეა თუ ისე, ეს ტექ­ნო­ლო­გია შე­საძ­ლოა, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე გახ­დეს "ეფლში" და მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ოპე­რა­ტო­რებ­ზე და მომ­ხმა­რებ­ლებ­ზე დიდი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია iguides.ru-ს მი­ხედ­ვით.

ჩუმი რევოლუცია, ანუ როგორ გეგმავს Apple-ი SIM-ბარათების დასამარებას

ჩუმი რევოლუცია, ანუ როგორ გეგმავს Apple-ი SIM-ბარათების დასამარებას

კომპანია "ეფლის" საშემოდგომო პრეზენტაციის მოლოდინი ბევრს არ გაუმართლდა. ამბობენ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი ღონისძიება იყო ბოლო წლების განმავლობაში, რადგან ახალი პლანშეტები რევოლუციური ცვლილებების გარეშე წარადგინეს მომხმარებლების წინაშე. ერთი შეხედვით, ყველაფერი მართლაც ასეა, მაგრამ არის სიახლეც, რომლის შესახებაც ეფლის წარმომადგენლებმა არაფერი თქვეს.

კუპერტინოში გადაწყვიტეს სიმ ბარათის ხელახლა გამოგონება და ამასთან, მოიფიქრეს იდეალური სქემა ეგრეთ წოდებული "მობილური მონობის" დასამთავრებლად. "აიპად ეარ 2"-ს მყიდველები კომპლექტში მიიღებენ "ეფლის" სიმ ბარათს, რომელსაც ნებისმიერ ოპერატორთან შეუძლია მუშაობა.

ჯერჯერობით ეს სიახლე მხოლოდ ამერიკაში და ბრიტანეთში მუშაობს, მაგრამ თუ ეს პროდუქტი წარმატებული იქნება, "ეფლი" თავის საფირმო ბარათებს მთელს მსოფლიოში გაავრცელებს. ახალ პლანშეტურ დეტალებში უკვე ჩადებულია ყველა საჭირო ოპერატორის ფუნქციები, მომხმარებელს მხოლოდ ის დარჩენია, აირჩიოს და შეცვალოს საკუთარი სურვილის მიხედვით.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ "ეფლის" სიმი ერთჯერადი ფუნქციის არაა, მის მფლობელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს შეცვალოს ოპერატორი და ტარიფის გეგმა, მაგალითად, მოგზაურობის წინ, ან განრიგის შეცვლისას. ამისათვის აღარ არის აუცილებელი ოპერატორების სალონის მონახულება, განცხადებების წერა ან ოპერაციის ორჯერ შესრულება. ყველაფერი დაუყოვნებლივ მუშავდება აიპადში.

იმის გათვალისწინებით, რომ "ეფლის" სიმი შესაძლოა, რევოლუციური პროდუქტი გახდეს, არაა გასაკვირი, რომ პრეზენტაციაზე მის შესახებ არავის უსაუბრია და სმარტფონების ნაცვლად, პლანშეტებზე გავრცელდება მისი გამოყენების არეალი. ასეთი კონცეფცია ოპერატორების ბიზნესს სერიოზულად დააზარალებს, რადგან მომხმარებელს აღარ ექნება აუცილებლობა, მოინახულოს ოპერატორი ტარიფების შესაცვლელად, მარტივად შეეძლება თავადვე განაგოს ოპერაციები.

ჯერ რთულია იმის თქმა, გამოჩნდება თუ არა ეფლ სიმი სმარტფონებზეც და შეძლებს თუ არა ამერიკული კომპანია "ბარათების რევოლუციის" აუცილებლობაში ოპერატორების დარწმუნებას. ასეა თუ ისე, ეს ტექნოლოგია შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე გახდეს "ეფლში" და მსოფლიოს მასშტაბით ოპერატორებზე და მომხმარებლებზე დიდი გავლენა იქონიოს.

მომზადებულია iguides.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს