პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საიდუმლოებით მოცული ისტორიული ობიექტები
საიდუმლოებით მოცული ისტორიული ობიექტები

დე­და­მი­წა­ზე უამ­რა­ვი ად­გი­ლია, რო­მელ­თა ის­ტო­რია სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი­თაა მო­ცუ­ლი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი, რათა მათი წარ­მო­მავ­ლო­ბის ის­ტო­რია გა­არ­კვი­ონ. გთა­ვა­ზობთ ზო­გი­ერთ მათ­განს.

ქარ­ნა­კის ქვე­ბი - ეს 3000-ზე მეტი ქვის­გან შემ­დგა­რი ერ­თგვა­რი კო­ლექ­ცი­აა, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ქარ­ნა­კის გარ­შე­მოა გან­ლა­გე­ბუ­ლი. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის ვა­რა­უ­დით, ქვე­ბი ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე 4500-3300 წლებ­ში აღ­მარ­თეს. ქვე­ბის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. მეც­ნი­ე­რე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ ქვებს კავ­ში­რი აქვთ ას­ტრო­ნო­მი­ას­თან და ერ­თგვარ ობ­სერ­ვა­ტო­რი­ას წარ­მო­ად­გე­ნენ. სხვა თე­ო­რი­ე­ბის თა­ნახ­მად, ქვებს, რო­გორც პრი­მი­ტი­ულ სე­ის­მოგ­რაფს, ისე მო­იხ­მარ­დნენ.

ქვის სფე­რო­ე­ბი - კოს­ტა-რი­კა­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ქვის სფე­რო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 200-ს აღე­მა­ტე­ბა. მათი ზომა რამ­დე­ნი­მე სან­ტი­მეტ­რი­დან 2 მეტ­რამ­დე მერ­ყე­ობს. სფე­რო­ე­ბი ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხამ­დე 1550-300 წლებს გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. ზო­გი­ერ­თი ლე­გენ­დის თა­ნახ­მად, სფე­რო­ე­ბი წარ­მო­შო­ბით ცნო­ბი­ლი ატ­ლან­ტი­დი­დან არის. ზოგი ფიქ­რობს, რომ ქვე­ბის შემ­ქმნე­ლი სპე­ცი­ა­ლურ ნა­ხარშს ფლობ­და, რო­მელ­საც კლდე­ე­ბის დარ­ბი­ლე­ბა შე­ეძ­ლო.

მოაი - დაპ­რე­სი­ლი ვულ­კა­ნუ­რი ფერ­ფლის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ქვის ქან­და­კე­ბე­ბია აღ­დგო­მის კუნ­ძულ­ზე. მო­ა­ის ყვე­ლა ქან­და­კე­ბა მო­ნო­ლი­თუ­რია, ანუ ქვის ერთი ნა­ტე­ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. მათი წონა ზოგ­ჯერ 20 ტო­ნა­საც აღ­წევს, სი­მაღ­ლე კი 6 მეტრს. კუნ­ძულ­ზე მდე­ბა­რე რანო-რა­რა­კუს კრა­ტე­რის ფერ­დობ­ზე ნა­პოვ­ნია 20 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლი­სა და 270 ტონა სიმ­ძი­მის და­უს­რუ­ლე­ბე­ლი ქან­და­კე­ბა. აღ­დგო­მის კუნ­ძულ­ზე სულ 887 ასე­თი ძეგლია. ყვე­ლა მოაი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რის სა­პი­რის­პი­როდ, კუნ­ძუ­ლის სიღ­რმის­კენ იმ­ზი­რე­ბა და არა ოკე­ა­ნის­კენ. ის­ტო­რი­კო­სე­ბი და არ­ქე­ო­ლო­გე­ბი ამ დრომ­დე ვერ ხსნი­ან, რა მიზ­ნით დად­გეს ქან­და­კე­ბე­ბი და რა­ტომ არ და­ას­რუ­ლეს ისი­ნი.

