პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მარია დემიდოვამ ქმარი გიორგის გამო მიატოვა" - რას ფიქრობს ასლან აბაშიძე ვაჟის სკანდალურ საცოლეზე (ექსკლუზივი)
"მარია დემიდოვამ ქმარი გიორგის გამო მიატოვა" - რას ფიქრობს ასლან აბაშიძე ვაჟის სკანდალურ საცოლეზე (ექსკლუზივი)

ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟი, გი­ორ­გი აბა­ში­ძე აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ აჭა­რის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რის ვაჟი, ქარ­თველ მო­დელ­ზე, ეკო ფან­გან­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტურ­და.

ცოტა ხნის წინ, ambebi.ge-ს აბა­ში­ძის ახ­ლო­ბე­ლი და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა და გან­გვი­ცხა­და, რომ გი­ორ­გი აბა­ში­ძის რჩე­უ­ლი რუსი მო­დე­ლი მა­რია დე­მი­დო­ვაა და მან წყვი­ლის ფო­ტო­ე­ბიც მოგ­ვა­წო­და. ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, მა­რია დე­მი­დო­ვა და გი­ორ­გი აბა­ში­ძე უკვე წლე­ბია ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბი­ან. აბა­ში­ძემ სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლი მა­მა­საც გა­აც­ნო, ის ორ­ჯერ ჰყავ­და სახ­ლში მიყ­ვა­ნი­ლი. კი­თხვა­ზე, მოს­წონს თუ არა ას­ლან აბა­ში­ძეს სა­კუ­თა­რი შვი­ლის რჩე­უ­ლი, წყა­რომ გვი­პა­სუ­ხა, რომ აჭა­რის ყო­ფი­ლი მე­თა­უ­რი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის თავს არი­დებს.

მა­რი­ამ და გი­ორ­გიმ ერ­თმა­ნე­თი მოს­კოვ­ში, სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში გა­იც­ნეს. მა­რია პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია, ამის პა­რა­ლე­ლუ­რად მო­დე­ლობს და წარ­სულ­ში არა­ერთ თა­მამ ფო­ტო­სე­სი­ა­ში აქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ის 34 წლის არის. გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში მა­რია დე­მი­დო­ვას­თან ერ­თად გა­მო­ჩე­ნას თავს არი­დებს. გი­ორ­გი აბა­ში­ძე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი იყო სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძე­ზე, რო­მე­ლიც აბა­ში­ძეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი მო­ნას­ტერ­ში ცხოვ­რობ­და. ამ­ბო­ბენ, რომ სა­ლო­მემ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გის­თან გან­შო­რე­ბის გამო მი­ი­ღო. მა­რია დე­მი­დო­ვა კი წარ­სულ­ში იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად. მა­მა­კა­ცი, რო­მელ­თა­ნაც ის ადრე ცხოვ­რობ­და, სა­ვა­რა­უ­დოდ, გი­ორ­გის გამო მი­ა­ტო­ვა. აპი­რე­ბენ თუ არა გი­ორ­გი და მა­რია და­ო­ჯა­ხე­ბას, ეს ჯერ­ჯე­ო­ბით უც­ნო­ბია. ანო­ნი­მურ­მა წყა­რომ ambebi.ge-ს გი­ორ­გის და მა­რი­ას ერ­თობ­ლი­ვი ფო­ტო­ე­ბიც მი­ა­წო­და, რო­მე­ლიც სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბის წრე­ში აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

იხი­ლეთ ასე­ვე: "გი­ორ­გი აბა­ში­ძე და­ქორ­წი­ნე­ბას აპი­რებს" - რა გეგ­მე­ბი აქვს და სად ის­ვე­ნებს პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ ბა­თუ­მის ყო­ფი­ლი მერი

"მარია დემიდოვამ ქმარი გიორგის გამო მიატოვა" - რას ფიქრობს ასლან აბაშიძე ვაჟის სკანდალურ საცოლეზე (ექსკლუზივი)

"მარია დემიდოვამ ქმარი გიორგის გამო მიატოვა" - რას ფიქრობს ასლან აბაშიძე ვაჟის სკანდალურ საცოლეზე (ექსკლუზივი)

ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე აქტუალობას არ კარგავს. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის ყოფილი მეთაურის ვაჟი, ქართველ მოდელზე, ეკო ფანგანზე იყო შეყვარებული, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.

ცოტა ხნის წინ, ambebi.ge-ს აბაშიძის ახლობელი დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა და განგვიცხადა, რომ გიორგი აბაშიძის რჩეული რუსი მოდელი მარია დემიდოვაა და მან წყვილის ფოტოებიც მოგვაწოდა. ჩვენი წყაროს ცნობით, მარია დემიდოვა და გიორგი აბაშიძე უკვე წლებია ერთმანეთს ხვდებიან. აბაშიძემ საკუთარი რჩეული მამასაც გააცნო, ის ორჯერ ჰყავდა სახლში მიყვანილი. კითხვაზე, მოსწონს თუ არა ასლან აბაშიძეს საკუთარი შვილის რჩეული, წყარომ გვიპასუხა, რომ აჭარის ყოფილი მეთაური ამასთან დაკავშირებით საუბარს ყოველთვის თავს არიდებს.

მარიამ და გიორგიმ ერთმანეთი მოსკოვში, საერთო მეგობრების წრეში გაიცნეს. მარია პროფესიით მხატვარია, ამის პარალელურად მოდელობს და წარსულში არაერთ თამამ ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის 34 წლის არის. გიორგი აბაშიძე საჯარო სივრცეში მარია დემიდოვასთან ერთად გამოჩენას თავს არიდებს. გიორგი აბაშიძე საქართველოში ყოფნისას დაქორწინებული იყო სალომე ბაჯელიძეზე, რომელიც აბაშიძესთან დაშორების შემდეგ, გარკვეული პერიოდი მონასტერში ცხოვრობდა. ამბობენ, რომ სალომემ ეს გადაწყვეტილება გიორგისთან განშორების გამო მიიღო. მარია დემიდოვა კი წარსულში იყო დაქორწინებული, თუმცა არაოფიციალურად. მამაკაცი, რომელთანაც ის ადრე ცხოვრობდა, სავარაუდოდ, გიორგის გამო მიატოვა. აპირებენ თუ არა გიორგი და მარია დაოჯახებას, ეს ჯერჯეობით უცნობია. ანონიმურმა წყარომ ambebi.ge-ს გიორგის და მარიას ერთობლივი ფოტოებიც მიაწოდა, რომელიც საერთო მეგობრების წრეში აქვთ გადაღებული.

თამარ ბოჭორიშვილი

იხილეთ ასევე: "გიორგი აბაშიძე დაქორწინებას აპირებს" - რა გეგმები აქვს და სად ისვენებს პატიმრობის შემდეგ ბათუმის ყოფილი მერი

"ყველა დამნაშავედ უნდა ვგრძნობდეთ თავს, ნოსტალგიამ მოუღო ბოლო, უნდოდა სამშობლოში დაბრუნებულიყო" - როგორ იხსენებენ და რას ყვებიან ზურა დოიჯაშვილზე ცნობილი მეგობრები

"ვერ აგისრულე... ვერ დაგაბრუნე თბილისში... ბოდიში" - მომღერალი ზურა დოიჯაშვილი გარდაიცვალა

გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"