გი­ო­ბეკ­ლი ტოპე - თურ­ქეთ­ში არ­სე­ბუ­ლი ეს სკულპ­ტუ­რა მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ძვე­ლია და 10 000-9000 წლით თა­რიღ­დე­ბა. კონ­სტრუქ­ცი­ა­ზე, კერ­ძოდ კი, ბო­ძებ­ზე სხვა­დას­ხვა მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლე­ბის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბე­ბია. ზო­გი­ერ­თი ბო­ძის წონა 20 ტო­ნაა. მი­იჩ­ნე­ვა, რომ ეს სკულპ­ტუ­რა ჯერ კი­დევ დამ­წერ­ლო­ბის, რე­ლი­გი­ე­ბის წარ­მო­შო­ბამ­დე იყო შექ­მნი­ლი. რო­გორ აა­შე­ნეს, ამ დრომ­დე სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საიდუმლოებით მოცული ისტორიული ობიექტები

საიდუმლოებით მოცული ისტორიული ობიექტები

დედამიწაზე უამრავი ადგილია, რომელთა ისტორია საიდუმლოებითაა მოცული. წლების განმავლობაში მუშაობენ მეცნიერები, რათა მათი წარმომავლობის ისტორია გაარკვიონ. გთავაზობთ ზოგიერთ მათგანს.

ქარნაკის ქვები - ეს 3000-ზე მეტი ქვისგან შემდგარი ერთგვარი კოლექციაა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ქარნაკის გარშემოა განლაგებული. არქეოლოგების ვარაუდით, ქვები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4500-3300 წლებში აღმართეს. ქვების შესახებ უამრავი მოსაზრება არსებობს. მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ქვებს კავშირი აქვთ ასტრონომიასთან და ერთგვარ ობსერვატორიას წარმოადგენენ. სხვა თეორიების თანახმად, ქვებს, როგორც პრიმიტიულ სეისმოგრაფს, ისე მოიხმარდნენ.

ქვის სფეროები - კოსტა-რიკაში აღმოჩენილი ქვის სფეროების რაოდენობა 200-ს აღემატება. მათი ზომა რამდენიმე სანტიმეტრიდან 2 მეტრამდე მერყეობს. სფეროები ჩვენს წელთაღრიცხამდე 1550-300 წლებს განეკუთვნება. ზოგიერთი ლეგენდის თანახმად, სფეროები წარმოშობით ცნობილი ატლანტიდიდან არის. ზოგი ფიქრობს, რომ ქვების შემქმნელი სპეციალურ ნახარშს ფლობდა, რომელსაც კლდეების დარბილება შეეძლო.

მოაი - დაპრესილი ვულკანური ფერფლისგან დამზადებული ქვის ქანდაკებებია აღდგომის კუნძულზე. მოაის ყველა ქანდაკება მონოლითურია, ანუ ქვის ერთი ნატეხისგან არის დამზადებული. მათი წონა ზოგჯერ 20 ტონასაც აღწევს, სიმაღლე კი 6 მეტრს. კუნძულზე მდებარე რანო-რარაკუს კრატერის ფერდობზე ნაპოვნია 20 მეტრამდე სიმაღლისა და 270 ტონა სიმძიმის დაუსრულებელი ქანდაკება. აღდგომის კუნძულზე სულ 887 ასეთი ძეგლია. ყველა მოაი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, კუნძულის სიღრმისკენ იმზირება და არა ოკეანისკენ. ისტორიკოსები და არქეოლოგები ამ დრომდე ვერ ხსნიან, რა მიზნით დადგეს ქანდაკებები და რატომ არ დაასრულეს ისინი.

გიობეკლი ტოპე - თურქეთში არსებული ეს სკულპტურა მსოფლიოში ყველაზე ძველია და 10 000-9000 წლით თარიღდება. კონსტრუქციაზე, კერძოდ კი, ბოძებზე სხვადასხვა მტაცებელი ცხოველების გამოსახულებებია. ზოგიერთი ბოძის წონა 20 ტონაა. მიიჩნევა, რომ ეს სკულპტურა ჯერ კიდევ დამწერლობის, რელიგიების წარმოშობამდე იყო შექმნილი. როგორ ააშენეს, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს